суббота, 12 февраля 2022 г.

მჟაუნმჟავა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                   მჟაუნმჟავა

 ორგანული ნაეთი. ქიმიური ფორმულაა C2H2O4. სახელი მომდინარეობს მცენარე მჟაველასაგან, რომელიც მას შეიცავს. არის უფერო, კრისტალური, მყარი ნივთიერება, რომელიც წყალში გახსნისას წარმოქმნის ასევე უფერო ხსნარს. მჟაუნმჟავას მარილებს ეწოდებათ ოქსალატები. მისი ნახევრად გაშლილი ფორმულა არის , სადაც ორი ნახშირბადის ატომები უკავშირდება ერთმანეთს, შეიცავს ორ კარბოქსილის ფუნქციურ ჯგუფს, ამიტომაც მჟაუნმჟავა არის უმარტივესი დიკარბოქსილ მჟავა.

მჟაუნმჟავა არის უფრო ძლიერი მჟავა ვიდრე ძმარმჟავა. არის აღმდგენი აგენტი. შედის ბევრი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში. კონცენტრირებული მჟაუნმჟავა საშიშია კანზე მოხვედრის დროს და იწვევს დამწვრობას

იხ. ვიდეო 2.5% მჟაუნმჟავა.

პირველად მჟაუნმჟავას მარილი 1745 წელს მიიღო ბოტანიკოსმა და ფიზიკოსმა ჰერმან ბურჰავესმა. მან მარილის გამოყოფა მოახერხა მცენარე მჟაველასაგან.

1776 წელს შვედმა ქიმიკოსებმა, კარლ ვილჰელმ შეელემ და ტორბერნ ბერგმანმა მიიღეს მჟაუნმჟავა საქაროზას მოქმედებით კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან.

1824 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ ვიოლერმა მჟაუნმჟავა მიიღო ციანოგენის მოქმედებით ამიაკის წყალხსნართან[. ეს ექსპერიმენტი შესაძლოა იყოს პირველი ექსპერიმენტი, როდესაც მიიღეს ნატურალური პროდუქტი.

მიღება

მჟაუნმჟავას წარმოებაში იღებენ კარბოჰიდრატების დაჟანგვით. მიღების თანამედროვე მეთოდი არის სპირტების კარბონილაცია, რის შედეგადაც მიიღება მჟაუნმჟავას დიესტერი:

4 ROH + 4 CO + O2 → 2 (CO2R)2 + 2 H2O

ამ მეთოდით ყოველწლიურად დაახლოებით 120 000 ტონა მჟაუნმჟავა იწარმოება.

მიღება ლაბორატორიაში

ლაბორატორიაში მას იღებენ საქაროზას დაჟანგვით კონცენტრირებული აზოტმჟავათი. კატალიზატორად იყენებენ მცირე რაოდენობით ვანადიუმის პენტოქსიდს. ასევე ღებულობენ აზეოტროპული დისტილაციით.

რეაქციები

pKa — მჟავის დისოციაციის კონსტანტა.

C2O4H2 ⇌ C2O4H + H+ pKa = 1.27

C2O4H ⇌ C2O42− + H+ pKa = 4.27

მას ახასიათებს ისეთი რეაქციები, რომლებიც ახასიათებთ ჩვეულებრივ კარბონმჟავებს. მჟაუნმჟავა წარმოქმნის ესტერებს, როგორიცაა, მაგალითად, დიმეთილის ოქსალატი. მჟაუნმჟავა და ოქსალატები იჟანგებიან პერმანგანატით ავროკატალიზატორული რეაქციისას

პირველად მჟაუნმჟავას მარილი 1745 წელს მიიღო ბოტანიკოსმა და ფიზიკოსმა ჰერმან ბურჰავესმა. მან მარილის გამოყოფა მოახერხა მცენარე მჟაველასაგან.

1776 წელს შვედმა ქიმიკოსებმა, კარლ ვილჰელმ შეელემ და ტორბერნ ბერგმანმა მიიღეს მჟაუნმჟავა საქაროზას მოქმედებით კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან.

1824 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ ვიოლერმა მჟაუნმჟავა მიიღო ციანოგენის მოქმედებით ამიაკის წყალხსნართან. ეს ექსპერიმენტი შესაძლოა იყოს პირველი ექსპერიმენტი, როდესაც მიიღეს ნატურალური პროდუქტი.

იხ. ვიდეო



მიღება

მჟაუნმჟავას წარმოებაში იღებენ კარბოჰიდრატების დაჟანგვით. მიღების თანამედროვე მეთოდი არის სპირტების კარბონილაცია, რის შედეგადაც მიიღება მჟაუნმჟავას დიესტერი:

4 ROH + 4 CO + O2 → 2 (CO2R)2 + 2 H2O

ამ მეთოდით ყოველწლიურად დაახლოებით 120 000 ტონა მჟაუნმჟავა იწარმოება.

მიღება ლაბორატორიაში

ლაბორატორიაში მას იღებენ საქაროზას დაჟანგვით კონცენტრირებული აზოტმჟავათი. კატალიზატორად იყენებენ მცირე რაოდენობით ვანადიუმის პენტოქსიდს. ასევე ღებულობენ აზეოტროპული დისტილაციით.

რეაქციები

pKa — მჟავის დისოციაციის კონსტანტა.

C2O4H2 ⇌ C2O4H + H+ pKa = 1.27

C2O4H ⇌ C2O42− + H+ pKa = 4.27

მას ახასიათებს ისეთი რეაქციები, რომლებიც ახასიათებთ ჩვეულებრივ კარბონმჟავებს. მჟაუნმჟავა წარმოქმნის ესტერებს, როგორიცაა, მაგალითად, დიმეთილის ოქსალატი. მჟაუნმჟავა და ოქსალატები იჟანგებიან პერმანგანატით ავროკატალიზატორული რეაქციისას

იხ. ვიდეო Щавелевая Кислота ! Творит ли она чудеса? Чистим Находки!!!






Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...