вторник, 4 февраля 2020 г.

ძველი გერმანელები ძველი გერმანელები

                        ძველი გერმანელები

                             
                                                                          ძველი გერმანელი ოჯახი
ძველი გერმანელები — საერთო, ზოგადი სახელი ყველა იმ ბარბაროსი ტომისა, რომლებიც ცხოვრობდნენ რომის იმპერიის საზღვრებთან ან უფრო შორს, რაინის შესართავიდან ბალტიისპირეთამდე. ამ ტომების რაოდენობა რამდენიმე ათეულს ითვლიდა. ძველი გერმანელების ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და საქონლის მწყემსვა იყო. მათში ჯერ კიდევ გვაროვნულ-თემური წყობილება ბატონობდა. ძველ გერმანელებში ტომის საქმეებს სახალხო კრება ან ტომის უხუცესები წყვეტდნენ. თითოეულ ტომს ჰქონდა თავისი ადათ-წესები, ჰყავდა მფარველი ღვთაებები, ჰქონდა თავისებური, ბარბაროსული სამართალი. ძველი გერმანელები, განსაკუთრებით, იმპერიის საზღვრების სიახლოვეს მცხოვრებნი, ბევრ რამეს ითვისებდნენ რომაელებისაგან. ამასთან, ვერ ეგუებოდნენ რომაელთა გაბატონებას. დროდადრო რომაელებთან ბრძოლისთვის ტომთა კავშირები ყალიბდებოდა.
იხ.ვიდეო

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ერთ-ერთი ტომის ბელადის, არმინიუსის მეთაურობით აუჯანყდნენ რომაელებს, დაამარცხეს და განდევნეს ისინი თავიანთი სამშობლოდან. ამის შემდეგ, რომი იძულებული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო. ჩრდილოეთით მცხოვრები ძველი გერმანელები ეთაყვანებოდნენ სკანდინავიურ ღმერთებს, თორს, ოდინსა და ფრეიას. ისინი რელიგიურ რიტუალებს ღია ცის ქვეშ, ტყის კორომებში ატარებდნენ. არქოლოგებმა აღმოაჩინეს ჭაობში ძალადობრივად დახოცილთა ნაშთები. 
                                       
ოქროს აუერუსი იმპერატოს დომიციანე (81-96წწ) გერმანელი ტყვეები (სავარაუდოდ ხატტები) გრძელი თმებით და წწვერის გარეშე ზის ფარზე დამახასიათებელი ფორმით, გვერდით გადატეხილი შუბი ფრამეა - ძირითადი იარაღი გერმანელების პირველ საუკუნეში (ტაციტუცის თანახმად)
                                             
                                   რეკონსტრუქცია ,,გრძელი''  სახლის გერმანელების
სავარაუდოდ, ეს ადამიანთა მსხვერპლშეწირვაზე მიანიშნებს. ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ძველი გერმანელებით დასახლებული ტერიტორია ჩართული იყო ლითონებითა და ქარვით ვაჭრობაში. რომაულ ეპოქაში საქონლის მოცულობა გაიზარდა, განსაკუთრებით, დუნაისა და რაინის ნაპირების სიახლოვეს. ტომების ბელადებმა თანდათან გაუგეს გემო რომაულ ოქროსა და ვერცხლის ფუფუნების საგნებს. ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქისთვის ძველი გერმანელი ხალხების ნაწილი რომანიზებული იყო, რაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა ვაჭრობას.
                                   
                                         რუქა განსახლება გერმანული ტომების I ს. ჩვ. აღ.
                                                                     



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...