вторник, 13 апреля 2021 г.

ჭადრაკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              ჭადრაკი

ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი. ჭადრაკის პარტიას თამაშობს ორი პარტნიორი („თეთრი“ და „შავი“ ფიგურებით) კვადრატული, მუქი და ღია ფერის 64-უჯრედიან დაფაზე (ქვემო ნათელი უჯრედი მოთამაშის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს). ყოველ პარტნიორს აქვს 8 ფიგურა (მეფელაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი)
იხ. ვიდეო

ყოველი ფიგურა „დადის“ გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებული არ არის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია შეტევისაგან მეფის დაცვა. პარტიას იწყებენ „თეთრები“, სვლები კეთდება რიგრიგობით. თამაშის მიზანია მეტოქის მეფის დაშამათება, ე. ი. მისი ისეთ უიმედო მდგომარეობაში მოქცევა, როდესაც აღარ შეიძლება იერიშმიტანილი მეფის სხვა, უსაფრთხო უჯრედზე გადაყვანა ან თავისი ფიგურით მეტოქის მოიერიშე ფიგურისაგან დაფარვა. ოფიციალურ შეჯიბრებებში სვლების გასაკეთებელი დრო მკაცრად რეგლამენტირებულია და მისი კონტროლი ხორციელდება საგანგებო საჭადრაკო საათით. თუ მოთამაშემ გადააჭარბა გარკვეული სვლების გასაკეთებლად გამოყოფილ დროს, მას წაგება ეთვლება.

ჭადრაკის პარტიის მსვლელობა იწერება საგანგებო ნოტაციით და შემდეგ ქვეყნდება სათანადო კომენტარებით საერთო და საჭადრაკო პრესაში. ჭადრაკის თეორია შეისწავლის საჭადრაკო პარტიის დასაწყისის (დებიუტი), შუა თამაშის (მიტელშპილი) და დაბოლოების (ენდშპილი) გათამაშების ტიპურ ხერხებსა და სქემებს.

ჭადრაკის თამაშში უჯრიდან უჯრაზე ფიგურების გადაადგილებას სვლა ეწოდება. სვლები კეთდება თანამიმდევრობით. როგორც ავღნიშნეთ, პირველ სვლას აკეთებენ თეთრები, ხოლო იმას, თუ ვინ ითამაშებს თეთრებით, ადგენენ კენჭისყრის საშუალებით. სვლა კეთდება ერთი ფიგურით (გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელზეც შემდგომ მოგითხრობთ). ის არ შეიძლება დაიდგას უჯრაზე, სადაც უკვე დგას მისივე ფერის სხვა ფიგურა. ხოლო უჯრაზე თუ სხვა ფერის ფიგურაა, მაშინ შეგიძლიათ აიყვანოთ იგი და მის ადგილზე თქვენი დასვათ. ამ პროცესს აყვანას ან მოკვლას უწოდებენ. აყვანილი ფიგურა თამაშიდან გამოსულად ითვლება და მას დაფიდან იღებენ.

მეფე

ჭადრაკში მთავარი ფიგურა არის მეფე და მისი დატყვევება, ე. ი. დაშამათება, თამაშის დამთავრებას ნიშნავს. იგებს ის, ვინც მოახერხებს მოწინააღმდეგის მეფის დაშამათებას. მეფის სვლები, სხვა ფიგურებთან შედარებით, ძალზე შეზღუდულია. მას შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერ მეზობელ უჯრაზე.

ლაზიერი

ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ერთი ლაზიერი აქვს. ლაზიერები დგანან d1 და d8 უჯრებზე. ლაზიერი დაახლოებით ორი ეტლის ან სამი მსუბუქი (მხედარი, კუ) ფიგურის ტოლფასია.

თამაშის მსვლელობისას ლაზიერს შეუძლია ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად ნებისმიერი რაოდენობის უჯრაზე გადაადგილება იმ პირობით, თუ მის გზაზე სხვა ფიგურა არ დგას. ასევე ყველა მიმართულებით შეუძლია აიყვანოს მეტოქის ნებისმიერი ფიგურა.

ეტლი

სიძლიერით მეორე ფიგურა ლაზიერის შემდეგ. დაახლოებით უდრის ერთ მსუბუქ ფიგურას და 1-2 პაიკს. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი ეტლი ჰყავს. პარტიის დასაწყისში ეტლები დგანან a1, h1, a8 და h8 უჯრებზე. ეტლი მოძრაობს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად უჯრათა ნებისმიერ რაოდენობაზე. მეტოქის ფიგურას იღებს ასევე ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებზე.

