ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ხელოვნური ინტელექტი (ფილმი)
ემუშავება
„Super-Toys Last All Summer Long“-ის ადაპტაციაზე მუშაობა კუბრიკმა 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მომავალი ფილმის ძირითადი კონცეფციის შესაქმნელად მან თავად რომანის ავტორი ბრაიან ოლდისი დაიქირავა. 1985 წელს კუბრიკმა ფილმის რეჟისორად მოიწვია თავისი ძველი მეგობარი სტივენ სპილბერგი. პროექტის თანადაფინანსებაზე დათანხმდა კომპანია Warner Bros.. ფილმზე მუშაობა დიდი ხნით გაჭიანურდა, ხოლო 1989 წელს კუბრიკმა გაათავისუფლა წიგნის ავტორი ოლდისი. რამდენიმე ხნის შემდეგ პროექტი დატოვა ბობ შოუმაც, ხოლო მის მაგივრად შემოუერთდა იენ უოტსონი. მოგვიანებით ოლდისმა განაცხადა: „მან (კუბრიკმა) არა მხოლოდ გამათავისუფლა, არამაედ დაიქირავა ჩემი მტერი“. კუბრიკის დაავალებით, უოტსონმა ფილმის ინსპირაციად გამოიყენა „პინოქიოს თავგადასავალი“; ის „ხელოვნურ ინტელექტს“ თვლიდა „პინოქიოს“ „პიკარესკულ“ კიბერ-ვერსიად.
სამი კვირის შემდეგ უოტსონმა კუბრიკს წარუდგინა სცენარის პირველი კონცეფცია, ხოლო თავისი საქმე დაასრულა 1991 წელს სცენარიის ახალი ვერსიით, რომელიც 90 გვერდს ითვლიდა. თავდაპირველად პერსონაჟი ჟიგოლო ჯოუ მოიაზრებოდა მეომარ რობოტად, თუმცა უოტსონმა კუბრიკს შესთავაზა ჩაენაცვლებინა იგი ანდროიდი-ჟიგოლოთი. ამის შესახებ კუბრიკი ხუმრობდა: „მე მგონია, რომ ჩვენ დავკარგეთ ბავშვთა აუდიტორია“.. ცოტახნის შემდეგ კუბრიკმა შეწყვიტა ფილმის გადაღებები, რათა ემუშავა ლუის ბეგლის რომანის „ომისდროინდელი სიცრუეები“ ადაპტაციაზე, მიზეზად დაასახელა, რომ იმ დროში კომპიუტერული გრაფიკა არასაკმარისად განვითარებული იყო მთავარი პერსონაჟის დევიდის შესაქმნელად. თუმცა სტივენ სპილბერგის ფილმის „იურული პარკის“ გამოსვლის შემდეგ, 1993 წელს ოფიციალურად დაანონსდა, რომ ფილმზე მუშაობა განახლდებოდა 1994 წელს. დენის მიურენი და ნედ გორმანი, რომლებიც მუშაობდნენ „იურულ პარკზე“, პროექტში მოწვეული იქნენ ვიზუალური ეფექტების სუპერვაიზორების რანგში. მიუხედავად ამისა, კუბრიკი უკმაყოფილო იყო მათი პრევიზუალიზაციით და Industrial Light & Magic-თან თანამშრომლობის ხარჯებით.
წინაწარმოება
1994 წლის დასაწყისში ფილმი იყო წინაწარმოების სტადიაში, სადაც კონცეპტ-არტისტად მოვიდა კრისტოფერ „ფანგორნ“ ბეიკერი, სცენარის ასისისტენტ ავტორად — სარა მეიტლანდი. სარას თქმით, კუბრიკი ფილმს ყოველთვის მოიხსენიებდა არა „ხელოვნურ ინტელექტად“, არამედ „პინოქიოდ“. ვიზუალური ეფექტების სუპერვაიზორი გახდა კრის კანინგემი. მისი ზოგიერთი სცენა არ შესულა ფილმში, მაგრამ მოგვიანებით გამოვიდა DVD ფორმატში სახელწოდებით „The Work of Director Chris Canningham“ (ქართ. „რეჟისორ კრის კანინგემის ნამუშევარი“). კანინგემმა გარკვეული წვლილი შეიტანა მთავარი პერსონაჟის დევიდის მოდელირებაში. „ჩვენ ვცდილობდით პატარა ბავშვის კონსტრუირებას, რომელსაც ჰქონდა მოძრავი რეზინის სახე... მაგრამ ეს იყო სრული კრახი, ის გამოიყურებოდა საშინლად“ — ამბობდა იან ჰარლანი. ტექნიკური კონსულტანტის რანგში მოწვეული იქნა ჰანს მორავეცი.
