ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
გრიპი და გაციება - სიმპტომები და დიფერენცირება
გრიპი და გაციება - სიმპტომები და დიფერენცირება იხ. ბმულზე წყარო
ცემინება, ხველა, დახშული ცხვირი, ტემპერატურის მატება, ზოგადი ინტოქსიკაცია, გამონადენი ცხვირიდან, საერთო სისუსტე, სახსრების ტკივილი - ცივ ამინდებთან ერთად ეს სიმპტომებიც იმატებს, რასაც ასევე ხელს უწყობს დახურულ სივრცეში დიდი დროის გატარება (საბავშო ბაღი, სკოლა, სამუშაო დაწესებულება).
საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს რომ ეს უბრალო გაციებაა, ხოლო მეორეს თვლის რომ გრიპი შეეყარა, თუმცა ეს ორი ერთმანეთისგან გასხვავდება.
აუცილებელია ვიცოდეთ მათი დიფერენცირება, ვინაიდან გაციება მარტივად სამართავია, ხოლო გრიპი შესაძლოა გახდეს მიზეზი სხვადასხვა გართულებების და ჰოსპიტალიზაციის.
იხ. ვიდეო - Cold vs. Flu: What's The Difference?
აღსანიშნავია, რომ გაციების დროს ტემპერატურა იშვიათად აჭარბებს 38 გრადუსს, ხოლო გრიპის დამახასიათებელი სწორედ მაღალი ცხელებაა, რომელიც ხშირად 39 გრადუსს აღემატება. ასევე გრიპის ერთ-ერთი მახასიათებელია საერთო სისუსტე, მომატებული ძილიანობა, უმადობა, კუნთების და სახსრების ტკივილი, რაც ჩვეულებრივი გაციების დროს ნაკლებად ფიქსირდება. გრიპმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, როგორიცაა ყურის ან ფილტვების ანთება, პნევმონია, სინუსიტი. რაც შეეხება გაციებას, მისი ძირითადი გამოვლინებაა: ცემინება, ხველა, ყელის და თავის ტკივილი, გაძნელებული სუნთქვა და გამონადენი ცხვირიდან.
გრიპით დაინფიცირება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც ვირუსს ჰაერწვეთოვანი გზით ავრცელებს და ის გადამდებია საინკუბაციო პერიოდის დასრულებიდან 4-5 დღის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის მატება ორგანიზმის თავდაცვითი და ბუნებრივი რეაქციაა, ამით სხეული ვირუსების ორგანიზმში შეჭრას ეწინააღმდეგება. ტემპერატურის მაჩვენებელი ვირუსის ტიპსა და მის აგრესიულობაზე, ასევე ორგანიზმის რეაგირების უნარზეა დამოკიდებული.
სასარგებლო რჩევები: ხშირად დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ ოთახი სადაც მეტ დროს ატარებთ, გაიკეთეთ პირბადე რათა დაიცვათ საკუთარი თავი და სხვა ბაქტერიების გავრცელებისგან. აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ტემპერატურა 39 გრადუსს მიაღწევს და არ დაინიშნოთ თვითნებური მკურნალობა.
იხ. ვიდეო - გაციების დროს რა გააკეთო და რა არა! - Giorgi Ghoghoberidze - გიორგი ღოღობერიძე
თუ გაცივდით, კვების რაციონი სეცვალეთ - ვირუსი სეიძლებათ ნებისმირ ადგილას აიკიდოთ - ჩიცვით თბილად, გაციებისას ყველაზე კარგი საშუალებაა სახლში დარჩენაა. მხიარულ კომპანიაზე უარი უნდა თქვათ. წამლებიდან იხ ზემოთ ვიდეოში რეკომენდაცია.
სითხის ბევრი მიღება და ჩაი გემოვნებით. მასაჟი მსუბუქი, ლოცვა, ადაპტაცია.უარი თქვით მოწევაზე, უკუაგდეთ პესიმიზმი.
რჩევები სურდოს დროს და გრიპის დროს - არომათერაპია და ინჰილაცია. აეროფიტოთერაპია გაცივების მკურნალობის ახალი მეთოდია. ოთახში აანთეთ ევკალიპტის ან თავშავას ზეთის არომატული ლამპა. სწრაფად გამოჯამრთელდებით. პიდემიების დროს ისუნთქეთ რეჰანისა და ქინძის ზეთის ნარევს. ამ ნარევს 30-ჯერ უფრო მეტი ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.
დღის გამნავლობაში მიიღეთ 8-10 ფინჯანი ცხელი სითხე. ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა გაცივების დროს, პიტნის ჩაის დაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი ხველა გაგივლით.
