დორიან გრეის სინდრომი
პორტრეტი ბასილი ჰოლორდი და ლორდ ჰენრი ვოტონი აკვირდებიან დორიან გრეის სურათზე დაფიქსირებულ სილამაზეს
(ინგლ. Dorian Gray syndrome) — ფსიქოლოგიური დაავადება. ხშირ შემთხვევაში ახასიათებთ კულტურულ და სოციალურ ფენომენებს, ამ სინდრომის მქონე ადამიანები უკიდურესად ცდილობენ იყვნენ განსაკუთრებულად ლამაზები და ცდილობენ შეინარჩუნონ ფიზიკური სილამაზე, და ახალგაზდობა მუდმივად, მოიხმარნენ კოსმეტიკური პროდუქციას „გადაჭარბებულად“, იკეთებენ თმის აღდგენის შეღებვის პროცედურებს, აგრეთვე პლასტიკურ ქირურგიულ ოპერაციებს. ტერმინი „დორიან გრეის სინდრომი“ ეხება ოსკარ უაილდის რომანის „დორიან გრეის პორტრეტის “ პერსონაჟს — დორიან გრეის. განსაკუთრებულად ლამაზი კაცი, რომელმაც ჰედონიზმით და გადაჭარბებული თვითმმართველობის სიყვარულით დაამტკიცა დამღუპველი პირადი, სოციალური და ემოციური ასპექტები და რომელიც ცდილობდა გაქცეოდა ცხოვრებას. საკუთარი გარყვნილი ცხოვრების წესის მქონე ზებუნებრივი პორტრეტი (სულიერი დამოკიდებულებები) უმაგრებდა ზურგს მის ფიზიკურ სილამაზეს.
იხ. ვიდეო
დორიან გრეის პორტრეტი
(ინგლ. The Picture of Dorian Gray) — ოსკარ უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანი. პირველად 1890 წლის ივნისში გამოიცა ჟურნალში „Lippincott’s Monthly Magazine“, 1891 წელს კი ავტორისეული ჩასწორებებით და ჩამატებებით − ცალკე წიგნის სახით.
რომანის სიუჟეტში აღწერილია ახალგაზრდა შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცი დორიან გრეი, რომელსაც მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. ამ რომანის მთავარი გმირი ტკბებოდა პორტრეტის სილამაზით და ფიქრი არ სცილდებოდა მას
ოჰ, ყველაფერი თუ უკუღმა ყოფილიყო! პორტრეტი შეიცვლიდა სახეს, მე კი დავრჩებოდი ისეთივე, როგორიც ახლა ვარ! ამისთვის სულს მივყიდდი ეშმაკს
გრეის სურვილი აუსრულდ
დორიან გრეი ლორდ ჰენრის გავლენის ქვეშ ექცევა. იგი მატყუარა და მლიქვნელი ხდება. გადის წლები, დორიანი კი არ ბერდება, სამაგიეროდ, მახინჯდება მისი პორტრეტი, იმიტომ რომ დორიანის სული უზნეო, მატყუარა და ბინძური გახდა; პორტრეტი მისი სინდისის სარკეა. დორიანი მალავს თავის პორტრეტს სხვენში და ტილოს ყოველი ნახვა უფრო და უფრო მტკივნეული ხდება მისთვის. ერთ დღეს მან დანა გაუყარა პორტრეტს. შემოვარდნილმა მოსამსახურეებმა ნახეს თავიანთი პატრონის ულამაზესი პორტრეტი, ხოლო იატაკზე დამახინჯებული ბერიკაცის გვამი, რომლის ამოცნობა მხოლოდ ბეჭდების საშუალებით მოხერხდა
დორიან გრეი კინო ფილმი
მხატვრული ფილმის რ-იც 2009 წელს გამოვიდა რეჟისორი ოლივერ პარკერი გადაღებულია ოსკარ უოლდის რომანის მიხედვით ,,დორიან გრეის პორტრეტი'' -ის მიხედვით. იხ. ვიდეო კინო ფილმი
Комментариев нет:
Отправить комментарий