понедельник, 10 февраля 2020 г.

ისოსის ბრძოლა

                          ისოსის ბრძოლა

                       Reconstruction of the mosaic depiction of the Battle of Issus after a painting by Apelles found in the House of the Faun at Pompeii (published 1893).jpg
ნახატ-რეკონსრუქცია ალექსანდრეს მოზაიკა (I ს ჩვ  .წ. აღ) გამოსახულია ბრძოლის კულმინაციის მომენტი ისოსის ბრძოლის
 ბრძოლა მაკედონიასა და ირანს შორის. გაიმართა ძვ. წ. 333 წელს დღევანდელი თურქეთის ჰათაის პროვინციაში. მაკედონელებს მეთაურობდა ალექსანდრე მაკედონელი, ხოლო ირანელებს დარიოს III. იხ. ვიდეო
ძვ. წ. 334 წელს ალექსანდრე მაკედონელი აზიაში შეიჭრა ჰელესპონტის მხრიდან. ამავე წელს მან გრანიკოსის ბრძოლაში დაამარცხა სპარსელთა ჯარი. შემდეგ მან დაიმორჩილა მთელი მცირე აზია და გაჩერდა ქალაქ თარსუსთან. დარიოს III-მ შეკრიბა საკმაოდ დიდი ჯარი. ალექსანდრემ გაამაგრა თავისი ბანაკი და არ გარისკა იმპერიის ტერიტორიაზე სიღრმეში შესვლა. დაპირისპირება შედგა ძვ. წ. 333 წლის ნოემბრის თვეში ისკანდერუნის ყურესთან დღევანდელი თურქეთის ჰათაის პროვინციაში, იქ სადაც მთავრდება მცირე აზია და იწყება აზია
 მაკედონელთა ალექსანდე მაკედონელის მეთაურობით ძალთა განლაგება - 35 ათასი ქვეითი 5 ათასი ცხენოსანი 
სპარსეთი დარიოს მესამეს 100 - 120 ათასი 
დანაკარგები 
მაკედონელების - 350 ქვეითი, 150 ცხენოსანი
დარიოსის - 50 ათასზე მეტი
ბრძოლის სქემა 
ომის მსვლელობა აღწერილი აქვთ დიოდორე სიცილიელსკურციუსს და უფრო დეტალურად არიანეს.
დარიოსის არმია იდგა მდინარე პინარის ნაპირზე, რომელიც ღრმა არ იყო, მაგრამ საკმაოდ ციცაბო ნაპირები ჰქონდა. ზოგიერთ ადგილზე სადაც სანაპირო დაბალი იყო, სპარსელებმა აღმართეს დამცავი კედლები. ალექსანდრემ თავისი ჯარი სრულ მზადყოფნაში მოიყვანა და დააყენა მოწინააღმდეგის ბანაკიდან ისრის სროლის მანძილზე. შემდგ ცხენოსნებთან ერთად გადავიდა შეტევაზე და შეუტია სპარსელების მარცხენა ფლანგს. გეტაირების ჯარი სოლივით შეიჭრა სპარსელთა არმიაში. სპარსელების მეწინავე რაზმი ეგრევე გაიქცა.
ალექსანდრეს არმიის ცენტრში მაკედონური ფალანგა იყო. ხოლო მარცხენა ფალანგაზე, ზღვასთან ახლოს, თესალონიკელთა და ბერძენთა ცხენოსანი და ბერძენ-თრაკიელთა ქვეითი რაზმები იდგნენ, რომლის პირისპირაც აღმოჩნდა სპარსელების მძიმე კავალერია. თავდაპირველად, ისევე როგორც ცენტრში, აქაც მაკედონელთა ნაწილებმა უკან დაიხიეს, მაგრამ შემდეგ კვლავ შეტევაზე გადავიდნენ. დარიოსის თვალწინ იხოცებოდნენ მისი თანამებრძოლები და ნათესავები. შეუძლებელი გახდა ალექსანდრესა და გეტაირების შეტევის მოგერიება. ამ ბრძოლაში ალექსანდრე მსუბუქად დაიჭრა ბარძაყში.
                                                           
დარიოსის გაქცევამ მთელ ჯარში პანიკა გამოიწვია. მთელი არმია გაიქცა ისე, რომ გარკვეული ნაწილი არც ჩართულა ბრძოლაში.დიოდორე სიცილიელის მიხედვით მაკედონელების დანაკარგი იყო 300 ქვეითი და 150 ცხენოსანი, ხოლო სპარსელების დანაკარგი 50 ათასს აღემატებოდა. ალექსანდრემ ხელში ჩაიგო დარიოსის დედა, ცოლი და შვილები. დარიოსის ცოლი მოგვიანებით გარდაიცვალა მაკედონელის არმიაში. დარიოსის შვილი ცოლად შეირთო ალექსანდრემ ინდოეთში ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ.
ისოსის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ალექსანდრემ დაიპყრო ხმელთაშუა ზღვის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო, მათ შორის ფინიკიაპალესტინა და ეგვიპტე. შემდეგი დიდი ბრძოლა დარიოს III-სთან გაიმართა გავგამელასთან, ორი წლის შემდეგ, ძვ. წ. 331 წელს.







Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...