კუ

მსუბუქი ფიგურა. კუ სიძლიერით დაახლოებით მხედრის ან სამი პაიკის ტოლფასია. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი კუ ჰყავს. პარტიის დასაწყისში კუები დგანან c1, f1, c8 და f8 უჯრებზე. ამ ოთხი კუდან ორი თეთრუჯრედოვანი და ორიც შავუჯრედოვანი კუა. კუ მოძრაობს უჯრების ნებისმიერ რაოდენობაზე მხოლოდ იმ ფერის დიაგონალებზე, რას ფერის უჯრაზეც დგას.

მხედარი

მსუბუქი ფიგურა. სიძლიერით დაახლოებით კუს ან სამი პაიკის ტოლფასი. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი მხედარი ჰყავს. პარტიის დასაწყისში მხედრები დგანან b1, g1, b8 და g8 უჯრებზე. მხედარი ერთადერთი ფიგურაა რომელსაც შეუძლია გადაახტეს როგორც თავის, ასევე მეტოქის ფიგურებს. მხედრის მოძრაობა შემდეგია, მას შეუძლია გადაადგილდეს ორი კვადრატი ვერტიკალურად და ერთი კვადრატი ჰორიზონტალურად, ან ორი კვადრატი ჰორიზონტალურად და ერთი კვადრატი ვერტიკალურად.

პაიკი

პაიკი ყველაზე სუსტი,მაგრამ უშიშარი მებრძოლია.იგი მოძრაობს მხოლოდ ვერტიკალურად ერთ უჯრაზე, საწყისი პოზიციიდან კი ერთ ან ორ უჯრაზე გადადის. პაიკს უკან სვლა არ შეუძლია. თეთრი პაიკები განლაგებულია 2 ჰორიზონტალზე, ხოლო შავები 7 ჰორიზონტალზე. პაიკი მეტოქის ფიგურას კლავს დიაგონალურად წინ ერთ უჯრაზე, მარცხნივ ან მარჯვნივ. პაკს აქვს ბევრი კარგი თვისება, ესენია: 1) გავლაზე აყვანა, 2) ფიგურის გაცოცხლება. გავლაზე აყვანა შეიძლება მხოლოდ მეტოქის პაიკის ორ უჯრაზე გადაადგილების საპასუხო სვლით. მომდევნო სვლიდან გავლაზე აყვანა აღარ შეიძლება. თეთრ პაიკს გავლაზე აყვანის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მეხუთე ჰორიზონტალზე იმყოფება. შავებს პაიკის გავლაზე აყვანა მხოლოდ მეოთხე ჰორიზონტალიდან შეიძლია. როდესაც თეთრი პაიკი მიაღწევს მერვე ჰორიზონტალს,ხოლო შავების პაიკი — პირველს, მაშინ შესაძლებელია პაიკის გაცოცხლება ლაზიერად,ეტლად,კუდ ან მხედრად.

იხ. ვიდეო

ადრაკი ინდოეთში, მკვლევარების აზრით, VI საუკუნეში გამოიგონეს. მისი შექმნის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. აი, რას მოგვითხრობს ერთ-ერთი ლეგენდა:

