среда, 5 февраля 2020 г.

იშთარი

                                          იშთარი

                                                             
იშთარი (აქადური:DINGIR INANNA) — ხორციელი სიყვარულის, ნაყოფიერების, ომისა და შუღლის ქალღმერთი ასურეთსა და ბაბილონში. მისი შუმერული ანალოგია ინანა.
იშთარი არის ნაყოფიერების, ფიზიკური სიყვარულის ქალღმერთი, ომის და არეულობების, ასტრალური ღვთაების პერსონიფიკაციის პლანეტა ვენერა; ასოცირებული პარასკევ დღესთან. ითვლებოდა, რომ იშთარი იცავდა მეძავებს. იგი იყო ელიასა და ბაალის ქალიშვილი. მთავარი მითი მოგვითხრობს, რომ ქალღმერთმა სიყვარული შესთავაზა გილგამეშს, თუმცა მან უარი თქვა და შეახსენა, რომ ბევრი შეყვარებულია დაღუპული მის მიერ - ღმერთების, ადამიანებისა და ცხოველების სახით. გაბრაზებული ქალღმერთი საპასუხოდ აგზავნის მის ქალაქ ურუქში ზეციურ ხარს - მონსტრს, რომელიც მისი მოთხოვნით შექმნა იშთარის მამამ, ღმერთმა ანუმ                                                          Ancient Akkadian Cylindrical Seal Depicting Inanna and Ninshubur.jpg
შეიარაღებული, ფრთიანი იშტარი ლომით ჯაჭვზე, ზემოთ კუთხეში - რვაქიმიანი ვარკვლავი, ქალღერთის სიმბოლო
მითოლოგია -შუმერ-აკადური
ნაწილი - აკადური
სქესი - ქალი
ფუნქცია - სექსი, ომი, გაქმრავლება
ასტრალური ასპექტი - ვენერა
მამა - ვაჟი
ძმები და დები ერეშკიგალი, შამაში
კულტი - ყველგან
ცენტრი - მესოპოტამია , განსაკუთრებით ურუკი
დაკავშრებულია - საკრალური პროსტიტუცია
გაგება - წლის დროების ცვლილება
სიმბოლო - რვაქიმიანი ვარსკვლავი
იარაღი - მშვილდი და ისარი
ცხოველი - ლომი
იდენტიფიკაცია - ინანა, ანნუნიტი, ნანაიჰა, ბელეტ-ბაბილი და სხვ
სხვა  კულტურებში - ასტარტა, შავუშკა
                                                                Flickr - Nic's events - British Museum with Cory and Mary, 6 Sep 2007 - 194.jpg
მწიგნობრული ადას დაბეჭდვა, რომელიც ასახავს მესოპოტამიურ ღმერთებს. იშტარი - მარცხნიდან მეორე (შეიარაღებული და ფრთიანი). აქადური ხანა (ძვ. წ. 2300). ბრიტანეთის მუზეუმი


სხვა მითები გვაცნობებს ამბავს იშთარის აღზევებას ჯოჯოხეთში, რომლის შემდეგ კი გაქრა დედამიწაზე სიყვარული, ფლორა და ფაუნა. დასავლეთ სემიტურ მითოლოგიაში იშთარი ასოცირდება ასტარტით, ხოლო შუმერულ მითოლოგიაში - ინანით.
მის შესახებ მონაცემები დაცულია აშურის ფრაგმენტში (ძვ. წ. XI საუკუნე) და ასურბანაფალის ბიბლიოთეკაში (ძვ. წ. VII საუკუნე).
იხ. ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...