четверг, 8 апреля 2021 г.

ეკუმენიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           ეკუმენიზმი


 (ბერძ. οἰκουμένη, მსოფლიო) — ტერმინი აღნიშნავს მოძრაობას, რომლის მიზანიცაა რელიგიური კონფენსიების გაერთიანება. ქრისტიანულ ეკუმენიზმს საფუძველი ჩაეყარა 1910 წელს ედინბურგში გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე. ეკუმენიზმი, სულ ცოტა, სამ მიმართულებას ითვალისწინებს: 1. ქრისტიანული კონფენსიების გაერთიანებას; 2. არაქრისტიანული რელიგიების ინტეგრაციულ პროცესებსა და 3. ქრისტიანული ეკონუმენური ორგანიზაციების არაქრისტიანულ ორგანიზაციებთან შეთანხმებულ მოქმედებებს. უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ბუდისტების მსოფლიო საძმომსოფლიო ისლამური კონგრესი, ალ–ახზარესთან (ქაიროში) არსებული ისლამური კვლევების ცენტრი და სხვა.

ქრისტიანული ეკუმენური მოძრაობა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების (კონფესიების) დაახლოებასა და გაერთიანებას. ტერმინი "ეკუმენიზმი" ხმარებაში შემოვიდა 1937 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის თეოლოგიური სემინარიის თეოლოგების მიერ. ქრისტიანობაში ეკუმენისტური პროცესების კოორდინატორია მსოფლიო საეკლესიო საბჭო, რომელიც 1948 წელს შეიქმნა. მასში გაერთიანებულია პროტესტანტული, მართლმადიდებლური და სხვ. კონფესიების უმრავლესობა. მოძრაობაში წამყვანი როლი პროტესტანტულ ორგანიზაციებს უკავიათ.

იხ. ვიდეო მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენიზმს მიუღებელად და, ზოგჯერ, მწვალებლობადაც კი მიიჩნევს, დიალოგი ქრისტიანულ კონფესიებს შორის გრძელდება და ქრისტიანებს შორის, განსაკუთრებით დასავლეთში, პოპულარულია განსხვავებული კონფესიების გაერთიანების იდეა. როგორ იცვლებოდა დამოკიდებულება ეკუმენიზმის მიმართ? როდის გაჩნდა კონფესიების შერიგებისა და მათ შორის დიალოგის იდეა? ნიშნავს თუ არა ეს დიალოგი ქრისტიანული კონფესიების საბოლოო გაერთიანებას? „წითელი ზონის" მორიგ გამოშვებაში გიორგი გვახარია ამ საკითხებზე ესაუბრება საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს, რუსუდან გოცირიძეს.





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...