ამ დროს, კუბრიკმა და ჰარლანმა, გადაწყვიტეს რეჟისორად მოეწვიათ სტივენ სპილბერგი. სპილბერს რეჟისორობა 1995 წელს შესათავაზეს, მაგრამ იგი დაკავებული იყო სხვა პროექტებით და დაარწმუნა კუბრიკი თავადვე ყოფილი ფილმის რეჟისორი. მალე პროექტზე მუშაობა შეწყდა, რადგანაც კუბრიკი გადაერთო ფილმის „ფართოდ დახუჭული თვალებით“ გადაღებებზე. 1999 წლის 7 მარტს სტენლი კუბრიკი გარდაიცვალა. ფილმის გადაღებაზე სპილბერგი დაიყოლიეს ჰარლანმა და კუბრიკის ცოლმა კრისტინა კუბრიკმა. 1999 წლის ნოემბერში სპილბერგი შეუდგა სცენარის წერას, რომელიც დაფუძნებული იყო უოტსონის 90 გვერდიან კონცეფციაზე. ფილმ „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტების“ შემდეგ სპილბერგი პირველად დაკავდა საკუთარი ფილმის სცენარისტობით. მან უტსონის კონცეფცია შეინარჩუნა, თუმცა რამდენიმე სექსუალური ხასიათის სცენა ჟიგოლო ჯოუს მონაწილეობით ამოკვეთილი იქნა. ფილმის წინაწარმოება შეწყდა 2000 წლის თებერვალში, ვინაიდან სპილბერგს გაილი ჰქონდა ისეთი პროექტების რეჟისორობა როგორებიცაა „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, „განსხვავებული აზრი“ და „გეიშას მემუარები“. მომდევნო წელს სპილბერგმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელქტი იქნებოდა მისი მომდევნო პროექტი. მან კონცეპტ-არტისტად კვლავ კრის ბეიკერი მოიწვია.
გადაღება
ფილმის გადაღების თარიღად დადგენილი ქნა 2000 წლის 10 ივლისი, მაგრამ გადაღება გადაიწია აგვისტომდე. ღია ცის ქვეშ მიმდინარე რამდენიმე კვირიანი გადაღებების შემდეგ, მათ გადაინაცვლეს „Warner Bros. Studios“-ის პავილიონებში. სვინტონების სახლი აღმართული იქნა ნომერ მე-16 მოედანზე, ხოლო მოედანი ნომერი 20 გამოყენებული იქნა წითელი ქალაქისა და სხვადასხვა სცენებისთვის. სპილბერგმა კუბრიკისაგან გადმოიღო კინოგადაღების საიდუმლო ხერხი: არცერთ მსახიობს და გადამღები ჯგუფის წევრს არ მისცა სცენარის სრული ვერსია, ხოლო პრესას აუკრძალა გადაღებებზე ყოფნა. ჰეილი ჯოელ ოსმენტი და ჯუდ ლოუ კვირების განმავშლობაში ატარებდნენ სპეციალურ გრიმებს, რათა მათი სახეები რობოტისმაგვარი გამხდარიყო. კოსტიუმების დიზაინერი ბობ რინგვუდი ლას-ვეგას-სტრიპზე გამვლელებს აკვირდებოდა, რათა შეექმნა წითელი ქალაქის მაცხოვრებლების კოსტიუმები.
საუნდტრეკი
A.I. Artificial Intelligence | |
---|---|
საუნდტრეკი - ჯონ უილიამსი | |
გამოცემის თარიღი | 3 ივლისი, 2001 |
ხანგრძლივობა | 70:11 |
ლეიბლი | Warner Sunset Records |
პროდიუსერი |
|
პროფესიონალური შეფასებები | |
---|---|
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | |
Filmtracks.com | |
Soundtrack.net |
ფილმის საუნდტრეკი გამოცემული იქნა ლეიბლ Warner Sunset Records-ის მიერ 2001 წელს აუდიო CD ფორმატში,[28] ხოლო 7 აგვისტოს გამოვიდა აუდიო DVD ფორმატში, რომელც შეიცავდა დამატებით მასალებს. საუნდტრეკის ავტორი და პროდიუსერი იყო ჯონ უილიამსი. ორკესტრის დირიჟორი — ჯონ ნეიფელდი, სიმღერების ტექსტი დაწერა სინტია ვეილმა. საუნდტრეკი ნომინირებული იქნა ოსკარზე, გრემსა და ოქროს გლობუსზე. ორი კომპოზიცია „For Always“ და „For Always (Duet)“, რომლებიც შეასრულეს ლარა ფაბიანმა და ჯოშ გრობანმა, ფილმში არ გაჟღერებულა. 2010 წლიდან საუნდტრეკი ვრცელდება ციფრული დისტრიბუციის პლატფორმების საშუალებით MP3 ფორმატში.
