воскресенье, 20 февраля 2022 г.

მესამე სამნიტური ომი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      მესამე სამნიტური ომი

იტალიის ერები
იყო სამნიტური ომების სერიის უკანასკნელი ომი. ამ ომის შედეგად რომმა საბოლოოდ დაიმორჩილა ცენტრალური და სამხრეთ იტალიის ერები ბერძნების გარდა. ამავდროულად რომი ომობდა ეტრუსკებთან და ჩრდილოეთ იტალიის ერებთან, რომლებიც ასევე დაიმორჩილა და საბოლოოდ დაიმკვირდა აპენინის ნახევარკუნძულზე ჰეგემონობა.

ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში რომაელები ეტრუსკებთან ომით იყვნენ დაკავებულნი. ამით ისარგებლეს რომის ძველმა მტრებმა სამნიტებმა, რომლებიც უკვე ორჯერ იყვნენ დამარცხებულნი და ახალი ომისთვის მზადება დაიწყეს. ძვ. წ. 298 წელს, რომის დაარსებიდან 456 წელს სამნიტებმა სცადეს ლუკანელებთან სამხედრო კავშირის შექმნა. უარის მიღების შემდეგ კი ლუკანელების მიწებზე შეიჭრნენ. ლუკანელებმა ელჩები გაგზავნეს რომში დახმარების სათხოვნელად.

სენატმა მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდნენ ლუკანელებს და სამნიტებისგან ზარალის ანაზღაურება მოეთხოვათ.სამნიტებმა არა მარტო უარი თქვეს შეთანხმებაზე, არამედ დაიმუქრნენ რომ თუ ელჩები სამნიუმში ჩავლენ, ცოცხლებს მათ უკან აღარ გამოუშვებდნენ. როდესაც ამის შესახებ რომში შეიტყვეს, გადაწყვიტეს სამნიტებისთვის ომის გამოცხადება.

სამნიუმში ომი კონსულ გნეუს ფულვიუსს ერგო. მან ბოვიანუმთან ბრწყინვალედ დაამარცხა სამნიტები, აიღო ბოვიანუმი და აუფიდენა. ამის შემდეგ იგი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.

შემდეგ ძვ. წ. 297 წელს ეტრუსკებს არ ჰქონდათ ომის თავი, ამიტომ რომაელთა ყურადრება მთლიანად სამნიუმზე გადავიდა. სამნიტების დასაბნევად ახალმა კონსულებმა კვინტუს ფაბიუსმა და პუბლიუს დეციუს მუსმა ჯარები სხვადასხვა გზებით წაიყვანეს.

მძიმე ბრძოლა დაიწყო, რომაელებმა სცადეს სამნიტების მოტყუება და მხედრების სამნიტების ზურგში გაშვება, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა. ამის შემდეგ ფაბიუსი სხვა ეშმაკობაზე წავიდა, მან ხმამაღლა განაცხადა რომ დეციუსი თავისი ლეგიონებით მათ უახლოვდებათ, ამ ცნობამ შეაგულიანა რომაელები და დააფრთხო სამნიტები. სწორედ ამან მოუტანა რომაელებს ბრძოლაში გამარჯვება.

ფაბიუსმა სამნიუმში ომი წარმატებით განაგრძო, მან 86ჯერ აიღო მტრის ბანაკი და დაიკავა ქალაქი ციმეტრიუმი. ამ მოვლენების შემდეგ ფაბიუსი რომში დაბრუნდა არჩევნების ჩასატარებლად.

პუბლიუსმა მოიპოვა გამარჯვება მალევენტთან აპულიელების წიააღმდეგ. შემდეგ იგი სამნიუმში ჩავიდა და ფაბიუსთან ერთად დათარეშობდა 5 თვის მანძილზე.

ყველა ცენტურიამ იგი აირჩია კონსულად, მასთან ერთად აირჩიეს აპიუს კლავდიუსი ასევე პატრიციუსი, თუმცა კანონის თანახმად ერთ-ერთი კონსული პლებეი უნდა ყოფილიყო. მან უარი განაცხადა თანამდებობაზე და ნახევარი წლით დაინიშნა პროკონსულად დეციუსთან ერთად სამნიუმთან ომისთვის.

პროკონსულმა ფაბიუსმა სამნიუმში საქმე იქამდე მიიყვანა რომ სამნიტთა ჯარები ეტრურიაში გაიქცნენ, რათა ეტრუსკები თავისკენ გადმოებირებინათ. ამასობეში კვინტუს ფაბიუსმა რამდენიმე მდიდარი სამნიტური ქალაქი აიღო.

სანამ სამნიტური ჯარები ეტრურიაში იყვნენ, დეციუსმა აიღო რამდენიმე სამნიტური ქალაქი და გაძარცვა.

                                ომი ეტრუსკების დამარცხების შემდეგ

ეტრუსკების დამარცხების შემდეგ კონსულებად ლუციუს პოსტუმიუს მეგელუსი და მარკუს ატილიუს რეგულუსი იყვნენ არჩეულნი. სამნიტებმა სამი ჯარი შეკრიბეს, ერთი ეტრურიაში გასაგზავნად, მეორე კამპანიაში სათარეშოთ და მესამე საზღვრების დასაცავად.

ლეგიონები სამნიუმში მარკუს ატილიუსმა წაიყვანა. მტრები ერთმანეთის სიახლოვეში დაბანაკდნენ. სამნიტებმა განიძრახეს რომაული ბანაკის აღება. სამნიტებმა ამისთვის ნისლიანი ამინდით ისარგებლეს და შეიჭრნენ ბანაკში. რომაელებმა შეძლეს სამნიტების ბანაკიდან გაგდება. სამნიტებმა 300 ჯარისკაცი დაკარგეს, რომელებმა კი დაახლოებით 700.

ამასობაში სამნიუმისკენ დაიძრა მეორე კონსულიც. გზად მან მილონიუმი აიღო. ფეტრირუმში კი რომაელების მოსვლას არ დაელოდნენ. მოსახლეობამ დატოვა ქალაქი.

მარკუს ატილიუსისთვის ომი ასეთი მარტივი არ იყო. მისი ჯარები კიდევ ერთხელ შეებრძოლა სამნიტებს ლუცერიუმთან. დღის ბოლოს რომაელებმა ვერ მოიპოვეს დამაჯერებელი გამარჯვება, თან მათ ძალიან ბევრი მეომარი დაკარგეს. სამნიტების მორალური მდგომარეობაც არ იყო უკეთესი და დილით მათ ბრძოლის გარეშე წასვლა უნდოდათ. დასახევად სამნიტებს რომაული ბანაკის გასწვრივ უნდა გაეარათ. რომაელებს კი ეგონათ რომ სამნიტები მათი ბანაკის აღებას აპირებდნენ. კონსულმა ბრძანა ბრძოლისთვის მომზადება, თან იგი ამხნევებდა მეომრებს.

ბრძოლა საკმაოდ უღიმღამოთ დაიწყო, შემდეგ სამნიტებმა საგრძნობლად შეუტიეს. ბოლოს კი რომაელებმა შეძლეს სამნიტების უკან დახევა, ალყის შემორტყმა და დამარცხება. 7 800 სამნიტუი ტყვედ ჩაბარდა 4 000 კი დაიღუპა. რომაელებმაც დაახლოებით 7 800 ადამიანი დაკარგეს. ამის შემდეგ კონსულის ჯარები შეხვდა სამნიტ მეომრებს, რომლებიც რომაულ დასახლებებში თარეშობდნენ. კონსულმა კიდევ ერთხელ დაამარცხა სამნიტები და გაათავისუფლა რომაელი ტყვეები. ტყვეთ ჩავარდნილი სამნიტები კი კონსულმა უღელქვეშ გაატარა.