ვინმე სინმა დიდხანს ფიქრისა და შრომის შემდეგ გამოიგონა ჭადრაკი. მან თავისი გამოგონება სამეფო თამაშად მიიჩნია და რაჯას მიართვა. რაჯა დიდად კმაყოფილი დარჩენილა ნაბოძები თამაშით, მოსწონებია ჭადრაკში ჩაქსოვილი ბრძოლის სიბრძნე.
— რით დაგასაჩუქრო კარგი თამაშის გამოგონებისათვის? — უკითხავს რაჯას.
— მინდა, რომ იმდენი ხორბლის მარცვალი მომცეთ, რამდენიც მომიწევს ჭადრაკის სათამაშო დაფიდან, თუ პირველ უჯრაზე ერთ მარცვალს დადებენ, მეორეზე ორს, მესამეზე — ოთხს, მეოთხეზე — რვას, მეხუთეზე — თექსვმეტს, მეექვსეზე — ოცდათორმეტს და ასე შემდეგ (გეომეტრიული პროგრესიის მიხედვით).
რაჯას გასცინებია — საწყალ კაცს მოშიებიაო და ბრძანა დაეთვალათ და მიეცათ სინისთვის კუთვნილი მარცვალი. გამოვიდა, რომ სინს ეკუთვნოდა 18.446.744.073.709.551.615 ცალი მარცვალი (თვრამეტი კვინტილიონ ოთხასორმოცდაექვსი კვადრილიონ შვიდას ორმოცდაოთხი ტრილიონ სამოცდაცამეტი მილიარდ შვიდასცხრა მილიონ ხუთას ორმოცდათერთმეტი ათას ექვსას თხუთმეტი) აგრეთვე მოახსენეს რაჯას, რომ ამ რაოდენობის მარცვალი დედამიწას ხუთ სანტიმეტრიანი ფენით დაფარავდა და გადასაზიდად ათი ათასი უღელი ხარ-კამეჩი არ ეყოფოდა.

ინდოეთში მოგონილ თამაშს ჩატურანგა ერქვა. შემდეგ ის სპარსეთშიც გავრცელდა უკვე ჩატრანგის სახელწოდებით. მალე სპარსეთი არაბებმა დაიპყრეს და მათთვის ახალ თამაშს შატრანჯი უწოდეს. არაბებმა მაშინ მთელი ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ესპანეთიც კი დაიპყრეს. არაბების მიერ შეტანილმა შანტრანჯმა ყველგან მოიკიდა ფეხი. XI საუკუნეში თამაშს ევროპაც გაეცნო და სათნადო გავრცელებაც ჰპოვა. XI-XII საუკუნეებში ჭადრაკმა ევროპაში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ იგი შეტანილი იყო რაინდული აღზრდის პროგრამაში. ჭადრაკი ნახსენებია იმდროინდელ ისეთ ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, როგორებიცაა: „სიმღერა როლანდზე“, „ტრისტან და იზოლდა“, „რომანი ვარდზე“ და სხვა.

1283 წელს კასტილიისა და ლეონის მეფის, ალფონს X ბრძენის ბრძანებით სევილიაში დამზადდა უხვად ილუსტრირებული მანუსკრიპტი სახეწოდებით „თამაშთა წიგნი“. აქ მოყვანილია ჭადრაკის სხვადასხვა ვარიაციები და 103 ამოცანა შამათის ჩასმაზე სვლათა გარკვეულ რაოდენობაში (ეს იყო პირველი წიგნი საჭადრაკო კომპოზიციის შესახებ).

პოპულარობასთან ერთად ჭადრაკმა ევროპაში ტრანსფორმაციაც განიცადა. იცვლებოდა თამაშის წესები, რითიც იგი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა თანამედროვე ჭადრაკს. გამოჩნდნენ მოჭადრაკეები რომლებიც მუშაობდნენ თეორიაზე და თავიანთ იდეებს დებდნენ საჭადრაკო პარტიებში. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ამ ფონზე იტალია. იტალიელი მოჭადრაკის ჯ. გრეკოს საჭადრაკო სახელმძღვანელო თითქმის 100 წელი ითვლებოდა საუკეთესოდ.

XVIII საუკუნეში ევროპის საჭადრაკო ცენტრმა საფრანგეთში გადაინაცვლა. 1749 წელს პარიზში გამოვიდა ფ. სტამის წიგნი სადაც პირველადაა გამოყენებული ალგებრული საჭადრაკო ნოტაცია, რომელმაც XIX საუკუნეში მიიღო თანამედროვე სახე. XIX საუკუნეში ძლიერი საჭადრაკო სკოლა ჩამოყალიბდა ინგლისშიგერმანიაშიავსტრო-უნგრეთში და პოლონეთში. ჭადრაკი მალე ამერიკაშიც გავრცელდა.

იმის გამო, რომ იმდროინდელი მოჭადრაკეები ბევრს მუშაობდნენ საკუთარ საჭადრაკო იდეებზე და ეს იდეები პრაქტიკულ ხორცშესხმას მოითხოვდა, ჭადრაკი სულ უფრო და უფრო იღებდა სპორტულ სახეს. მწიფდებოდა აზრი მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკის ოფიციალურად გამოვლენის შესახებ, თუმცა მანამდეც უძლიერესად მიჩნეული მოჭადრაკეები არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ამ იდეასაც ხორცი შეესხა და 1886 წელს მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონიც მოევლინა - ვილჰელმ სტეინიცი.

