четверг, 8 сентября 2022 г.

შტეფან ცვაიგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              შტეფან ცვაიგი

დაბადების თარიღი 28 ნოემბერი, 1881
დაბადების ადგილი ვენა
გარდაცვალების თარიღი 22 თებერვალი, 1942 (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი პეტროპოლისი
დასაფლავებულია ბრაზილია
საქმიანობა მწერალი , მთარგმნელი , ჟურნალისტი, დრამატურგი, პოეტი , ლიტერატურული კრიტიკოსი, ისტორიკოსი, ბიოგრაფი, რომანისტი, პროზაიკოსი და ესეისტი
ენა გერმანული ენა
ეროვნება ავსტრიელები
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
ავსტრია-უნგრეთის იმპერია
Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
Magnum opus საჭადრაკო ნოველა, The World of Yesterday, უცნობი ქალის წერილი, The Post Office Girl და Beware of Pity
ჯილდოები სამხრეთის ჯვრის ორდენი
მეუღლე ფრიდერიკ მარია ცვაიგი
იხ. ვიდეო - СТЕФАН ЦВЕЙГ: Что убило еврейского гения в изгнании?


     ბიოგრაფია
ცვაიგი დაიბადა ავსტრიაში, კერძოდ ქალაქ ვენაში. ვენის უნივერსიტეტში იგი სწავლობდა ფილოსოფიას და ფსიქოანალიზის თეორიას, სადაც ასევე მოღვაწეობდა ცნობილი ფსიქიატრი და ნევროლოგი, ფსიქოანალიზის მამამთავარი — ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ცვაიგის უფროსი თანამედროვე, მისი მეგობარი და მკურნალი ექიმიც კი იყო. ცვაიგმა თავიდან მოკლე მოთხრობების წერა დაიწყო, რამაც საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული გახადა. ამავე დროს იგი ძალიან აქტიურად თარგმნიდა მრავალ ფრანგულ ნამუშევარს გერმანულად. 1927 წელს, როდესაც შტეფან ცვაიგის ნოველების ციკლ „ჯაჭვის“ სამივე ტომი ერთდროულად გამოიცა, ავტორის მოთხოვნის შესაბამისად, სამივე წიგნი სხვადასხვა ფერის ყდაში ჩასვეს: მწვანეში, ნარინჯისფერსა და ცისფერში. მწერალს ამ მხრივაც უნდოდა ხაზი გაესვა, რომ საქმე ეხებოდა ადამიანის განცდათა ტიპოლოგიურ გამას, დალაგებულს ასაკობრივი თანამიმდევრობით: მწვანე ხატოვნად გამოხატავდა ბავშვობას, ნარინჯისფერი — სიმწიფის ხანას, ხოლო ღია ლურჯი — კლიმაქტერიული ხანდაზმულობის პერიოდს. და საერთოდაც, ემოციების ანალიზი, განცდათა ეტიოლოგიის შესწავლა ცვაიგის უდიდესი გატაცება იყო. პირველმა მსოფლიო ომმა მას დიდი ტკივილი მიაყენა, როგორც ადამიანს და ასევე როგორც მწერალს. იქიდან გამომდინარე, რომ იგი ებრაელი იყო, იძულებული გახდა ავსტრიიდან წასულიყო. მან ვერსად ჰპოვა სულიერი სიმშვიდე და 1942 წლის 22 თებერვალს პეტროპოლისში თავი მოიკლა.

ბიბლიოგრაფია
რომანი
„მოუთმენლობა გულისა“
„მარია სტიუარტი“
ნოველები
„უცნობი ქალის წერილები“
„ამოკით შეპყრობილი“
„მწველი საიდუმლო“
„საჭადრაკო ნოველა“
„შიში“
„მთვარის შუქით განათებული ქუჩაბანდი“
„უხილავი კოლექცია“
„ფანტასტიკური ღამე“
იხ. ვიდეო 


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...