ასწლიანი ომი
საათის ისრის მიმართულებით ზემოთ მარცხენა კუთხიდან: იოჰან ბოჰემიელი კრესის ბრძოლაში,
ფრანგულ-კასტილიური გემები ლა-როშელის ბრძოლაშიჰენრი V აზენკურის ბრძოლაში,ჟანა დ'არკი მიუძღვის ჯარებს ორლეანის ალყაზე
(1337—1453) — ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის, ფაქტობრივად გაგრძელდა 116 წელიწადს. ასწლიანი ომი თანამედროვე ისტორიკოსებმა შეარქვეს. ისტორიკოსები ამ კონფლიქტებს საერთო სახელწოდებით მოხერხებულობის გამო აერთიანებენ
იხ. ვიდეო
ასწლიანი ომის მთავარი მიზეზი იყო ბრძოლა საფრანგეთის მიწებისათვის, რომლებიც ინგლისის მეფეებს ეპყრათ ჰენრი II პლანტაგენეტების დროიდან. ამ მიწებისათვის რამდენიმეჯერ წამოწყებული ომი XII–XIII საუკუნეები (ე. წ. „პირველი ასწლიანი ომი“) დასრულდა პარიზის ზავით (1259), რომლის ძალით ინგლისმა შეინარჩუნა მხოლოდ აკვიტანია (გიენი). დავა ამ სამფლობელოებისათვის დროდადრო (1294–1296, 1324) იწვევდა კონფლიქტებს
ჟიულ ეჟენ ლენნე. ჟანა დარკი ორლეანის ალყა 1429 წ
. ამას ემატებოდა ინგლის-საფრანგეთის უთანხმოება შოტლანდიის (რომელსაც საფრანგეთი ეხმარებოდა ინგლისის წინააღმდეგ), ბრეტანის და, განსაკუთრებით, მდიდარი, შალის მრეწველობით განთქმული, ფლანდრიის გამო, რომელიც პოლიტიკურად დაკავშირებული იყო საფრანგეთთან, ხოლო ეკონომიურად დამოკიდებული იყო ინგლისის მატყლის იმპორტზე. ინგლისის მეფემ ისარგებლა ფლანდრიელი ხელოსნების ბრძოლით (ი. არტეველდეს მეთაურობით) და ფლანდრია ინგლისის ძლიერ მოკავშირედ აქცია. ასწლიანი ომის უშუალო მიზეზად იქცა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. ფილიპ IV ლამაზის უმცროსი შვილის შარლ IV-ის სიკვდილით 1328 კაპეტინგების დინასტია შეწყდა. ფრანგმა დიდკაცებმა უარყვეს ფილიპ IV-ის ასულის იზაბელას ვაჟის - ინგლისის მეფის ედუარდ III-ის პრეტენზია („სალიკური სამართლის ძალით ქალს ტახტზე უფლება არა აქვსო“) და გაამეფეს ფილპ IV-ის ძმისწული, ფილიპ VI ვალუა. ედუარდ III-მ თავდაპირველად ცნო ფილიპი საფრანგეთის მეფედ (1329), მაგრამ აკვიტანიისა და შოტლანდიის საკითხებით გამოწვეულ კონფლიქტთან დაკავშირებით განაახლა თავისი პრეტენზია და ომი გამოუცხადა მას. ასწლიანი ომი იყოფა სამ პერიოდად
ასწლიანი ომის მსვლელობა. ფრანგული ტერიტორია - ყვითელი. ინგლისი - ნაცრისფერი. ბურგუნდია - მუქი ნაცრისფერი.
ევროპის რუკა 1430 წლისთვის, ომის დასასრულს.
Комментариев нет:
Отправить комментарий