пятница, 1 июля 2022 г.

მუსიკალური პაუზა - 7

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

       საქართველოს                    მთავრობის
      დადგენილება                       №682
        2018 წლის 31                  დეკემბერი

                             ქ. თბილისი



 იხ.  ვიდეო მუსიკალური პაუზა  - 432Hz Stive Morgan - The Best of Ambient 2 - Music with sound harmony tuned at the frequency A4=432Hz. When compared to music tuned at the standard A4=440Hz, experts say that "the sound harmony of music tuned at A4=432Hz feels more cored in the low-end, warmer in the mid-range, and more transparent and spacious in the high-range". 432Hz music really sounds better.

00:00 Once Again Autumn
04:28 Song for Life
08:00 My Angel
12:25 Love Planet
17:01 Behind Last Line
21:06 Union Foster
25:32 Aphrodite
28:50 Close to Heaven
33:49 Sound in My Heart
38:55 Flight of the Soul
43:01 K-141 Kursk
47:07 Vicious Circle (Extended)

Stive Morgan (Vyacheslav Motkov) is a Russian musician, composer, and electronic engineer. His favorite styles are: Ambient, Downtempo, Electro, Electro Techno, Euro Techno, Instrumental, New Age, Reggae, Synth-Pop, Techno ...





შრომის პირობების ინსპექტირების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2
პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ გათვალისწინებით,
დამტკიცდეს თანდართული „შრომის პირობების ინსპექტირების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
შრომის პირობების ინსპექტირების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. შრომის პირობების ინსპექტირების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია
დაეხმაროს დამსაქმებელს, უზრუნველყოს შრომის კანონმდებლობითა და შრომის უსაფრთხოების ნორმებით
(შემდგომში – შრომის პირობები) გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.
2. პროგრამის ამოცანებია:
ა) შრომის პირობების დარღვევის პრევენცია;
ბ) გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება და
კონსულტირება;
გ) იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ
დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება;
დ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და
სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა.
მუხლი 2. პროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დამსაქმებლები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ან/და
ინტერესი გამოხატეს ამ პროგრამაში სრულად ან ნაწილობრივ ჩართვასთან დაკავშირებით და
დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ ამ დამსაქმებლებთან.
2. ამ პროგრამის მიზნებისთვის, პროგრამაში სრულად ჩართვა გულისხმობს შრომის კანონმდებლობითა და
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნების
ინსპექტირებას, ხოლო პროგრამაში ნაწილობრივ ჩართვა გულისხმობს შრომის კანონმდებლობით ან შრომის
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნების ინსპექტირებას.
3. ინსპექტირების განხორციელების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დამსაქმებლის/საქმიანობის სიდიდეზე,
მაგრამ ერთ ობიექტზე არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. დასაბუთებულ შემთხვევებში, აღნიშნული ვადის
გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, იმავე ვადით.
4. ინსპექტირების განხორციელებიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს  ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში −
http://www.matsne.gov.ge 27000000010003020998სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში − დეპარტამენტი),
დამსაქმებელთან შეთანხმებით, ახორციელებს შრომის პირობების რემონიტორინგს, რომლის ხანგრძლივობაც
არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველი ინსპექტირების ვადას.
5. ამ პროგრამის მიზნებისთვის, რემონიტორინგი გულისხმობს შრომის პირობების პირველადი
ინსპექტირების განხორციელების დროს, ინსპექტორების მიერ გაცემული მითითებების შესრულებაზე
მონიტორინგის განხორციელებას.
6. შრომის პირობების ინსპექტირება ხორციელდება, ამ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისა და
ზედამხედველობის მიზნით, დეპარტამენტის მიერ.
7. ინსპექტირების განხორციელებაზე, რიგითობასა და ვადებზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტი,
სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე.
8. დამსაქმებელს 5 კალენდარული დღით ადრე ეცნობება ინსპექტირების დაწყების თარიღი.
9. ამ პროგრამაში ჩართული დამსაქმებელი მაქსიმალურად ხელს უწყობს ინსპექტორებს თავიანთი
უფლებამოსილების განხორციელებაში (კერძოდ, ობიექტზე დაშვება, თავისუფალი გადაადგილება და
დასაქმებულებთან შეხვედრა/გასაუბრება, საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა).
დამსაქმებელი ასევე უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ინფორმაცია ინსპექტირების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მოითხოვოს სოციალური პარტნიორის წარმომადგენლის დასწრება ინსპექტირების მიმდინარეობის