ყელის ტკივილს დროს ა) მიიღეთ 1 ჩ. ჭ. თაფლიანი თბილი რძე, ეს მოგიხსნით ტკივილს და ფხანის შერგძნებას.
ბ) ყელში გამოივლეთ თაფლიანი წყალი ყოველ 0,5 სთ-ში ერთხელ.
სურდოს დროს ცხვირის გაჭედვა არც თ ისე იშვიათობაა ამ დროს სასარგებლოა ფეხების არა უმეტეს 5 წთ-ანიაბაზანა სისხლი გადადის ფეხებში, ცხვირის ძარღვები კი ვიწროვდება და სურდოც ქრება.
გაციების დროს აუცილებელია ოთახის განიავება სუფთა ჰაერით საჭიროა თვენთვის და ახლობლებისთვის თუ სიცხე არ გაქვთ შეგიძლიათ 5-10წთ გაოისერნიოთ (არა თოვსა დ აქარწვიმაში) კარგი ამინდის დროს.
მითები გაცივებისა და გრიპის შესახებ - მცდარია აზრი, თითქოს გრიპისა და გაცივებას იწვევს გადაციება, მათ იწვევს ვირუსები, ხოლო სიცივე და ორპირი ქარი ორგანიზმის დასუსტებული იმუნური სისტემისთვის დამატებითი ფაქტორია.
მცდარია აზრი, რომ ვირუსული ინფექციების დროს აუცულებელია ანიბიოტიკებისმიღება, რადგან ის ეფექტიანია იმ დაავადების დროს, რ-საც იწვევს ბაქტერიები და არა ვირუსული ინფექციები, ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება მაშინ როდესაც არ არის საჭირო, ვნებს ჯამრთელობას,ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას, რ-საც ვეღარ უმკლავდება ეს წამლები ექიმის დანიშნულების გარეშე.
მცდარია აზრი,რომ ავადმყოფობის დროს საჭიროა გაძლიერებული კვება. ამ დროს ძნელად გადასამუშავებელი ცილოვანი და ცხიმიანი საკვები დიდ ენერგიას საჭიროებს, რ-იც სჭირდება ორგანიზმს ვირუსებისგან ბრძოლაში. ამიტომ უმჯობესია, რაციონში გავითვალისწინოთ ადვილად ასათვისებელი პროდუქები - ხილი, ბოსტნეული, თევზი.
სწორია აზრი იმის შესახებ, რომ სწრაფად გამოსაჯანმრთებლად აუცილებელია ბევრი სითხის მიღება. სითხე გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, ძალიან სასარგებლოა ლიმონიანი მწვანე და შავი ჩაი. ასნთებისაწინაამღდეგო და ოფლმდენი თვისებები აქვს ჟოლოს (გამხმარი კენკრა დაამატეთ მზა ჩაი) ასკილის ნახარში C ვიტამინის წყაროა, შეუცვლელია ბაქტერიოციდული, შარდმენი და ოფლმდენი თვისებები შტოშისა და მოცის ჩაი.
სწორია აზრი იმის შესახებ, რომ სწრაფად გამოსაჯანმრთებლად აუცილებელია ბევრი სითხის მიღება. სითხე გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, ძალიან სასარგებლოა ლიმონიანი მწვანე და შავი ჩაი. ასნთებისაწინაამღდეგო და ოფლმდენი თვისებები აქვს ჟოლოს (გამხმარი კენკრა დაამატეთ მზა ჩაი) ასკილის ნახარში C ვიტამინის წყაროა, შეუცვლელია ბაქტერიოციდული, შარდმენი და ოფლმდენი თვისებები შტოშისა და მოცის ჩაი.
უნდა დავწიოთსიცხე, მაღალი სიცხე ორგანიმს დაცველი ფუნქციაა, ცდილობს, დამოუკიდებლად შეებრძოლოს ვირუსებს, ამიტომ სიცხის დამწევ საშუალებები უნდა მიიღოთ მხოლოდ 38 გრადუსი ცელსიუზე.
აბანო და საუნა სპობს ინფექციებს - ეს პროცედურები კარგია პროფლიატიკის მიზნმით. თუ უკვე ავად ხართ, მაშინ ის ორგანიზმს უფრო ასუსტებს.
გაცივების დროს სასარგებლოა ალკოჰოლის მირება , ალკოჰოლი აფაროვებს სისლძარებს, სიცხეს უმატებს და აძლიერებს გაცივებიტ დასუსტებულ იმუნურ სისტემას.
თაფლი შეუცვლელი წამალია მართალია თაფლი ძალიან სასარგებლოა, თუმცავერ დაგვიცავს ვირუსული ინფექ1ციებისგან, მაგრამ შეამსუბუქებს ავადყოფის მდგომარეობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий