понедельник, 13 апреля 2020 г.

ყინულისა და ცეცხლის სიმღერა

             ყინულისა და ცეცხლის                                 სიმღერა


                                                        A Song of Ice and Fire book collection box set cover.jpg
(ინგლ. A Song of Ice and Fire) — ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანთა სერია ამერ. ავტორი ჯორჯ მარტინის მიერ. სერიაზე მუშაობა 1991 წელს დაიწყო და პირველი ტომი , „სატახტოთა თამაში“, 1996 წელს გამოიცა. თავიდან სამტომეულად დაგეგმილი სერია თანდათან ოთხ, ექვს და საბოლოოდ შვიდტომეულამდე გაფართოვდა. მეხუთე წიგნი, „ცეკვა დრაკონებთან“, ხუთი წელი იწერებოდა და 2011 წელს გამოიცა. მეექვსე, „ზამთრის ქარები“ კი, დაწერის პროცესშია.
იხ. ვიდეო შეგძლიათ მოისმინოთ სრულად


„ყინულისა და ცეცხლის სიმღერაში“ მოვლენები რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის მქონე გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე ვითარდება. თხრობა მიმდინარეობს მესამე პირში, სხვადასხვა პერსონაჟთა პერსპექტივიდან, რომელთა რაოდენობაც მეხუთე რომანისათვის 31–ს აღწევს. იკვეთება სიუჟეტის სამი ხაზი: რამდენიმე საგვარეულოს დაპირისპირება ვესტეროსის ტახტისათვის; ჩრდილოეთ–ვესტეროსის ყინულოვანი კედლის გაღმა მცხოვრები ზებუნებრივი სხვებისაგან მომდინარე საფრთხის ზრდა; სამოქალაქო ომში მოკლული მეფის შვილის, დენერის ტარგარიენის ამბიცია, ცეცხლისმფრქვეველ დრაკონებთან ერთად დაბრუნდეს ვესტეროსში და რკინის ტახტი დაიბრუნოს.

მარტინის შთაგონების ძირითადი წყაროა ვარდების ომი. სერიას აქებენ მისი რეალიზმისათვის, სადაც მაგია უკანა პლანზეა გადატანილი და ამის სანაცვლოდ ბრძოლები და პოლიტიკური ინტრიგებია წინ წამოწეული. ასევე, ხშირია ძალადობა, სექსი და მორალური ბუნდოვანება. მთავარი პერსონაჟები ხშირად კვდებიან, რათა მკითხველები გმირების უსაფრთხოებაში დარწმუნებამ არ დაამშვიდოს. განსხვავებული პერსპექტივები პერსონაჟთა სხვადასხვა კუთხიდან დანახვის შესაძლებლობას ქმნიან, მათ შორის არის სავარაუდო არამზადების პერსპექტივებიც.
მიუხედავად პირველი გამოცემის ნაკლებად პოპულარობისა, ახლა მსოფლიოს მასშტაბით 15 მილიონზე მეტი წიგნია გაყიდული და სერია ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. მეოთხე და მეხუთე წიგნები ნიუ იორკ თაიმზ ბესტსელერთა სიაში მოხვდნენ
                                                       

        ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი

                                            Portrait photoshoot at Worldcon 75, Helsinki, before the Hugo Awards – George R. R. Martin (cropped).jpg
 (George R. R. Martin; დ. 20 სექტემბერი1948) — ამერიკელი მწერალი და სცენარისტი ფენტეზი, საშინელებათა და მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრებში. იგი ძირითადად ცნობილია, როგორც ავტორი ეპიკური ფენტეზი რომანების სერიისა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“. აღნიშნული რომანის ტელესერიალად ადაპტირება ტელეარხმა HBO-მ მოახდინა სახელით „სატახტოთა თამაში“. ჟურნალმა Time მარტინი დაასახელა 2011 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის
მარტინმა ფენტეზი ჟანრის ნოველების გაყიდვა 1970 წელს დაიწყო, როცა ჯერ კიდევ 21 წლის იყო. პირველად მან თავისი მოთხრობა, "გმირი", ჟურნალ გალაქსის მიჰყიდა, რომელიც თებერვლის ნომერში გამოსცეს. მალევე მისი სხვა ნამუშევრებიც გამოჩნდა. მისი პირველი მოთხრობა, "დილას მოსდევს ნისლი", რომელიც ჟურნალ ანალოგმა გამოაქვეყნა 1973 წელს, ნომინირებული იყო ჰიუგოსა და ნებულას პრემიებზე. მარტინი, ამერიკის სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის მწერალთა წევრი, ამ ორგანიზაციის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური ხელმძღვანელი იყო 1977-1979 წლებში; ის ასევე ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო 1996-1998 წლებში
იხ. ვიდეო
სატახტო თამაშები სერიალი
Game of Thrones title card.jpg
 (ინგლ. Game of Thrones) — ამერიკული ფენტეზი და დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც HBO-სთვის დევიდ ბენიოფისა და დ.ბ. ვაისის მიერ მომზადდა. იგი ეფუძნება „ყინულისა და ცეცხლის სიმღერას“ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზი-რომანების სერიას, რომლის პირველ წიგნს ეწოდება „სატახტოთა თამაში“. იგი გადაღებულია ბელფასტსა და სხვა ადგილებში — ჩრდილოეთ ირლანდიაშიმალტაშიხორვატიაშიისლანდიასა და მაროკოში. სერიალის პრემიერა გაიმართა HBO-ზე, აშშ-ში, 2011 წლის 17 აპრილს. იგი გაგრძელდა მეოთხე სეზონით, რომელიც ეთერში 2014 წლის აპრილში გავიდა.
                                             Game of Thrones.jpg
სერიალში მოქმედება მიმდინარეობს უესტეროსისა და ესოსის გამოგონილ კონტინენტებზე, 10 წლიანი ზაფხულის მიწურულს. მიმოხილულია რამდენიმე სიუჟეტური ხაზი. პირველი აღწერს სამეფო წარმოშობის სახლთა სამოქალაქო ომს შვიდი სამეფოს რკინის ტახტისთვის ბრძოლისას. მეორე აღწერა მოახლოებული ზამთრის მზარდ საშიშროებას და ჩრდილოეთის მითურ არსებებს. მესამეში აღწერილია დამხობილი დინასტიის მხრიდან სამეფოს დაბრუნების უკანასკნელი მცდელობა. მორალურად ბუნდოვანი პერსონაჟების მეშვეობით, სერიალში განხილულია სოციალური იერარქიის, რელიგიის, ერთგულების, კორუფციის, სექსუალურობის, სამოქალაქო ომის, დანაშაულისა და სასჯელის პრობლემები. მეინსტრიმულ მედიაში ფენტეზის პოპულარიზაციაში შეტანით იგი უკანასკნელი დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ნამუშევარია.
                                              
სერიალს ფართო და აქტიური თაყვანისმცემლები ჰყავს. კრიტიკოსებისგან მან აღიარება დაიმსახურა, თუმცა შიშველი სხეულის ჩვენებამ და ძალადობის სცენებმა გამოიწვიეს კამათი. სერიალს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო თუ ნომინაცია. მათ შორის არის „ემის პრაიმტაიმ ჯილდო გამორჩეული დრამატული სერიალისთვის“ (სამივე სეზონისთვის), ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამატული ტელესერიალისთვისჰუგოს ჯილდო საუკეთესო დრამატული დადგმისთვის (ხანგრძლივი ფორმის) და პიბოდის ჯილდო. სერიალის მსახიობთაგან პიტერ დინკლიჯმა მიიღო „ემის პრაიმტაიმ ჯილდო გამორჩეული მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის დრამატულ სერიალში“ და ოქროს გლობუსი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის სერიალში, მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში, ტირიონ ლანისტერის როლისთვის.
იხ. ვიდეო სერიალი


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...