четверг, 24 февраля 2022 г.

რობერტ შეკლი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           რობერტ შეკლი

(ინგლ. Robert Sheckley; დ. 16 ივლისი1928 — გ. 9 დეკემბერი2005) — ამერიკელი მწერალი. პოპულარობა მოიპოვა სამენცნიერო ფატასტიკის ჟანრის ნაწარმოებების შექმნით. დაწერილი აქვს ასობით მოთხრობა და რამდენიმე რომანი. 2005 წლის 9 დეკემბერს მწერალი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რობერტ შეკლი 1928 წლის 17 ივლისს დაიბადა ნიუ-იორკში. ადრეულ ბავშვობაში დაიწყო წიგნების კითხვა და ბავშვობიდან ოცნებობდა მწერლობაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩააბარა და ჰუმანიტარულ დისციპლინებს დაეუფლა. კორეაში ომშიც იმყოფებოდა, მაგრამ ფრონტზე არ უბრძოლია — გადამწერად მსახურობდა.

1950-იანი წლების დასაწყისიდან პირველი მოთხრობების წერა დაიწყო, რომლებსაც სამეცნიერო-ფანტასტიკურ ჟურნალებს სთავაზობდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობდა მკითხველებს შორის. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, ის წლები ყვეელაზე ბედნიერი იყო მის ცხოვრებაში. მას მიაჩნდა რომ მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა „ანიჭებს შემოქმედს სრულ თავისუფლებას“.

შეკლიმ მალევე გაითქვა სახელი, კოლეგები და კრიტიკოსები მას 1950-1960-იანი წლების საუკეთესო ფანტასტად მიიჩნევენ და მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მისი მოთხრობები იმ დროის ყველაზე ცნობილ ჟურნალებში იბეჭდებოდა. სულ შეკლიმ 15 რომანი და 400-ზე მეტი მოთხრობა დაწერა, რომლებმაც 9 საავტორო კრებული შეადგინა.

ბოლო წლებში მწერალი იბიცაზე ცხოვრობდა მეხუთე ცოლთან ერთად. ნაკლებს წერდა, ხშირად ავადმყოფობდა და მატერიალურ სიდუხჭირესაც განიცდიდა. 2005 წელს უკრაინაში იმყოფებოდა მიწვევით. გაცივდა და ასაკიდან გამომდინარე, მისი მდგომარეობაც მკვეთრად გაუარესდა, ავადმყოფობას თავი ვეღარ დააღწია და ტვინის ანევრიზმის გართულების შედეგად, 2005 წლის 9 დეკემბერს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხ.ვიდეო - Роберт Шекли. Дипломатическая неприкосновенность - На планету Земля прибывает полномочный посол космической империи, которая охватывает половину Галактики, с предложением вступить в их сообщество. Но у людей складывается впечатление, что это не предложение, а требование. И тогда принимается решение об уничтожении посла. Легко сказать, непросто сделать… - კოსმოსური იმპერიის სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც მოიცავს გალაქტიკის ნახევარს, ჩამოდის პლანეტა დედამიწაზე, რათა შეუერთდეს მათ საზოგადოებას. მაგრამ ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის წინადადება, არამედ მოთხოვნა. შემდეგ კი მიიღება გადაწყვეტილება ელჩის განადგურების შესახებ. ადვილი სათქმელი, ძნელი გასაკეთებელი...







Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...