ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ლიბანი
სახელწოდება
ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა ლიბანის რესპუბლიკა არაბულად لبنان (Al Jumhuriyah al Lubnaniyah). სახელი სავარაუდოდ მომდინარეობს არამეული laban-ისგან, რაც „თეთრ მთებს“ ნიშნავს.
გეოგრაფია
ლიბანი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სირიასა და ისრაელს შორის. ფართობი - 10 400 კვ. კმ.
სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი მიშელ აუნი.
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (128 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა - 6 ოლქი (mohafazah).
ისტორია
1943 წლამდე ლიბანი საფრანგეთის მმართველობის ქვეშ იყო. მოსახლეობის რთულმა ეთნო-რელიგიურმა შემადგენლობამ განაპირობა თავისებური პოლიტიკური სისტემის არსებობა. ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებისას მიიღეს ეროვნული ქარტია, რომლის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ქრისტიანი მარონიტი, პრემიერ-მინისტრი - მუსლიმი სუნიტი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - მუსლიმი შიიტი. პაქტის მიხედვით, პარლამენტში მანდატების გადანაწილება ქრისტიანებისა და მუსლიმების 6/5-ზე პროპორციის შესაბამისად მოხდა. ეს შეთანხმება ეფუძნებოდა 1932 წლის პირველი აღწერის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ქრისტიანები შეადგენდნენ მთელი მოსახლეობის 60 %-ს. მას შემდეგ აღწერა აღარ ჩატარებულა, რელიგიური შემადგენლობა კი სავარაუდოა, რომ მუსულმანთა უპირატესობით შეიცვალა.
1975 წელს, ეროვნული ქარტიის გადასინჯვის მცდელობამ გამოიწვია დაპირისპირება რელიგიურ თემებს შორის და ხანგრძლივი სამოქალაქო ომი, რომელიც 1990 წლამდე გაგრძელდა. ამას ემატება პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკების პრობლემაც, რის გამოც ქვეყანას მუდმივი დაძაბულობა აქვს ისრაელთან. 1976 წელს ილიას სარკისმა სირიას კრიზისის გადასაჭრელად და მშვიდობის აღსადგემნად მის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა სთხოვა. იმავე წლის ოქტომბერში არაბული ქვეყნების ლიგა ქვეყანაში ძირითადად სირიის ჯარით დაკომპლექტებული არაბთა შემაკავებელი ძალების განთავსებას დათანხმდა.
1982 წელს ლიბანის მხრიდან მოხდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ძალების თავდასხმა ისრაელზე რის გამოც ისრაელის ჯარები შევიდნენ ლიბანის ტერიტორიაზე. ისრაელის ძალების მიერ ბეირუთზე ალყის შემორტყმის შემდეგ იქ განთავსდნენ საერთაშორისო ძალები (ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის და ბრიტანეთის მონაწილობით). ლიბანი საერთაშორისო ძალებმა 1984 წელს დატოვეს. 1990 წლის გაზაფხულზე ტაიფის ხელშეკრულების საფუძველზე |სირიამ გაიყვანა თავისი სამხედრო კონტიგენტი ლიბანიდან.
1985-2000 წლებში ისრაელის ჯარებს დაკავებული ჰქონდათ ე. წ. ბუფერულ ზონა ორ ქვეყანას შორის.
იხ. ვიდეო - Ливан - как угробить богатую страну за три года и сделать людей нищими
პოლიტიკური წყობა
ტრადიციულად, ლიბანის პოლიტიკა რელიგიური წარმომადგენლობის პრინციპს ემყარება. ლიბანის კონსტიტუციით სხვადასხვა ორგანოებს ენიჭებათ მანდატი, რომ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს შორის იქნას გაყოფილი.
კონსტიტუციამ შემდეგი ცვლილება 1990 წელს განიცადა „ტაიფის შეთანხმების“ შედეგად. ჩამოყალიბდა კაბინეტი, რომელიც ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის თანაბრად იყოფოდა, მაგრამ მარონიტი პრეზიდენტის ძალაუფლებას ამცირებდა. „ტაიფის შეთანხმებამ“ საპარლამენტო მანდატები დაყო თანაბრად ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, პროპორციულად დენომინაციებს შორის და პროპორციულად ოლქებს შორის. პარლამენტის 128 მანდატი სხვადასხვა რელიგიასა და მის მიმდნარეობებს შორის გადანაწილდა.
დემოგრაფია
ლიბანური საზოგადოება კულტურულად, რელიგიურად და ეთნიკურად მრავალფეროვანია, ასევე დიდია რეგიონული განსხვავებები და სოციალური უთანასწორობა. აღმსარებლობის მიხედვით ლიბანის მოსახლეობა ქრისტიანებისა და მუსლიმებისგან შედგება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა მიმდინარეობებითაა წარმოდგენილი. სულ 18 ოფიციალურად აღიარებული რელიგიური ჯგუფი არსებობს.
- მოსახლეობა - 3 826 000 (2005), მათ შორის ლიბანელები - 79,5 %, პალესტინელები - 9,0 %, სომხები - 4 %.
- სახელმწიფო ენა - არაბული, გავრცელებული ენებია ფრანგული, ინგლისური, სომხური.
- დედაქალაქი - ბეირუთი (1 170 ათასი).
- ქალაქები - ტრიპოლი (213), საიდა (149), სური (117).
ეკონომიკა
- რესურსები - კირქვა, რკინის მადანი, მარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
- ექსპორტი - ტანსაცმელი, საიუველირო ნაწარმი, ხილი.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 3990 $.
- ვალუტა - ლიბანის ფუნტი (LBP).
Комментариев нет:
Отправить комментарий