вторник, 13 апреля 2021 г.

ციკლონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ციკლონი

ციკლლონი ბარენცის ზღვაში (1987წ-ის 27 თებერვალი)

(< ძვ. ბერძნ. κυκλῶν — მბრუნავი) — დაბალი ატმოსფერული წნევის არე, რომლის ცენტრში წნევა მინიმალურია, პერიფერიისაკენ — მაღალი. დამახასიათებელია ატმოსფერული აღრევა — ჰაერის გრიგალური ბრუნვა. კარგად განვითარებული ციკლონის ცენტრში ზღვის დონეზე წნევა ეცემა 950-960 მბარ-მდე, ზოგჯერ 920-930 მბარ-მდე (მაშინ, როდესაც ზღვის დონეზე საშუალო წნევა დაახლოებით 1012 მბარ-ია). ატმოსფერული წნევის განაწილების რუკაზე ციკლონი გამოსახება ოვალური ფორმის დახშული იზობარებით, რომლებითაც შემოსაზღვრულია დაბალი წნევის არე (ბარიული დეპრესია).

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ციკლონში ქარი ქრის საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და ცენტრისაკენ, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში — საათის ისრის მიმართულებით. ქარი ციკლონის ცენტრში უფრო ძლიერია, ვიდრე პერიფერიაზე; ზოგჯერ ქარის სიჩქარე 20 მ/წმ და 30 მ/წმ-ზე მეტსაც აღწევს.

იხ. ვიდეო





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...