ჭადრაკი მოხსენიებულია მრავალ ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროსა და ძეგლში. პირველად მოხსენიებულია ბასილი დიდის თხზულებაში „ექუსთა დღეთა“ რომელიც XI საუკუნის საეკლესიო მოღვაწემ გიორგი ათონელმა გადმოაქართულა. სავარაუდოა რომ ჭადრაკი ჩვენში ან ინდოელი ვაჭრების, ან სპარსელების შემოტანილია. ყოველ შემთხვევაში იგი საქართველოში არაბთა მოსვლამდე იყო ცნობილი. თანდათან ჭადრაკმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართველი კაცის ცხოვრებაში, იმდენად საპატიო რომ ქალს მზითვად გენიალურ „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ.

XIX საუკუნემდე არ არის შემორჩენილი ცნობები ქართველ მოჭადრაკეთა შესახებ, თუმცა ასეთები რომ იყვნენ ისიც ადასტურებს რომ ნაპოვნია XII, XV და XVII საუკუნეების ქართული ჭადრაკის კომპლექტები. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჭადრაკზე მეტი ცნობებია; „შახმატნი ლისტოკის“ (1878 #1) იტყობინებოდა: „შარშანდელი წლის სექტემბრიდან თბილისში დაარსდა ჭადრაკის მოყვარულთა წრე, რომელიც კვირაში ერთხელ იკრიბება დამფუძნებელთა ბინებში“. იგივე ნომერი იუწყებოდა რომ მოეწყო მატჩი თბილისელ ა. სმიტენსა და მოსკოველ ოსტატ ა. სოლოვცოვს შორის. იგივე ჟურნალი (1978 #5-6) იუწყება რომ თბილისში გაიმართა მატჩი ა.სმიტენსა და ა. დადაიანს შორის, რომელიც დადიანის გამარჯვებით დასრულებულა. ამის შემდეგ დადიანს სოლოვცევისთვისაც მოუგია მატჩი.

საერთოდ ანდრია დადიანი პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც გავიდა საერთაშორისო სარბიელზე. იგი საკმაოდ ცნობილი მოჭადრაკე იყო. ამავე დროს თანამშრომლობდა საჭადრაკო ჟურნალ-გაზეთებთან. 1892 წელს ინგლისურმა საჭდრაკო ჟურნალმა „ჩესს მანსლმა“ (#6-7) თითქმის მთელი ნომერი დადიანის პიროვნებას და მის შემოქმედებას მიუძღვნა. ჭადრაკთან მეგობრობდნენ ცნობილია ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვანო მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვა გამოჩენილი ქართველები. ილიას „ივერია“ ხშირად წერდა ჭადრაკზე, ხოლო ჩიგორინ-ტარაშის მატჩის შემაჯამებელი სტატია თავად ილიამ დაწერა.

ცნობილია იმდროინდელი ძლიერი მოჭადრაკეების სახელებიც. ესენი იყვნენ ხარლამპე სირბილაძე, ფოტინე ჩიქოვანი-ასათიანისა, მამია გურიელი, ვარადებულ ჩიქოვანი, გიორგი ბებურიშვილი და სხვა.

XX საუკუნის 20-ანი წლებიდან ჭადრაკი სახალხო თამაში გახდა. გახშირდა ტურნირები, მატჩები. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ ცნობილი რუსი ოსტატები. თბილისში სახცოვრებლად გადმოვიდნენ ცნობილი მოჭადრაკეები ანდრეი სმოროდინსკი, ვიქტორ გოგლიძე, ნიკოლოზ სოროკინი.

1922 წელს გაიმართა თბილისელ მოჭადრაკეთა პირველი ტურნირი. 1923 წელს კი გაიხსნა საჭადრაკო კლუბი. 1926 წელს თბილისში მოეწყო მასობრივი ტურნირი, რომელშიც 600 კაცი მონაწილეობდა. იმავე წელს გამოვიდა პირველი საჭადრაკო წიგნი ქართულ ენაზე. 1928 წელს ჩატარდა საქართველოს ვაჟთა პირველი ჩემპიონატი. იმავე წელს თბილისში გაიმართა ამიერკავკასიის რესპუბლიკების პირველი ჩემპიონატიც. 1930 წელს თბილისში გაიმართა მატჩი ვიქტორ გოგლიძისა და მოსკოველ ოსტატ, ვლადიმერ ნენაროკოვის მატჩი. გოგლიძემ ეს მატჩი მოიგო (7-4) და პირველს ქართველთგან მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება.