                სამნიტების ნაფიც ჯართან ბრძოლა

ძვ. წ. 293 წელს კონსულად ლუციუს პაპირიუს კურსორის ვაჟი იქნა არჩეული კონსულად. ამ წელს სამნიტები ომისთვის საგანგებოთ მოემზადნენ. მათი იარაღი მორთული იყო, ჯარისკაცებს კი ქურუმებმა რიტუალები ჩაატარებინეს ღმერთების დახმარების მისაღებად. ხოლო თუ ვინმე უარს ამბობდა, იგი იუპიტერს ეწრებოდა მსხვერპლად.

        ომის დასრულება ძვ. წ. 292 - ძვ. წ. 290 წლები

ძვ. წ. 292 წელს რომაელთა მხედართმთავარი გახდა კონსული ფაბიუს გურგესი, რომელმაც წარუმატებლად წარმართა ომი. სენატი აპირებდა მის შეცვლას, მაგრამ მისი მამა ჩაერია კვინტუს ფაბიუსი და მოითხოვა მისი შვილთან გაგზავნა ლეგატად. მამის დახმარებით კონსულმა დაამარცხა მტერი და რომში ტრიუმფით დაბრუნდა. სამნიტების მხედართმთავარი გაიუს პონტიუსი გამოატარეს ტრიუმფალურ მსვლელობაზე და თავი მოკვეთეს.

290 წელს კონსულმა მანიუს კურიუს დენტატუსმა საბოლოოდ დაამარცხა სამნიტები, რის შემდეგაც ამ უკანასკნელებმა ომის დასრულება მოითხოვეს. ეს იყო სამნიტებზე უკანასკნელი გამარჯვრჯვება, რის შემდეგაც რომაელთა ჰეგემონოიას იტალიაში მხოლოდ გალები და ბერძნული ქალაქები არ ემორჩილებოდნენ

                                                               

            პუბლიუს დეციუს მუსი (უმცროსი)

                                         
რომის რესპუბლიკის კონსული 312, 308, 297 და 295 ჩვ. წ.აღ.

 რომის ოთხგზის კონსული და მესამე სამნიტური ომის გმირი. ძვ. წ. 340 წლის კონსულის პუბლიუს დეციუს მუსის შვილი ან შვილიშვილი

                                პირველი კონსულობა

პუბლიუს დეციუს მუსი პირველად კონსულად ძვ. წ. 312 წელს აირჩიეს. ამ დროს სამნიტებთან ომი თითქმის დასრულებული იყო. პუბლის დეციუსმა მძიმე ავადმყოფობის გამო საბრძოკლო მოქმედებებში მონაწეილეობა ვერ მიიღო და სენატის მებით დიქტატორი იქნა არჩეული.

ძვ. წ. 308 დეციუსი სამნიუმში იბრძოდა დიქტატორ ლუციუს პაპირიუს კურსორთან ერთად. სამნიტების ჯარი ორად იყო დაყოფილი, ერთი ბრძოლის ველზე მოოქროვილი ფარებით, მუზარადებით და ქარქაშებით გამოვიდნე, ხოლო მეორე ჯარს ეს ყველაფერი ვერცხლის ჰქონდა. რომაელებს დიქტატორი ლუციუს პაპირიუს კურსორი მხედართმთავრობდა. რომაელებმა მით უფრო დიდი მონდომებით დაამარცხეს სამნიტები, რომ მათი იარაღი უკვე კარგი ნადავლი იყო. იმავე დღეს რომაელებმა სამნიტთა ბანაკიც აიღეს და გაძარცვეს. დიქტატორი რომში ტრიუმფით დაბრუნდა, ხოლო პუბლის დეციუსი კონსულად აურჩიეს

                                      მეორე კონსულობა

მეორედ პუბლიუს დეციუსი კონსული კვინტუს ფაბიუსთან ერთად გახდა ძვ. წ. 308 წელს. ამ წელს ჩამოყალიბდა მათი ტანდემი, ეს ორი მხედართმთავარი კიდევ ორჯერ გახდნენ ერთად კონსულები და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს თანამშრომლობით.

