понедельник, 28 февраля 2022 г.

კრისტანა ლოკენი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          კრისტანა ლოკენი

კრისტინა 2011წ-ის 21 მაისი
 (დ. 8 ოქტომბერი1979) — ამერიკელი მოდელი და მსახიობი. უკეთ ცნობილია შემდეგ ფილმებში შესრულებული როლებით: „ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი“„ბლადრეინი“ და „კერკეტი კაკალი ჯეინი“კრისტანა დაიბადა 1979 წლის 8 ოქტომბერს მწერლის მერლინ ლოკენისა და ყოფილი მოდელის რენდი პორატის ოჯახში გენტში, ნიუ-იორკის შტატში. მისი ბებია-პაპა ორივე მშობლის მხრიდან ნორვეგიელი ემიგრანტები იყვნენ უისკონსინში. კრისტანა გაიზარდა მის მშობლებთან ერთად ხილის ფერმაზე. მას ჰყავს და, ტანია.

დედის რჩევით კრისტანა გახდა მოდელი და მონაწილეობა მიიღო 1994 წლის კონკურსში Elite Model Look, სადაც მესამე ადგილს დასჯერდა. იმავე წელს ლოკენმა შესრულა დანიელ ანდროპულოს #3-ს როლი სერიალში „როგორც მსოფლიო ბრუნდება“ და, ასევე, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სხვა სატელევიზიო შოუში.

1998 წელს კრისტანა დაამტკიცეს როლზე სერიალში „სასიკვდილო ბრძოლა: დაპყრობა“. 2003 წელს კი ითამაშა მისთვის, ალბათ, ყველაზე ცნობილი, კიბორგ Т-Х-ის როლი ფილმში „ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი“. 2004 წელს შეასრულა ბრუნჰილდას როლი პოპულარულ გერმანულ ფილმში „ნიბელუნგების ბეჭედი“, რომელიც ორი მინი-სერიის სახით გამოვიდა. კრისტანამ 2006 წელს შეასრულა მთავარი ვამპირის, რეინის, როლი ვიდეოთამაშ „ბლადრეინზე“ დაფუძნებულ ამავე სახელწოდების ფილმში. ითამაშა, ასევე, ვიდეოთამაშზე დაფუძნებულ ფილმში „მეფის სახელით“.

კრისტანა ლოკენი გამოჩნდა სერიალის „L სამყარო“ მეოთხე სეზონის მეათე ეპიზოდში, რომლის დებიუტი შედგა 2007 წლის იანვარში. იმავე წელს მან შეასრულა მთავარი როლი სერიალში „კერკეტი კაკალი ჯეინი“, რომელიც გადიოდა 2007 წლის აპრილიდან სექტემბრამდე არხზე Sci-Fi. 2011 წლის დეკემბერში კრისტანამ შეასრულა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტის, რებეკა ლენგის, როლი სერიალ „შავი ნიშანის“ მეხუთე სეზონის ფინალში.

იხ.ვიდეო - ABC Good Morning America - Kristanna Loken Terminator 3 Interview (2003)

Diane Sawyer interviewed Kristanna Loken live on Good Morning America, Wednesday June 25, 2003. The 5 minute segment features clips from the movie "Terminator 3: Rise of the Machines", behind the scenes shots and an engaging interview.

კრისტინამ ინტერვიუში ჟურნალთან Curve განაცხადა: „მე ვხვდებოდი და მქონდა სექსი კაცებთან და ქალებთან. უნდა ვაღიარო, რომ ურთიერთობები რომლებიც მქონდა კონკრეტულ ქალებთან, იყო სექსუალურად და ემოციურად უფრო სავსე, ვიდრე ურთიერთობები კონკრეტულ მამაკაცებთან... მე ვუკავშირდები აურით, ენერგიით. და თუ ადამიანი, რომელსაც მე დავუკავშირდები, აღმოჩნდება მდედრობითი სქესის, უბრალოდ, ასეთი ყოფილა ჩემი გზა.“

2006 წლის ნოემბერში ლოკენის კომენტარები ჟურნალში The Advocate ფართო საზოგადოებაში ინტერპრეტირებული იქნა, რომ მას და „ბლადრეინის“ ერთ-ერთ მსახიობს, მიშელ როდრიგესს, ურთიეთობა ჰქონდათ, და მედიაშიც ასე გაიჟღერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობა ოფიციალურად არ დაადასტურა არცერთმა მსახიობმა. 2008 წლის 17 იანვარს ლოკენმა საკუთარ საიტზე განაცხადა, რომ ის და „კერკეტი კაკალი ჯეინის“ მსახიობი ნოა დერბი დანიშნულები იყვნენ. წყვილმა იქორწინა კრისტანას ოჯახის კუთვნილ ფერმაზე 2008 წლის 10 მაისს. ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა 2009 წლის 16 ნოემბერს, კრისტანამ განაცხადა, რომ ის და დერბი დაშორდნენ და ამჟამად ქალთან ურთიერთობს.

იხ. ვიდეო - Терминаторша 18 лет спустя. Что стало с актрисой Кристаной Локен







Комментариев нет:

ათეროსკლეროზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         ათეროსკლეროზი ძარრვებში ცვლილებები (ათეროსკლეროზის განვითარების...