ჭოტი
რუბრიკა - ბუნება
ლათ. Athene noctua - ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 25 სმ, მასა 170 გ აღწევს. ბუსგან განსხვავებით „ყურები“ არ აქვს. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, აზიაში (ჩრდილოეთ რეგიონების გარდა), ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში მობინადრე ფრინველია. სინანთროპია, ბინადრობს ადამიანის სამოსახლოში, ზოგჯერ — მშრალ ველებსა და უდაბნო ადგილებში. იკვებება წვრილი მღრღნელებით, მწერებით, იშვიათად პატარა ჩიტებით. ზოგჯერ სახელწოდება ჭოტს არასწორად ხმარობენ ზარნაშოს სინონიმად
იხ. ვიდეო
ხშირად სახლდება საცხოვრებელ სახლებთან, ბუდეს იკეთებს შენობებში, აღმოსავლეთით ბინადრობს მშრალ სტებებში, ბუდეს იკეთებს სოროში, როგორც სხვა ჭოტები მალულად ცხოვრობენ დებენ 4-დან 6 კვერცხს. კვერცხებზე დედალი ზის 25- დან 28 დღემზე ბარტყები იჩეკებიან 4 - 5 კვირაში. მათ შუძლიათ ფრენა 38-46 დღეს
იხ. ვიდეო
იკვებებიან წვრილი მღრნელებით, მწერებით, ხვლიკებით, წვიმის მატლებით, იშვითად ბარტყებით. საჭმლის ძიებაში ხშირად გადაადგილდებიან მიწაზე. შეძლია საკვების გადანახვა. ხმის აქტიურობა მთელი წლის განმავლობაში აქვთ
ბუსნაირნი
(ლათ. Strigiformes) — ფრინველთა რიგი. ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში (ანტარქტიკული და ზოგიერთი ოკეანური კუნძულის გამოკლებით). აერთიანებს ორი ოჯახის 133 სახეობას. საქართველოშია 8: რუხი ბუ, ჩვეულებრივი ზარნაშო, ჩვეულებრივი წყრომი, ოლოლი (ყურებიანი ბუ), ბაიყუში (ჭაობის ბუ), ბუკიოტი, ბუკნაჭოტი, ჭოტი. ბუსნაირთა ნამარხი ფორმები ცნობილია ეოცენიდან, თანამედროვე გვარების წარმომადგენლები ნაპოვნია ოლიგოცენში. ბუსნაირთა ბუმბული რბილია, დამატებით ღეპეპს არ შეიცავს, უკაკვო სხივები წაგრძელებულია, რითაც აიხსნება ბუმბულოვანი საფარველის სირბილე და უხმაურო ფრენა. ზომით დედალი ჭარბობს მამალს. სახის ბუმბული წარმოქმნის ე.წ. "სახის დისკოს", რომელიც მხოლოდ ამ რიგის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი და ასიმეტრიულ ყურებთან ერთად სალოკაციო მნიშვნელობა აქვს.
იხ. ვიდეო
ბუსნაირებს მოკლე და მოკაუჭებული ნისკარტი, ბასრი ბრჭყალები, თითქმის ბრჭყალებამდე შებუმბლული ოთხთითიანი (მეოთხე თითს შეუძლია უკან მობრუნება) ფეხები, დიდი ზომის თვალები, ძლიერ მოძრავი კისერი (შეუძლია თავის შემობრუნება 270°), მეტად მახვილი სმენა აქვთ. კისერი 14 მალისაგან შედგება, გულმკერდის მალები თავისუფლად ბოლოვდება და "მკერდის" ძვალს არ ქმნის. ტროპი კარგადაა გამოხატული. აქვთ მოქმედი ბრმა ნაწლავი, კარგად განვითარებული მბგერი იოგი, რომლის საშუალებითაც მრავალნაირ ბგერას გამოსცემენ. ჩიჩახვი არა აქვთ. უმრავლესობა მეღამურ ცხოვრებას ეწევა. მობინადრე ფრინველია. ბუდობენ ხეთა ფუღუროებში, გამოქვაბულებში, სოროებში. დებენ საშუალოდ 4-5 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 1 თვემდე. იკვებებიან მღრღნელებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ
იხ. ვიდეო
ლეგენდებში და მითებსი, ისტორიული ჩანაწერებში ბუებს მნიშვნელობანი ადგილი უკავია. ადამიანის ცრურწმენისთვის, ფრინველებს დიდი ხანია სდევნიან; მხოლოდ ბუნებრივი ისტორიის უფრო მეცნიერული მიდგომის მიღწევით, რეალური ფაქტები ბუების შესახებ დაიწყეს და საეჭვო რეპუტაციის განადგურება.
ბარილიეფი ,, ღამის დედოფალი'' ბრიტანეთის მუზეომი
ცნობილი ბაბილონის ბარილიეფი, შექმნილი ოთხიათასი წლის წინ. გამოსახულია მრისხანე შიშველი ქალი-ქალღმერთი ბუებთან ერთად ფრთებითა და ფეხებით. ის დგას ორი მსხვილ ბუზე დღესითავის არ აირს ცნობილი რა არის გამოსახული ბარელიეფზე : ბაბილონის ქალღმერთი იშთარი, დემონი ლილითი, ანატი, შუმერული ინანი თუ სხვა.
ეგვიპტური ბუ, ბრიტანეთის მუზეომი
3 комментария:
Hello
Hello
hi Although I am trying to create an encyclopedic blog, the blog has its own policy and its essence is the search for life in the world and the unfamiliar mysterious stories who have an interest in these issues can comment on or become the author of a blog article.
Отправить комментарий