ამ დროს კი ეტრურიაში რომაელებს უმბრებმა უღალატეს. მათმა მეთაურებმა დეციუსის ლეგიონებთან ბრძოლას რომისკენ წასვლა ამჯობინეს. როდესაც ამის შესახებ შეიტყო დეციუსმა, იგი სწრაფი მარშით გაემართა დედაქალაქისკენ. რომაელებმა კი უმბრების წინააღმდეგ ფაბიუსის მოხმობაც გადაწყვიტეს.

ფაბიუსი სწრაფი მარშით უმბრიის ქალაქ მევანიუმისკენ გაემართა. მეორე კონსულის უეცარმა გამოჩენამ ისე დააფრთხო უმბრები, რომ მათ ომზე უარის თქმა გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, მათ შორის ერთი ბრძოლა მაინც გაიმართა, რომელშიც რომაელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

                                      მესამე კონსულობა

მესამედ პუბლიუს დეციუსი ისევ კვინტუს ფაბიუსთან ერთად იყო არჩეული კონსულად ძვ. წ. 297 წელს. ამ დროს რომაელები ორ ფრონტზე იბრძოდნენ, ეტრუსკების და სამნიტების წინააღმდეგ. ეტრუსკები ამ დროისთვის რამდენიმეჯერ სერიოზულად დამარცხდნენ და საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება არ შეეძლოთ, ამიტომ ორივე კონსული სამნიუმისკენ გაემართა.

სამნიტების დასაბნევად ფაბიუსმა და დეციუსმა ჯარები სხვადასხვა გზებით წაიყვანეს. პუბლიუსმა მოიპოვა გამარჯვება მალევენტთან აპულიელების წიააღმდეგ. შემდეგ იგი სამნიუმში ჩავიდა და ფაბიუსთან ერთად დათარეშობდა 5 თვის მანძილზე.

შემდეგ წელს ფაბიუსი და დეციუსი პროკონსულებად დანიშნეს სამნიუმში ომისთვის. პროკონსულებმა იმას მიაღწიეს რომ სამნიტური ჯარები განდევნეს სამნიუმიდან ეტრურიაში.

                     მეოთხე კონსულობა და სიკვდილი

ძვ. წ. 295 წელს არავის არ გაკვირვებია არჩევნებზე ისევ ფაბიუსის გამარჯვება. მასთან ერთად ლუციუს ვოლუმნიუსმა გაიმარჯვა, მაგრამ ფაბიუსმა კოლეგად ისევ პუბლიუს დეციუსი მოითხოვა.

მიუხედავად იმისა რომ ორი კონსული უკვე მესამეჯერ იყვნენ კოლეგები და ერთად იყვნენ ცენზორები, მათ შორის პირველად მოხდა განხეთქილება. პატრიციებმა მოითხოვეს რომ ეტრუსკებთან ომი წილის ყრის გარეშე ფაბიუსს რგებოდა, ხოლო პლებეები მოითხოვდნენ წილის ყრას. ფაბიუსმა ბოლო ბოლო დაარწმუნა კოლეგა რომ უმჯობესია მან განაგრძოს მის მიერ წარმატებით დაწყებული ეტრუსკული ომი.

როდესაც კი ფაბიუსმა განაცხადა მეომრების შეკრება, ყველა ცდილობდა მის ჯარში ჩაწერილიყო. ფაბიუსმა კი საომრად მარტო 4 000 ქვეითი და 600 მხედარი წაიყვანა. იგი გაემართა აქარნის ციხესიმაგრისკენ, სადაც რომაელთა ბანაკი იყო აპიუს კლავდიუსის ჯარებით. ჯარისკაცები ფაბიუსს დიდი სიხარულით შეეგებნენ. ფაბიუსი დაბანაკდა კლუზიუმთან და გაემართა რომში სამხედრო საკითხებზე მოსათათბირებლად. რომში ჩასვლის მიზნებზე სხვადასხვა ვერსიებიც არსებობს, ზოგი ცნობებით აპიუს კლავდიუსი იქ ფაბიუსის წინააღმდეგ ხრიკებს აწყობდა, და იგი სენატმა გამოიძახა. ასეა თუ ისე ფაბიუსი სამხედრო ბანაკსი დეციუს მუსთან ერთად დაბრუნდა.

