понедельник, 28 февраля 2022 г.

2С7

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                     2С7 

2S7 PION — 1977 წლიდან 1983 წლამდე საბჭოთა კავშირში სერიულად წარმოებული ტანკი. ნატოს კლასიფიკაციით მისი სახელია M-1975 თუმცა მსგავსი სახელი ასევე ჰქვია თვითმავალ ნაღმტყორცნს 2S4 Tyulpan-ს თუმცა საბჭოთა კავშირში მათი საიდენთიფიკაციო სახელები განსხვავდებოდა ბოლო ციფრით. საბრძოლო წონა - 46ტ, ეკიპაჟი - 7 ადამიანი, ექსპლუტაციის წელი დღემდე, გამოშვების რაოდენობა - 300, ძირიტადი ოპერატორები - რიუსეთი, ბელორუსია უკრაინა, კორპუსის სიგანე 3,38, ჯავშნის ტიპი - 10მმ მსუბუქი, შეიარაღება - რყვიამფქვევი - 1 х 12,7-მმ НСВТ, სხვა შეიარაღება - 20 მმ 2А44 მაქს.სიშორე სტანდარტული ჭურვით 37,500. მსგავსი ქვემეხის შექმნა დაიწყო 1960-იან წლებში თუმცა საბოლოო შედეგი 1967 წელს მიიღეს,ქვემეხი გამოდგა ერთ ერთი უნიკალური რადგან ამ ქვემეხს შეეძლო როგორც ჩვეულებრივი ჭურვის გასროლა ასევე ატომური ჭურვის გასროლაც რომელიც დიდ უპირატესობას აძლევდა ცივი ომის დროს ნატოს წინააღმდეგ. მისი შასის დამუშავება კი დაიყო 1967 წელს T-64 - ის ბაზაზე შედეგი მალევე მიიღეს თუმცა გასროლისას ძლიერი მუხტის გამო მანქანა წონასწორობას კარგავდა და მიზანს დიდი მანძილით აცილებდა,ამის გამო აუცილებელი გახდა შეემუშავათ ისეთი რამ რაც მანქანას გასროლისას გაამაგრებდა სულ მალე კი გამოჩნდა ვარიანტი რომ დაეყენებინათ ისეთივე მოწყობილობა რაც აქვთ ბულდოზერებს წინ ოღონდ ამ შემთხვევაში ის უკან უნდა ყოფილიყო უკან და გასროლამდე ის კარგად უნდა ჩასმულიყო მიწაში,ამან მალევე გამოიღო ეფექტი თუმცა მალე ამ საცდელ მანქანას იგივე პრობლემები შეექმნა რაც T-64 - ს რის გამოც ქვემეხი ახალ შასზე T-80 - ზე გადაიტანეს და სიგრძეში დააგრძელეს და სწორედ ეს ვერსია მიიღეს შეიარაღებაში.

იხ. ვიდეო - ВСУ применили мощное оружие 2С7 "Пион"!


                           საბრძოლო ისტორია

2S7 PION - ი საბჭოთა დროს უმეღლესი მთავარსარდლის პირად დაქვემდებარებაში მყოფი განსაკუთრებული დანიშნულების საარტილერიო დანაყოფების შეიარაღებაში იყო ამიტომაც ამ მანქანას განსაკუთრებით უფრთხილდებონენ, ამიტომ მას ძალიან ცოტა აქვს საბრძოლო გამოცდილება. პირველად ის ავღანეთის ომში გამოიყენეს ძალიან მცირე რაოდენობით თუმცა სსრკ - ს დაშლის შემდეგ ის ჩეჩნეთის ომში შედარებით აქტიურად გამოიყენეს.

                რუსეთ-საქართველოს ომი (2008)

მანქანის ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოყენება რუსეთ-საქართველოს ომში გამოიყენეს,მანქანას მხოლოდ ქართული მხარე იყენებდა და ბევრად უფრო ეფექტურად ვიდრე სხვა საარტილერიო დანადგარი. ლეიტენანტი გიორგი დალაქიშვილი თვითმავალი საარტილერიო დანადგარების - პიონების ბატარეის 1-ელი ოცეულის მეთაური ამბობს :

გორთან სატელევიზიო ანძასთან საუკეთესო პოზიცია გვეკავა,ეს მაშინ ვირწმუნეთ,როდესაც რუსული მოიერიშეები ერთმანეთის მიყოლებით გვბომბავდნენ,მაგრამ ერთი ბომბიც ვერ მოგვარტყეს!სამაგიეროდ მტერს 600მდე 203-მმიანი ჭურვი მაინც ვესროლეთ.

პიონი გასროლისას (ნახატი)

გორის სატელევიზიო ანძასთან ქართულმა მხარემ პიონების დახმარებით რუსულ ავიაციას მახეც კი დაუგო.გორის სატელევიზიო ანძა იყო საუკეთესო ადგილი საარტილერიო დანადგარების განთავსებისთვის რადგან ამ ადგილს ორივე მხრიდან მთები ესაზღვრებოდა ხოლო უკან კი მაღალი ძაბვის ელექტრო ანძები,როცა რამდენიმე დაბომბვა მოხდა ამ ადგილის და თუმცა ყველა წარუმატებელი გამოდგა,მალევე ქართველ გენერლებს იდეა მოუვიდატ რომ ამ ადგილებში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება განეთავსებინათ,ამან კი მალევე შედეგი გამოიღო და 5 SU-25 და SU-24 ჩამოაგდო ბოლოს კი პიონების გასანდგურებლად მი-24 - ი გამოფრინდა რომელიც დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა რაგდან დაბალ სიმაღლეზე სარაკეტო დანადგარს ჩამოგდება არ შეუძლია თუმცა მალევე ვერტმფრენიც ჩამოაგდეს საზენიტო დანადგარით. სულ ომში საქართველომ 5 პიონი დაკარგა (ბრძოლაში არც ერთი).

  • 2С7М Малка - 1985 წელს პიონს მოდერნიზაცია ჩაუტარეს და გაიზარდა ქვემეხის სროლის სისწრაფე 1,5-დან 2,5 გასროლამდე წუთში,ასევე აგაუმჯობესდა ჭურვების საწყობი და 4 ჭურვის მაგივრად 8 მიჰქონდა,ასევე დაყენდა ელექტრონული აპარატურა რომელიც ავტომატურ რეჟიმში იღებდა მონაცემებს ზუსტი გასროლისთვის,მოდერნიზებული ვერსია 5 წუთში 8 ჭურვს ისროდა,10 წუთში 15ს,20 წუთში 24ს,30 წუთში 30 ჭურვს ხოლო ერთსაათში კი უკვე 40 ჭურვს.
  • СГК-80 - მაღალი მობილურობის 65 ტონის ამწე.
  • БТМ-4М "Тундра" - სწრაფი მოქმედების საინჟინრო მანქანა რომელიც თხრიდა სანგრებს.

                                             ოპერატორები

ყოფილი ოპერატორები






Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...