კომპოზიციების სია | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Mecha World“ | 6:23 |
2. | „Abandoned in the Woods“ | 3:07 |
3. | „Replicas“ | 5:58 |
4. | „Hide and Seek“ | 3:08 |
5. | „For Always“ (შემსრულებელი — ლარა ფაბიანი) | 4:42 |
6. | „Cybertronics“ | 3:30 |
7. | „The Moon Rising“ | 4:26 |
8. | „Stored Memories and Monica’s Theme“ | 10:56 |
9. | „Where Dreams Are Born“ | 4:23 |
10. | „Rouge City“ | 4:56 |
11. | „The Search for the Blue Fairy“ | 6:12 |
12. | „The Reunion“ | 7:45 |
13. | „For Always (Duet)“ (ლარა ფაბიანისა და ჯოშ გრობანის დუეტი) | 4:41 |
საერთო ხანგრძლივობა: | 70:11 |
გამოშვება
მარკეტინგი
ფილმის რეკლამირების მიზნით კომპანია Warner Bros.-მა დამონტაჟა ერთი ტრეილერი და ოთხი ტიზერ-ტრეილერი. აგრეთვე Microsoft-ის ჯგუფმა შექმნა ალტერნატიული რეალობის თამაში „The Beast“, დაკავშირებული ფილმის სიუჟეტთან. ნიუ-იორკულმა კომპანია Atomic Pictures-მა შეიმუშავა 40-ზე მეტი საიტი, მათ შორის საიტი „Cybertronic Corp“. აგრეთვე დაგეგმილი იყო ვიდეო თამაშების სერიის წარმოება სათამაშო კონსოლ Xbox-ისთვის, რომელიც გააგრძელებდა „The Beast“-ის სიუჟეტს, თუმცა პროექტზე მუშაობა შეწყდა.
იმ აზრის თავიდან აცილების მიზნით, თითქოს და „ხელოვნური ინტელექტი“ არის საოჯახო ფილმი, არ შექმნილა რაიმე სახის სათამაშო ფიგურები. თუმცა 2001 წლის ივნისში კომპანია Hasbro-მ გამოუშვა მოლაპარაკე დათუნია ტედი.. ფილმის პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე 2001 წელს.
საოჯახო მედია
ფილმი VHS და DVD ფორმატში გამოუშვა DreamWorks Home Entertainment-მა 2002 წლის 5 მარტს, როგორც სტანდარტული სრულეკრანიანი გამოცემა ბონუსფუნქციების გარეშე, აგრეთვე ორდისკიანი სპეციალური ვერსია, რომელიც მოიცავდა ფილმის შექმნის ისტორიას, მუსიკას, ორ ტიზერ-ტრეილერს, ინტერვიუებს ჰეილი ჯოელ ოსმენტთან, ჯუდ ლოუსთან, ფრენსის ო’კონორთან, სტივენ სპილბერგთან და ჯონ უილიამსთან, ისევე როგორც ვრცელ ფოტო გალერეას.
2011 წლის 5 აპრილს, Paramount Home Media Distribution-მა აშშ-ის ბაზრისთვის გამოსცა ფილმის Blu-ray ვერსია, ხოლო საერთაშორისო ბაზრისთვის — Warner Home Video-მ. გამოცემა მოიცავდა ფილმს მაღალი გარჩევადობით და თან ახლდა ორდისკიან DVD გამოცემის ყველა ბონუსი.
შემოსავალი
აშშ-ის კინოთეატრებში ფილმის ჩვენება დაიწყო 2001 წლის 29 ივნისს. პირველივე შაბათ-კვირას ფილმის შემოსავალმა 29,352,630 აშშ დოლარი შეადგინა. კინოგაქირავების განმავლობაში აშშ-ში ფილმმა 78,62 მილიონი აშშ დოლარის მოგება ნახა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში — 157,31 მილიონი. საერთო ჯამში შემოსავალმა 235,93 მილიონ დოლარს მიაღწია.
ჯილდოები
ვისზუალური ეფექტების სუპერვაიზერები დენის მიურენი, სტენ უინსტონი, მაიკლ ლანტიერი და სკოტ ფარარი ნომინირებული იყვნენ ოსკარზე საუკეთესო ეფექტებისთვის, მაშინ როდესაც ჯონ უილიამსი ნომინირებული იქნა საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის. სტივენ სპილბერგი, ჯუდ ლოუ და უილიმსმა მიიღეს ნომინაციები ოქროს გლობუსის 59-ე დაჯილდოებაზე. ფილმი წარმატებული აღმოჩნდა სატურნის დაჯილდოებაზე, სადაც გადაეცა ხუთი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, საუკეთესო სცენარი (სპილბერგი) ახალგაზრდა მსახიობის საუკეთესო შესრულება (ოსმენტი)
Комментариев нет:
Отправить комментарий