ამასობაში კლუზიუმთან რომაელთა სამხედრო ბანაკს გალები დაესხნენ თავს და ყველა გაჟლიტეს. გალები სამნიტებთან, ეტრუსკებთან და უმბრებთან შეიკრნენ და ყველანი რომაელთა წინააღმდეგ დაილაშქრნენ. მტრები ერთმანეთს სენტინუმთან შეხვდნენ. მარჯვენა ფრთაზე სამნიტები იყვნენ, მათ პირისპირ ფაბიუსი იდგა, ხოლო მარცხნივ გალების პირისპირ დეციუსი იდგა.

თავდაპირველად ბრძოლა თანაბარი იყო. მარჯვნივ ფაბიუსი უფრო თავს იცავდა ვიდრე ესხმოდა, რადგან მან კარგად იცოდა სამნიტების საბრძოლო ტაქტიკა, დღის ბოლოსთვის ისინი დაიღლებიან და მათი ძლევა უფრო ადვილი იქნება. გალები კი, რომლებსაც ძალიან უჭირთ სიცხის ატანა, საშიშნი არიან ბრძოლის დასაწყისში, ბოლოსკენ კი ძალიან სუსტდებიან.

დეციუსი კი პირიქით მოიქცა, მან ჯერ ქვეითები გაუშვა თავდასხმაში, შემდეგ კი მხედრები. მათ წინააღმდეგ გალმა მხედრებმა გამოილაშქრეს და უკან დაახევინეს რომაელებს. დეციუი ამაოდ ცდილობდა უკან დახეული რომაელების შეჩერებას, ბოლოს კი როდესაც ვერაფრით ვერ მოახერხა ეს, გადაწყვიტა გაემეორებინა თავისი მამის (ან ბაბიუს?) ბედი, მან მოუწოდა პონტიფიკუსს მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩასატარებლად. პონტიფიკუსმა ქვესკნელის ღმერთებს უბოძა მტრის ლეგიონები და დეციუს მუსი. რიტუალის ჩატარების შემდეგ პუბლის დეციუსმა იქითკენ გააჭენა ცხენი, სადაც გალები უფრო მჭირდოდ იდგნენ და იქვე დაიღუპა.

რომაელებმა შეწყვიტეს უკან დახევა და ისევ თავდასხმაში გადავიდნენ. მტრები კი ამ მსხვერპლშეწირვამ შეაშინა და ბრძოლა რომაელების უპირატესობით გაგრძელდა.

მარჯვენა ფრთაზე კი ფაბიუსს უწინდებურად გაყავდა დრო. ბოლოს კი როდესაც იგრძნო რომ მტრები დაიღალნენ დაიწყო შეტევა, ხოლო მხედრებს უბრძანა სამნიტებისთვის გვერდიდან შეეტიათ. სამნიტებმა პირველებმა დაიხიეს უკან. რომაელებმა სწრაფად აიღეს სამნიტების ბანაკი, გალებს კი ზურგიდან დაარტყეს და ისე დაამარცხეს. დეციუსის ლაშქრიდან 7000 დაიღუპა, ფაბიუსის ლაშქრიდან კი 1500. პაბიუსმა დეციუსი დიდი პატივით დაკრძალა.

ფაბიუსმა დეციუსის ლეგიონები ეტრურიაში დატოვა, თვითონ კი რომში ტრიუმფით დაბრუნდა, სადაც ხალხი ადიდებდა მას როგორც დიდ მხედართმთავარს და მისი კოლეგის დიდებულ სიკვდილს.

იხ. ვიდეო - Publius Decius Mus (consul 340 BC)




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...