вторник, 11 февраля 2020 г.

ვიტამინი D

                                 ვიტამინი D

                                                   
კალციუმის რეგულირება ადამიანის სხეულში.  აქტიური ვიტამინის D (1,25-დიჰიდროქსივიტამინი D, კალციტრიოლი) როლი ნაჩვენებია ნარინჯისფერში.
ვიტამინი D — ცხიმში ხსნადი სეკოსტეროიდი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმისრკინისმაგნიუმისფოსფატისა და თუთიის შეწოვას. ადამიანისთვის ამ ნაერთების ჯგუფიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ვიტამინი D3 (ასევე ცნობილია როგორც ქოლეკალციფეროლი) და ვიტამინი D (ერგოკალციფეროლი).
საკვებით მიღებული ან კანში სინთეზირებული D ვიტამინი არ არის ბიოლოგიურად აქტიური. აქტივაცია საჭიროებს ფერმენტულ გარდაქმნას, ჰიდროქსილირებას (-OH ჯგუფის დამატება), რომელიც მიმდინარეობს ღვიძლსა და თირკმელებში. შემთხვევები მიუთითებენ იმაზე, რომ ულტრაიისფერი B სხივების მიერ ინდუცირებული ვიტამინის სინთეზი რეგულირდება უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით, რაც თავიდან გვაცილებს მის ტოქსიკურ ეფექტს, მაგრამ მზის სხივების მიერ სიმსივნის რისკის გაზრდასთან დაკავშირებით აზრთა შეუჯერებლობის გამო, არ არსებობს რაიმე კონკრეტული რეკომენდაციები მზეზე ექსპოზიციის დროსთან დაკავშირებით (რომელიც საკმარისი იქნებოდა D ვიტამინის ადეკვატური წარმოქმნისთვის და არ გაზრდიდა სიმსივნის წარმოშობის რისკს). მიუხედავად ამისა, ადამიანებში, რომლებიც გარკვეული დროით იმყოფებიან მზის სხივების მოქმედების ქვეშ, ვიტამინი D სინთეზირდება ადეკვატური რაოდენობით, აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქოლეკალციფეროლი არ არის მკაცრად ვიტამინი, არამედ არის ჰორმონი (აღსანიშნავია ასევე, რომ მისი სინთეზისა და ბიოლოგიური აქტივობის ადგილმდებარეობა ორგანიზმში განსხვავებულია, რაც ასევე ჰორმონების მახასიათებელია). ვიტამინი D კრიტიკულ როლს თამაშობს კალციუმის ჰომეოსტაზსა და მეტაბოლიზმში.
D ვიტამინის უდავო როლი რაქიტისა და ოსტეომალაციის თავიდან ასაცილებლად უკვე კარგადაა ცნობილი, მაგრამ ბუნდოვანი რჩება მისი სხვა ეფექტები ჯანმრთელობაზე. გაურკვეველია D ვიტამინის დიეტაში დამატების გავლენა სიკვდილიანობაზე. არ არსებობს მკაფიო რეკომენდაციები D ვიტამინთან დაკავშირებთ, რადგან, ერთი მხრივ, გამოვლენილია მისი დადებითი გავლენა ძვლების ჯანმრთელობაზე, მეორე მხრივ კი არაა დადასტურებული დადებითი ეფექტები სხვა რაიმე პროცესებთან მიმართებაში.
იხ.ვიდეო

ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) ღვიძლში გარდაიქმნება კალციდიოლად, რომელიც ცნობილია, ასევე, კალიფედიოლად, 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლი (აბრევიატურა: 25(OH)D3).25(OH)D3). ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) ღვიძლში გარდაიქმნება 25-ჰიდროქსიერგოკალციფეროლად (აბრევიატურა: 25(OH)D2). ვიტამინ D-ს სწორედ ამ სპეციფიკური მეტაბოლიტების განსაზღვრა ხდება შრატში ადამიანის D ვიტამინის სტატუსის დასადგენად. . 25-ჰიდროქსიკალციფეროლის ნაწილი თირკმელებში გარდაიქმნება კალციტრიოლად, D ვიტამინის აქტიურ ფორმად. კალციტრიოლი ცირკულირებს სისხლში, როგორც ჰორმონი და არეგულირებს მასში კალციუმისა და ფოსფატის კონცენტრაციას და ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ ზრდასა და რემოდელირებას. კალციტრიოლი ასევე მოქმედებს ნერვკუნთოვან და იმუნურ ფუნქციებზე. არსებობს D ვიტამინის რამდენიმე ფორმა (ვიტამერი). ორი მნიშვნელოვანი ფორმაა ერგოკალციფეროლი (D2) და ქოლეკალციფეროლი (D3). ვიტამინი D ინდექსის გარეშე შეესაბამება D2-ს, D3-ს ან ორივეს. ვიტამინი D2  ქიმიურად დაახასიათეს 1931 წელს. 1935 წელს ვიტამინ D3-ის ქიმიური სტრუქტურა გახდა ცნობილი, რომელიც 7-დეჰიდროქოლესტეროლზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით მიიღეს.
ქიმიურად D ვიტამინის ვარიაციული ფორმები არის სეკოსტეროიდები ანუ სტეროიდები, რომელთა სტეროიდულ ციკლებში ერთი რომელიმე ბმა არის გაწყვეტილი. ქიმიური განსხვავება ერგო და ქოლეკალციფეროლს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ერგოკალციფეროლს გვერდით ჯაჭვში აქვს ორმაგი ბმა 22-ე და 23-ე ნახშირბადებს შორის და მეთილის ჯგუფი 24 ნახშირბადზ
რაციონში D ვიტამინის ნაკლებობა, მზეზე არაადეკვატურ ექსპოზიციასთნ ერთად იწვევს ოსტეომალაციას — ძვლის დარბილებას (ან რაქიტს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება), განვითარებულ ქვეყნებში ეს იშვიათი შემთხვევაა. თუმცა D ვიტამინის  ნაკლებობა გახდა მსოფლიო პრობლემა.სისხლში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის შემცირებული რაოდენობა შეიძლება გამოწვეული იყოს მზისგან თავის არიდებით. ნაკლებობის შედეგია ძვლების მინერალიზაციის პროცესის დარღვევა და საბოლოოდ, მათი დაზიანება.
D ვიტამინის დამატებითი მიწოდების გავლენა ჯანმრთელობაზე ბოლომდე არაა გარკვეული.2013 წლის მიმოხილვამ არ აჩვენა რაიმე კონკრეტული ეფექტი დაავადებების მაჩვენებლებთან ან სიკვდილიანობის შემცირებასთან. ზოგადად, თანამედროვე ნუტრიციული ტენდენციებიდან გამომდინარე, უფრო მოსალოდნელია, რომ D ვიტამინის ნაკლებობა იყოს რაიმე დაავადების მიერ გამოწვეული კონდიცია, ვიდრე მისი გამომწვევი.
ამერიკის შეერთბული შტატების სამედიცინო ინსტიტუტის (IOM- Institute of medicine) მიერ გამოქვეყნებული მოხსენებით, მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია კარდიოვასკულარულ დაავადებებსა და ჰიპერტენზიასთანსიმსივნესთანდიაბეტთან, მეტაბოლურ სინდრომთან, ფიზკუირ ქმედითუნარიანობასთან, იმუნურ სტატუსსა და აუტოიმუნურ დაავადებეთან, ინფექციებთან, ნეიროფიზიოლოგიურ ფუნქციონირებასა და პრეეკლამპსიასთნ არ არის მკაცრად დაკავშირებული კალციუმისა და D ვიტამინის მიღებაზე, დასკვნა ახლაც სადავოა. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ IOM იძლევა ზედმეტად რადიკალურ რეკომენდაციებს და რომ მათ დაუშვეს გარკვეული მათემატიკური შეცდომები სისხლში D ვიტამინის განსაზღვრისას. IOM-ის წევრების თქმით, მათ გამოიყენეს სტანდარტული პროცედურები დიეტური რეკომენდაციებისთვის და რომ მოხსენება სრულიად დაფუძნებულია შედეგებზე. კვლევები D ვიტამინის ხელოვნურად დამატების შედეგებზე კვლავ მიმდინარეობს
D3 ვიტამინის ხელოვნურად დამატებამ აჩვენა სიკვდილის შემცირებული რისკი ხანდაზმულებში (იგულისხმება სიცოცხლის ხანგრძლივობის მეტნაკლები გაზრდა), მაგრამ ეფექტები არაა იმდენად ნათელი, რომ შედგეს კონკრეტული რეკომენდაციები D ვიტამინის ხელოვნურად დამატების შესახებ.
სხვა ფორმებს (D2 ვიტამინი, ალფაკალციდოლი და კალციტრიოლი) არ აღმოაჩნდათ რაიმე განსაკუთრებული ეფექტები სიკვდილიანობის მაჩვენებლებთან მიმართბაში. აღმოჩნდა, რომ სისხლში ამ ფორმების მომატებული დონე სიკვდილის რისკის შემცირებას უკავშირდებოდა, მაგრამ არაა ნათელი ხელოვნურად მათ დამატებას აქვს თუ არა მგავსი დადებითი ეფექტი. D ვიტამინის როგორც სიჭარბე ასევე ნაკლებობა უკავშირდება ნორმიდან გადახრილ ფუნქციონირებასა და ნაადრევ დაბერებას. შრატის კალციდიოლსა და ყველა მიზეზით სიკვდილიანობას (all-cause mortality) შორის დამოკიდებულებას პარაბოლის სახე აქვს. D ვიტამინის ნაკლებობით ზიანი უფრო მეტად ადგებათ მუქი კანის ფერის მქონე მოსახლეობას (კანის პიგმენტაციისა და D ვიტამინის სინთეზის ურთიერთდამოკიდებულების თავისებურებიდან გამომდინარეD ვიტამინის დანამატები ფართოდ იყიდება ინტერნეტითა და სხვა საშუალებებით მათი ანტისიმსივნური მოქმედების მტკიცებით. თუმცა აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის მიღებას არანაირი გავლენა არ აქვს სიმსივნის განვითარების რისკზე. ზოგიერთი კვლევის თანახმად D3 ვიტამინი ამცირებს სიმსივნით გარდაცვალების რისკს, თუმცა მონაცემების სარწმუნოობა დაბალია.
არსებობს არასაკმარისი მტკიცებულებები D ვიტამინის სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის დანიშვნის შესახებ, ასევე, ზოგიერთი შემთხვევის თანახმად, D ვიტამინის ნაკლებობა ამძიმებს სიმსივნის ეფექტებს ორგანიზმზე, დიაგნოზის დასმისას 25-ჰიდროქსი D ვიტამინის მაღალი კონცენტრაცია ამსუბუქებს სიმსივნის განვითარების პროცესს, აუმჯობესებს მკურნალობის გამოსავლიანობას

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...