понедельник, 10 февраля 2020 г.

მთის ებრაელები

                          მთის ებრაელები

                               
                                                               მთის ებრეელები,  XX  ს დასაწყიაი

მთის ებრაელები — ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს დაღესტანსა და აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის სხვა დასახლებულ პუნქტებში. მთის ებრალები განსახლებულნი არიან ჩრდილოეთ აზერბაიჯანშიც. აღსანშნავია, რომ თავდაპირველად ისინი ბინადრობდნენ მთებში, საიდანაც მომდინარეობს სწორედ მათი სახელწოდება, მაგრამ XVIII-XIX საუკუნეებში დაბლობში ჩამოსახლდნენ. პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე, მათ შორის, ანტისემიტიზმის გამო, 1930-იანი წლებიდან და, განსაკუთრებით, აქტიურად 1960-იანი წლების ბოლოსა და 1970-იანი წლების დასაწყისში, მთის ებრაელების მნიშვნელოვანი ნაწილი, იმის გამო, რომ ისინი თათურენოვანნი იყვნენ, თათებად ჩაწერეს.
იხ. ვიდეო
მთის ებრაელები თათური, უფრო სწორად, საშუალო-სპარსულის ერთ-ერთი დიალექტიდან მომდინარე ენის ჩრდილოეთკავკასიურ დიალექტზე ლაპარაკობენ. XIX საუკუნის ბოლოს ერთ-ერთ დიალექტს მუსლიმურ-თათური მეტყველება უწოდეს, რომელზედაც საკუთრივ თათები ლაპარაკობენ, მეორეს ებრაულ-თათური მეტყველება, რომელზედაც მთის ებრაელები მეტყველებენ. მთიელ ებრაელთა თათური ენა თვითმყოფად ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბდა. ამიტომ, როდესაც ამბობენ "თათური ანბანი", "თათური გაზეთი", "თათური ლიტერატურა", "თათური თეატრი", "თათური რადიო" და სხვა მსგავს ტერმინებს - ლაპარაკია სწორედ მთის ებრაელების დამწერლობაზე, ლიტერატურაზე და კულტურაზე. სოფლებში მცხოვრები თათები კი კვლავ საშუალოსპარსულ ენაზე ლაპარაკობენ.
                                               
                                                         სკოლა მთის ებრეელების ქ. ყუბა 1920წ

მთის ებრაელები სარწმუნოებით იუდეველები იყვნენ. მათში ეთნიკური და რელიგიური თვითშეგნება ერთმანეთს ერწყმოდა. ამიტომაც იყო, რომ სხვა რელიგიის მიღება სხვა ხალხში გადასვლად, ეთნიკურობის შეცვლად განიხილებოდა. XIX საუკუნის შუა ხანებში დაღესტანში 27 სინაგოგა იყო.
                                                      
                                                     ებრეელების სასაფლავო  ნალჩილკში 1993წ
მთის ებრაელთა რელიგია მჭიდროდ იყო გადახლართული მეზობელი ხალხების წარმართულ რწმენა-წარმოდგენებთანმთის ებრაელებს მათთვის დამახასიათებელი და საკმაოდ საინტერესო ფოლკლორი ჰქონდათ, რომელიც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მთის ებრაელებში მნიშვნელოვნად იყო განვითარებული სასიმღერო ლირიკა, განსაკუთრებით ხატოვანი კი საქორწილო, საწესჩვეულებო პოეზია და სამგლოვიარო ხმით ტირილი.
მთის ებრაელებს მეცნიერებისა და კულტურის არაერთი მოღვაწე ჰყავდათ. მთის ებრაელი იყო არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში სახელგანთქმული ქირურგი გაბრიელ ილიზაროვი, რომელიც კურგანის ექსპერიმენტული ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...