ვაჟებს არც ქალები ჩამორჩნენ. 1927 წელს გაიმართა თბილისის პირველი ჩემპიონატი, ხოლო 1935 წელს თბილისმა უკვე საქართველოს პირველ ჩემპიონტს უმასპინძლა. 50-ანი წლების დასაწყისში თბილისში გაიხსნა ბავშვთა საჭადრაკო სკოლა. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში არსებულმა ამ ჭადრაკის სამჭედლომ ბევრი ძლიერი მოჭადრაკე გამოიყვანა საჭადრაკო ასპარეზზე.

უკვე 1956 წელს ალაპარაკდნენ პატარა ზუგდიდელ გოგონაზე, ნონა გაფრინდაშვილზე. სულ რაღაც ექვს წელიწადში კი ნონამ მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინიც დაიდგა თავზე.

ნონას გზას ბევრი მიყვა. ნანა ალექსანდრიამაია ჩიბურდანიძენანა იოსელიანინინო გურიელი ცოტა ხანში დაუძეველ მეტოქეებად იქცნენ უცხოელი თუ საბჭოთა მოჭადრაკეებისათვის. წარმატებები გაგრძელდა დამოუკიდებლობის ხანაშიც. მოვიდა ახალი ნიჭიერი თობა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიდის ოთხჯერ მოგება.

ქალებზე ნაკლებად, მაგრამ მაინც სათანადო სიმაღლეზე იდგნენ ვაჟებიც. პირველი ქართველი დიდოსტატი ბუხუტი გურგენიძე, რომან ჯინჯიხაშვილი (რომელიც შემდგომ აშშ-ს ჩემპიონიც გახდა და ოლიმპიადაზე ამ გუნდის ნაკრებს ედგა სათვეში), თამაზ გიორგაძე, ელიზბარ უბილავა, ზურაბ აზმაიფარაშვილი, გია გიორგაძე და ახალი თაობის მოჭადრაკეები, რომლებიც ღირსეულად ასპარეზობენ ნებისმიერი დონის საერთაშორისო ტურნირებში.

საქვეყნოდ ცნობილი არიან ჩვენი საჭადრაკო კომპოზიტორები: გია ნადარეიშვილი, იოსებ კრიხელი, დავით გურგენიძე და სხვები.

ჭადრაკის განვითრებას და პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი ჭადრაკის პროპაგანდამ ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით. თბილისში გამოდიოდა საჭადრაკო გაზეთი „მერანი“. გამოდიოდა წიგნები ქართველ მოჭადრაკეებზე და მათ შემოქმედებაზე. განსაკუთრებით აქტიურობდა ამ მხრივ თამაზ გიორგაძე, რომლის კალამსაც ეკუთვნის მრავალი საინტერესო წიგნი ჭადრაკზე, დაწყებული „ჭადრაკის ანბანიდან“ დამთავრებული მსოფლიოს პირველობების მატჩებით.

                            ნონა გაფრინდაშვილი

 (დ. 3 მაისი, 1941, ზუგდიდი) — ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1978). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002). თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.

1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

ნონა გაფრინდაშვილი დაიბადა 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში მასწავლებელ ტერენტი გაფრინდაშვილისა და ვერა გრიგოლიას ოჯახში. იგი ექვს დედმამიშვილში მეხუთე შვილი და ერთადერთი ქალიშვილია.

ჭადრაკის თამაში ნონას 5 წლისას ასწავლეს ძმებმა. სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა ნონა ზუგდიდის ნაკრებში, რომელიც 1953 წლის ზაფხულში ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში მონაწილეობდა. სწორედ ამ ტურნირზე შეამჩნია ის ჭადრაკის ცნობილმა პედაგოგმა ვახტანგ ქარსელაძემ, მისთვის ჩვეული დიდი ინტუიციის წყალობით, მაშინვე გამოარჩია იგი: „შევამჩნიე, რომ მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა“.

