среда, 28 апреля 2021 г.

სიასამური

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 სიასამური


 (Martes zibellina) — ძვირფასბეწვიანი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 43-53 სმ, მასა 0,9 - 1,9 კგ. წარსულში გავრცელებული იყო კარელიიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე. მტაცებლური ნადირობის შედეგად მრავალგან მოისპო. ამჟამად შემორჩენილია ჩრდილოეთ ურალისციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ზოგიერთ ადგილას. მოიპოვება აგრეთვე კორეისჩინეთისა და მონღოლეთის ჩრდილოეთ რაიონებში. ბინადრობს ტაიგაში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხეზე იშვიათად ადის. იკვებება პატარ-პატარა ფრინველებით, მათი კვერცხებით და მართვეებით, წვრილ-წვრილი მღრღნელებით, მეტწილად ციყვებით. ჭამს აგრეთვე კედრის თესლს, კენკრას. მძუნაობს ივლისში, მაკეობა საშუალოდ 273 დღე გრძელდება, შობს 3-4 უსუსურ, თვალებაუხილავ ნაშიერს (თვალებს ახელენ 36 დღის შემდეგ). 2 წლისა სქესობრივად მწიფდება. ცნობილია სიასამურის 14 სახეობა, რომელთაგან ყველაზე ძვირფასბეწვიანია ბარგუზინული სიასამური. უკანასკნელ ათწლეულებში გულმოდგინე დაცვის შედეგად სიასამურის რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ზოგიერთ ქვეყანაში სიასამურს სარეწაო მიზნით ზოოფერმებში ამრავლებენ.
იხ. ვიდეო



ციმბირის ტაიგის ტიპიური მკვიდრი. თავისი ზომით არაჩვეულებრივი და ძალიან ძლიერი მტაცებელია. ხელმძღვანელობს ხმელეთის ცხოვრების წესს. როგორც წესი, ის ცხოვრობს მთის მდინარეების ზემო წელში, ხშირ ტყეებში, ქვის ჩამონტაჟებლებს შორის, ზოგჯერ იზრდება ხეების გვირგვინებში. მოძრაობს გადახტომით. ნახტომის სიგრძე - 30–70 სმ კარგად იწევს ხეებზე. აქვს შესანიშნავი სმენა და ყნოსვა, მხედველობა უფრო სუსტია. ადვილად სიარული ფხვიერ თოვლზე. ის ყველაზე აქტიურია დილით და საღამოს.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...