суббота, 17 сентября 2022 г.

ორსონ სკოტ კარდი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ორსონ სკოტ კარდი

დაბადების თარიღი 24 აგვისტო, 1951 (71 წლის)
დაბადების ადგილი Richland
ფსევდონიმი Brian Green, Frederick Bliss , Bryan Green , P. Q. Gump და Byron Walley
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, სამეცნიერო ფანტასტი მწერალი, საბავშვო მწერალი და სცენარისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი ბრიგამ იანგის უნივერსიტეტი, University of Utah, ნოტრ-დამის უნივერსიტეტი და Brigham Young High School
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
Magnum opus Ender's Game hexalogy, The Tales of Alvin Maker და Homecoming Saga
ჯილდოები მარგარეტ ედვარდსის პრემია , ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, Grand Prix de l'Imaginaire , ჯონ კემპბელის პრემია საუკეთესო ახალბედა ფანტასტ-მწერალს, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანისათვის, Cosmos 2000 Award, Cosmos 2000 Award, ჰიუგოს პრემია საუკეთესო თხზულებისათვის და გეფენის ჯილდო.
 (დ. 24 აგვისტო, 1951) — ამერიკელი მწერალი, ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნებით. ამჟამად იგი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ზედიზედ ორი წლის მანძილზე ერთდროულად ერთი და იმავე ნაწარმოებისთვის მოიპოვა ჰიუგოსა და ნებულას პრემიები, 1985 წელს რომანისთვის „ენდერის თამაში“, ხოლო 1986 წელს მისი მომდევნო ნაწილისთვის „მიცვალებულთა ხმა“. 2013 წელს გამოვიდა „ენდერის თამაშის“ კინოადაპტაცია.

კარდის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა კლასიკურმა ლიტერატურამ, პოპულარულმა ფენტეზმა და სამეცნიერო ფანტასტიკამ. მისი ადრეული ნაშრომები ორიგინალობით გამოირჩევა, თუმცა გრაფიკული ძალადობის შემცველია. კარდის წიგნებში ხშირად ვხვდებით განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებულ პერსონაჟებს, რომლებიც დიდი რისკის წინაშე რთულ გადაწყვეტულებებს იღებენ. კარდი ასევე წერს პოლიტიკურ, რელიგურ და სოციალურ კომენტარებს. მწერალი საჯაროდ გააკრიტიკეს ჰომოსექსუალობისადმი წინააღმდეგობის გამო, რამაც 2013 წელს ფილმის „ენდერის თამაში“ ბოიკოტი გამოიწვია.
იხ. ვიდეო video - The Problem of Evil in Fiction - Orson Scott Card




კარდი დაიბადა ვაშინგტონში, გაიზარდა იუტასა და კალიფორნიაში. სტუდენტობის პერიოდში მისი პიესები უნივერსიტეტის სცენაზე იდგმებოდა. 1971-1973 წლებში კარდი ბრაზილიაში მორმონთა ეკლესიის მისიონერად მსახურობდა. 1978-1979 წლებში მან ოცდაშვიდი მოთხრობა გამოაქვეყნა. 1978 წელს მიიღო ჯონ ვუდ კემპბელის პრემია საუკეთესო ახალბედა ავტორისთვის. 1981 წელს კარდიმ იუტას უნივერსიტეტი ინგლისურ ლიტერატურაში დოქტორის ხარისხით დაამთავრა. 1980-იან წლებში იგი წერდა რომანებს სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ჟანრში, ასევე ისტორიულ ლიტერატურას და არამხატვრულ ტექსტებს. კარდი ნაყოფიერად მუშაობდა, მან 50 რომანი და 45-ზე მეტი მოთხრობა გამოაქვეყნა.[13]:122

კარდი სამხრეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორია. იგი მორმონთა ეკლესიის აქტიური წევრია და „ლიტერატურულ ბანაკებში“ არაერთი წარმატებულ მწერლისთვის გაუწევია მასწავლებლობა. სტეფან მეიერი და ბრენდონ სანდერსონი კარდის შემოქმედებას თავიანთ მთავარ გავლენად ასახელებენ.
იხ. ვიდეო - A Brief Interview with Orson Scott Card (extended answers)


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...