ნებისმიერ ეტაპზე;
გ) გაეცნოს ინსპექტორის მიერ მომზადებულ დასკვნას შრომის პირობების დარღვევის შესახებ;
დ) წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები/მოსაზრებები ინსპექტირების განხორციელების პროცესისა და
მომზადებული დასკვნის შესახებ;
ე) მიმართოს ინსპექტორს რეკომენდაციებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შრომის პირობების
დაცვის საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) მიმართოს დეპარტამენტსა და შესაბამის ორგანოებს ინსპექტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების
გადამეტების შემთხვევაში.
10. ინსპექტირების განხორციელებამ, გონივრულ ფარგლებში, არ უნდა დაარღვიოს დამსაქმებლის
საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა.
11. დეპარტამენტი იცავს პროფესიული, კომერციული და პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და
კონფიდენციალურობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები
1. პროგრამის ღონისძიებებია:
ა) შრომის პირობების სისტემური დარღვევების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების ასახვა
შესაბამის დოკუმენტში;
ბ) ანგარიშების/დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, რომლის შესაძლო გასაჯაროების შესახებ
დამსაქმებელს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ინსპექტირების პროცესის დაწყებამდე;
გ) დამსაქმებლის ან/და დასაქმებულთა კონსულტირება;
დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა
ცნობიერების ამაღლების მიზნით,  შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ე) ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების დაცვის შესახებ შესაბამისი სტანდარტების
შემუშავება/გადასინჯვა და, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადებების მომზადება;
http://www.matsne.gov.ge 27000000010003020998ვ) ადგილობრივი, დონორი და საერთაშორისო ექსპერტების/ორგანიზაციების დახმარებით ინსპექტორების
ტრენინგი;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისა და დეპარტამენტის სრულფასოვანი
ფუნქციონირების მიზნით, თარგმნის მომსახურების, ავტომობილების, მზომი ხელსაწყოების,
სპეცტანსაცმლისა და სპეცფეხსაცმლის, კომპიუტერული მოწყობილობების, სხვა შესაბამისი აღჭურვილობის,
საინფორმაციო კამპანიებსა და ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა;
თ) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო/ადგილობრივი საექსპერტო ორგანიზაციების (ექსპერტების)
მიერ ადგილობრივ საწარმოებში/დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და
ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ექსპერტიზის ჩასატარებლად შესყიდვის განხორციელება;
ი) პროგრამის ადმინისტრირება (მათ შორის, პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირთათვის შესაბამისი
სოციალური უზრუნველყოფის გაწევა).
2. ინსპექტირების ჩატარების წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროობასა და
ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამინისტრო.
4. ინსპექტირების განხორციელების პროცესში ინსპექტორის მიერ ივსება ანკეტა, რომლის ფორმას
შეიმუშავებს დეპარტამენტი და მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით.
5. ინსპექტორის მიერ შედგენილი დასკვნა უნდა შეიცავდეს:
ა) ინფორმაციას ობიექტის შესახებ (სახელწოდება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო
ინფორმაცია, ინფორმაცია ხელმძღვანელის/წარმომადგენლის შესახებ, საქმიანობის სფერო);
ბ) ინფორმაციას ინსპექტირების განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესახებ;
გ) ინფორმაციას ინსპექტირების ჩატარების პერიოდის შესახებ;
დ) ინფორმაციას ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ინფორმაციას შრომის პირობების დარღვევის შესახებ არსებული შესაბამისი ნორმატიული აქტების,
სტანდარტებისა და რეგლამენტების მითითებით;
ვ) რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრის შესახებ;
ზ) ინსპექტორ(ებ)ის ხელმოწერასა და თარიღს;
თ) დამსაქმებლის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის ხელმოწერას.
6. ინსპექტორის მიერ შედგენილ დასკვნას თან უნდა ერთვოდეს დამსაქმებლის წერილობითი
შენიშვნები/მოსაზრებები ინსპექტირების განხორციელების პროცესისა და მომზადებული დასკვნის შესახებ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარით.
2. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების)
დაფინანსება ხორციელდება  „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი: 27 05)
გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
http://www.matsne.gov.ge 27000000010003020998მუხლი 5. პროგრამის შესრულების ინდიკატორები
პროგრამის შესრულების ინდიკატორებია:
ა) პროგრამაში ჩართულ დამსაქმებელთა და მათ მიერ დასაქმებულთა რაოდენობა;
ბ) გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკური და თემატური ანალიზი;
გ) შენიშვნები, რეკომენდაციები და, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივები.
მუხლი 6. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...