ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
შვრია
(ლათ. Avena) — ბალახოვანი მცენარის გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. შვრიის ფესვთა სისტემა ფუნჯაა, ფოთოლო ხაზური, ყვავილი — საგველა, ნაყოფი — მარცვალა. პოლიმორფული გვარია, აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომელთა შორისაც არის ერთწლოვანი, მრავალწლოვანი, კულტურული და ველური მცენარეები. მათგან პრაქტიუკლი მნიშვნელობა აქვს 11 სახეობას.
საქართველოში გავრცელებული შვრია განეკუთვნება 2 სახეობას: ჩვეულებრივი შვრია (Avena sativa) და ბიზანტიური შვრია (Avena byzantina), ორივე გვალვაგამძლეა და კარგად ეგუება მლაშე ნიადაგს. შვრიის თესლი შეიცავს ცხიმებს, ცილებს, ვიტამინებს, ამიტომ სამეურნეო თვალსაზრისით მეტად სასარგებლო კულტურაა. შვრია მნიშვნელოვანი საფურაჟე მარცვლოვანი მცენარეა. მისი ჩალა და ბზე შეუცვლელი საკვებია ცხენისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოზარდეულისათვის.
ჩრდილოეთ და ნაწილობრივ სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში, სადაც ზომიერი ჰავაა, კულტურაშია უმთავრესად სათესი შვრია, ხოლო ხმელთაშუაზღვისპირეთში, აშშ-ში, არგენტინაში, ავსტრალიაში და სხვ. მოჰყავთ ბიზანტიური შვრია.
იხ. ვიდეო
ჩვეულებრივი შვრია
ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. სიმაღლე 50-170 სმ. ძლიერი ფესვები აქვს. გვალვაგამძლეა და კარგად ეგუება მლაშე ნიადაგს. კახეთში თეთრი ფშვრიო ეწოდება, ხოლო ჯავახეთში სუდას უწოდებენ. შვრიის მარცვლებს იყენებენ ,,ჰერკულეისი'' დასამზადებლად, შვიის ფაფა, ფქვილი და სპეციალური შვრიის ყავა. შვრიის ფაფას იყენებენ სახცობ და საკონდიტრო მრეწველობაში (მისგან ცხვება პური, შვრიის ორცხობილა, ბლინები და ა. შ) გარტყელებული შვრიის მარცვლები (შვრიის ფაფა) მუსლის ძირითადი კომპონენტია. შვრიის ჟელე მზადება ბურღულეულებისგა, ფანტელების ფქვილისგან.
Комментариев нет:
Отправить комментарий