ბატონ ვახტანგის დაჟინებული თხოვნით, ნონა გაფრინდაშვილი 1954 წლის სექტემბერში სწავლის გასაგრძელებლად და ჭადრაკში შემდგომი დაოსტატების მიზნით, ნონა საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, დეიდასთან და მის მეუღლესთან, ტატიანა გრიგოლიას და დიმიტრი ჯაბუას ოჯახში.

ნონამ თბილისის ქალთა 1955 წლის პირველობაში მეორე ადგილი დაიკავა. შემდეგ რიგაში მოსწავლეთა საკავშირო გუნდურ პირველობაშიც ისახელა თავი. კიდევ უფრო თვალსაჩინო წარმატება მოიპოვა მან 1956 წელს, როცა თბილისის ჩემპიონი გახდა ქალთა შორის. ამავე წელს ნონა პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის. ბოლო ტურნირში, რომელშიც რესპუბლიკის სხვა უძლიერეს მოჭადრაკეებთან ერთად ცნობილი მოსკოველი მოჭადრაკეები ო. იგნატიევა და ნ. ვოიცეკი მონაწილეობდნენ, 15 წლის ნონამ 16 შეხვედრაში 15,5 ქულა დააგროვა.

მსოფლიო ჩემპიონატები

ნონა გაფრინდაშვილი 1963 წელს ნიდერლანდებში

1960 წლის მიწურულს რიგაში საბჭოთა კავშირის ქალთა XX ჩემპიონატი გაიმართა, რომელსაც უნდა გამოევლინა მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის ოთხი საბჭოთა მონაწილე. ნონა გაფრინდაშვილმა ტურნირში მეოთხე ადგილი დაიკავა და პრეტენდენტთა ასპარეზობის საგზური მოიპოვა.

იმ დროს მსოფლიო ჩემპიონი, გენიალური მოჭადრაკე, მიხაილ ტალი წერდა: „მსოფლიო ჩემპიონობისათვის პირველად იბრძოლებს მკაფიო საჭადრაკო ბიოგრაფიის მქონე, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი ნონა გაფრინდაშვილი. საინტერესო კომბინაციებთან ერთად, მან გვიჩვენა ოსტატობის ზრდა პოზიციურ თამაშში... პრეტენდენტთა ტურნირში იგი, რა თქმა უნდა, პირველი ადგილისათვის იბრძოლებს“.

მიხაილ ტალის წინასწარმეტყველება გამართლდა, ნონა გაფრინდაშვილმა 1961 წელს დიდი უპირატესობით იპირველა პრეტენდენტთა ტურნირში, 16 შეხვედრიდან 12,5 ქულა მოაგროვა და ორი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ვ. ბორისენკოს.

1962 წელს გამანადგურებელი ანგარიშით — 9:2 დაამარცხა ელიზავეტა ბიკოვა და 21 წლისამ პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. იგი მეხუთე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ქალთა შორის. ამ დროს ნონას მიხეილ შიშოვი წვრთნიდა.

ამის შემდეგ ნონამ ტიტული ოთხჯერ დაიცვა: 1965 (8,5:4,5), 1969 (8,5:4,5) და 1972 (8,5:7,5) წლებში სამჯერ მოუგო ალა კუშნირს1975-ში კი — ნანა ალექსანდრიას (8,5:3,5). ტიტული დათმო 1978 წელს მაია ჩიბურდანიძესთან მატჩში (6,5:8,5).

მსოფლიო ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგები

ოლიმპიადები

გაფრინდაშვილი 1963-1974, 1977-1986 და 1990-1992 წლებში მონაწილეობდა საჭადრაკო ოლიმპიადებში და საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ოლიმპიური ჩემპიონობის რაოდენობით. ის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს (1963, 66, 69, 72, 74, 78, 80, 82, 84, 86 — სსრკ ნაკრებში; 1992 — საქართველოს ნაკრებში) და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე ჩაატარა 128 პარტია (+94=26-8).

წარმატებები სხვა ტურნირებზე

გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის (19641974198119831985) ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი (1969, 1972), ასევე 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული. 1995 მსოფლიოს ჩემპიონი ქალ ვეტერან მოჭდრაკეთა შორის.

გარდა ამისა წარმატებით ასპარეზობდა საერთაშორისო ტურნირებში:

წარმატებით გამოდიოდა ვაჟთა ტურნირებშიც:

იხ. ვიდეო











Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...