пятница, 9 сентября 2022 г.

მერი შელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              მერი შელი

დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1797
დაბადების ადგილი სომერს-ტაუნი, Middlesex, დიდი ბრიტანეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 1 თებერვალი,  წლის)
გარდაცვალების ადგილი ჩესტერის მოედანი, St George Hanover Square, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
დასაფლავებულია ბორნმუთის წმინდა პეტრეს ეკლესია
საქმიანობა მოგზაური მწერალი, რომანისტი , ესეისტი, დრამატურგი, ბიოგრაფი, მწერალი , სამეცნიერო ფანტასტი მწერალი და პოეტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
Union flag 1606 (Kings Colors).svg დიდი ბრიტანეთის სამეფო
ჟანრი მოგზაურობანი, მოთხრობა, გოთიკური ლიტერატურა, გოთიკური პროზა, ფანტასტიკა და რომანი
Magnum opus უკანასკნელი ადამიანი და ფრანკენშტაინი
ჯილდოები სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი
მეუღლე პერსი ბიში შელი
შვილ(ებ)ი Clara Everina Shelley , უილიამ შელი , პერსი ფლორენს შელი და Clara Shelley.
იხ. ვიდეო -მერი შელი - კოდექს აუდიოს ფარგლებში /“კატოს საღამოები“/რადიო იმედი, Radio Imedi - ინგლისის საუკეთესო პოეტის მშვენიერი მუზა და მარადიული თანამგზავრი, საოცრად რომანტიული, ლამაზი, ჭკვიანი, ახალგაზრდა მწერალი ქალი და ივლისის თოვლში დაბადებული საშინელება. „ფრანკენშტაინი“ გადაცემაში „კატოს საღამოები“,მიშა მიმინოშვილთან ერთად, რადიო იმედის პროექტ „კოდექს აუდიოს“ ფარგლებში
 (ინგლ. Mary Wollstonecraft Shelley, ქალიშვილობის გვარი გოდვინი; დ. 30 აგვისტო, 1797 — გ. 1 თებერვალი, 1851) — ინგლისელი მწერალი ქალი. ცნობილია გოთიკური რომანით „ფრანკენშტაინი“ (1818). მწერლის მამა პოლიტიკური ფილოსოფოსი უილიამ გოდვინი იყო, დედა კი — ფილოსოფოსი და ფემინისტი მარი ვოლსტოუნკრაფტი. ცნობილი ფაქტია, რომ მერი შელი ხელს უწყობდა თავისი მეუღლის, რომანტიკოსი პოეტისა და ფილოსოფოსის პერსი ბიში შელის შემოქმედებას.

შელის დედა მისი დაბადებიდან ერთ თვეში გარდაიცვალა, ამიტომ მას მამა ზრდიდა. უილიამ გოდვინი საკმაოდ შეძლებული იყო და შეეძლო საკუთარი ქალიშვილი ყოველივეთი უზრუნველყო. მერი არაფორმალურ განათლებას იღებდა მამის ხელით, რომელიც მას აგულიანებდა, რომ თავისი ანარქისტული პოლიტიკური შეხედულებები გაეზიარებინა და დაეცვა. როდესაც მერი 4 წლის იყო, მამამისი დაქორწინდა მათ მეზობელზე, რომელთანაც შელის მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

1814 წელს მერიმ სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყო მამამისის ერთ-ერთ პოლიტიკურ მიმდევართან პერსი ბიში შელთან, რომელიც იმ დროს უკვე დაქორწინებული იყო. მის ნახევარდასთან, კლერ კლერმონტთან ერთად შელი და პერსი საფრანგეთში გაემგზავრნენ. იმ დროისათვის, როდესაც ისინი ინგლისში დაბრუნდნენ, მერი უკვე ორსულად იყო. შემდეგი ორი წლის განმავლობაში მერი და პერსი ოსტრალიზმის, გამუდმებული ვალებისა და ნაადრევად დაბადებული ქალიშვილის გარდაცვალების პირისპირ აღმოჩნდნენ. ისინი 1816 წლის მიწურულს დაქორწინდნენ მას შემდეგ, რაც პერსის ცოლმა, ჰარიეტმა, თავი მოიკლა.

1816 წელს წყვილმა ზაფხული ჯორჯ ბაირონთან, ჯონ უილიამ პოლიდორთან და კლერ კლერმონტთან ერთად ჟენევასთან ახლოს, შვეიცარიაში გაატარა. სწორედ აქ მოუვიდა მერის „ფრანკენშტაინის“ დაწერის იდეა. 1818 წელს შელების ოჯახმა დატოვა ბრიტანეთი და იტალიაში გაემგზავრა, სადაც მათი მეორე და მესამე შვილები დაბადებამდე დაიღუპნენ, თუმცა მათ საბოლოოდ ეყოლათ უკანასკნელი და ერთადერთი გადარჩენილი შვილი, პერსი ფლორენს შელი. 1822 წელს შელის ქმარი დაიხრჩო მას შემდეგ, რაც მისი ნავი ვიარეჯიოსთან ახლოს შტორმის შედეგად ჩაიძირა. ერთი წლის შემდეგ მერი შელი ინგლისში დაბრუნდა და იმ დროიდან საკუთარი თავი მთლიანად შვილის აღზრდასა და კარიერულ წინსვლას მიუძღვნა, რაც მისი, როგორც პროფესიონალი მწერლის, განვითარებას გულისხმობდა. მძიმედ დაავადმყოფდა თავის ტვინის სიმსივნით. გარდაიცვალა 53 წლის ასაკში.

1970-იან წლებამდე მერი შელი ძირითადად ცნობილი იყო მხოლოდ საკუთარი მეუღლის შემოქმედების გამოცემითა და მისი რომანით „ფრანკენშტაინი“, რომელიც კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან წიგნად ურიცხვი მკითხველითურთ. იგი მრავალი ფილმისა თუ თეატრალური დადგმის ინსპირატორი გახდა.
იხ. ვიდეო - Мери Шелли, дочь писателя и жена поэта Перси Шелли. История литературы, Англия, XIX век
რეპუტაცია
მერი შელის, როგორც მწერალს, სერიოზულად აღიქვამდნენ, თუმცა რეცენზენტები ხშირად გამოტოვებდნენ მისი ნაწარმოების პოლიტიკურ აქცენტს. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მას ძირითადად ახსოვთ როგორც პერსი ბიშე შელის ცოლი და როგორც ფრანკენშტეინის ავტორი. 1945 წელს გამოქვეყნებულ მერი შელის წერილების შენიშვნებში რედაქტორი ფრედერიკ ჯონსი წერდა: „ყველა სახის ნაწარმოების დღევანდელი ზომის კოლექცია არ შეიძლება გამართლდეს წერილების ზოგადი ხარისხით ან მერი შელის, როგორც მწერლის მნიშვნელობით“. მაგრამ ის ფაქტი, რომ ის პერსი ბიშე შელის ცოლია, ჩვენს ინტერესს იწვევს. პერსი ბიშე შელის ცოლი, რომ ის აღძრავს ჩვენს ინტერესს.
იხ. ვიდეო - Mary Shelley documentary -  Mary Wollstonecraft Shelley (30 August 1797 – 1 February 1851) was an English novelist who wrote the Gothic novel Frankenstein; or, The Modern Prometheus (1818), which is considered an early example of science fiction.[2] She also edited and promoted the works of her husband, the Romantic poet and philosopher Percy Bysshe Shelley. Her father was the political philosopher William Godwin and her mother was the philosopher and feminist activist Mary Wollstonecraft.








Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...