четверг, 28 февраля 2019 г.

                                      სამშვილდე

                                              Samshvilde fortress (Photo A. Muhranoff, 2010).jpg
 ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი სოფელ სამშვილდის მახლობლად, ისტორიულ ქვემო ქართლში. ციხე-ქალაქი შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდინარე ჭივჭავისა და ხრამის შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს მას გალავანი შემოუყვება.
იხ. ვიდეო
ვახუშტი ბატონიშვილის მას ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ორბის ციხედ მოიაზრებდა. თუმცა ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერთა აზრით ორბის ციხე ალგეთის ხეობაში მდებარე ორბეთის ციხესაღნიშნავს.
ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. მის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულებიმენჰირები, ნამოსახლარები და მათთან ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. სამშვილდე იხსენიება ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ვითარსი ლაშქრობასთან დაკავშირებით. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა ხოლო მფლობელები "ნათესავით პიტიახშნი" იყვნენ. IX საუკუნის ბოლოს ანისის სამეფოს დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.
X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). 1001 წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ გაგიკ I-მა1064 სომეხთა მეფემ კვირიკე II-მ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე. XI საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. 1110 დავით აღმაშენებელმა თურქსელჩუკთაგან გაათავისუფლა და შემოიერთა. XII საუკუნეში სამშვილდეს ორბელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია იყო.
ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1178) უშუალოდ საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. XIII საუკუნეში მონღოლებმა "ჯერ ძლიერი და მაღალი ციხე სამშვილდე აიღეს და შემდეგ თბილისსაც მოადგნენ". 1440 წელს სამშვილდეს გარს შემოერტყა ჯეჰან-შაჰი. მან მოტყუებით და მუქარით მისი აღება მოახერხა. მან სამშვილდის კარების წინ 1664 ადამიანის თავისაგან მინარა დაადგმევინა. 9400 ტყვე წაიყვანა, ყველა ეკლესია დაანგრია და ქვეყანა აოხრებული დატოვა.
1747 წელს დიდი ბრძოლა გაიმართა სამშვილდეში ერეკლესა და ბატონიშვილ აბდულ-ბეგ იასეს ძეს შორის, რომელმაც თეიმურაზსა და ერეკლეს ქართლის წართმევა მოუნდომა.
იხ. ვიდეო
ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დედამ საგდუხტმა "აღაშენა სიონი სამშუილდისა". ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შასაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა - 759-777 (ეს წლები საქართველოში არაბთა ბატონობის განსაკუთრებით სასტიკი ხანაა). IV-VII საუკუნეების ქართული არქიტექტუტასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი წრომის ტაძარს ენათესავება.

სამშვილდის სიონის გეგმა
ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებით საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა, მაგრამ წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია - სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები.
საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2014 წელს ნაქალაქარის ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლის - წმ. გიორგის ეკლესიის არქეოლოგიური გათხრები განახორციელა (ხელმ. პროფ. დ. ბერიკაშვილი). გათხრების შედეგად აღმოჩენილი მოჭიქული კერამიკის ნიმუშები XI-XII სს-ით თარიღდებიან, ეს ის პერიოდია, როდესაც წმ. გიორგის ეკლესია აუშენებიათ, ხოლო ნაწილი მასალისა, გვიანი შუასაუკუნეებით, კერძოდ XVI-XVII სს-ით თარიღდება, როდესაც ზილიხანს, მეფე ვახტანგ V შაჰავაზის მეუღლის, დედოფალი ელენეს აღმზრდელს დაზიანებული ტაძარი „აღუშენებია“. გათხრების დროს გამოვლინდა გვიანდელი პერიოდის სამარხები, სამშენებლო კერამიკის ფრაგმენტები, გაიწმინდა ეკლესიის შიდა ეზო, რომელიც, როგორც დადგინდა ქვის ყორით ყოფილა შემოსაზღვრული.პალატის ეკლესია სამშვილდის ნაქალაქარის ცენტრალურ უბანზე მდებარეობს. არც წერილობით წყაროებში და არც ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში არ არის ცნობები შემორჩენილი იმის შესახებ თუ რომელი წმინდანის სახელზე ყოფილა თავდაპირველად ტაძარი აგებული. ტაძრის ინტერიერში აღმოაჩნდა მცირე ზომის საფლავის ქვა მხედრული დამწერლობით შესრულებული ეპიტაფიით. წარწერა გვამცნობს, რომ აქ დაკრძალულ ყოფილა „მცირეწლოვანი ყრმა ოთარი, ერასტის ძე“. ხელოვნების ისტორიკოსის გ. გაგოშიძის მიხედვით აღნიშნული ყრმა ყაფლანიშვილ-ორბელიშვილთა გვარის უდროოდ გარდაცვილი წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ კარის ეკლესიაში დაუკრძალავთ. გათხრებმა გარდა ეპიგრაფიკული ძეგლისა გვიანდელი შუასაუკუნეების შესანიშნავი არქეოლოგიური მასალა და მოზრდილი ზომის არქიტექტურული დეტალებიც გამოავლინა.

სხვა ძეგლები

კომპლექსში შემავალი სხვა ძეგლებია
  • ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
  • სამნავიანი ბაზილიკა
  • ეკლესია შვერილი აფსიდით
  • მდინარე ხრამის მხარეს მდებარე ეკლესია — თეოგენიდა (XII-XIII სს.).
  • ციხე-სიმაგრე
  • „პალატის ეკლესია“
  • ფეოდალთა სასახლეები
  • საცხოვრებელი სახლები
  • ტეტრალიტი, ანუ თეოგენიდას ეკლესიასთან სამი ერთმანეთზე დალაგებული ქვის დიდი ლოდი, რომლებიც ეყრდნობიან მეოთხე დიდ ლოდს (საფუძველს).
  • წყალსაცავი აუზები
  • ხიდი მდ. ჭივჭავზ

1968-1970 წლებში ნაქალაქართან გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული საფეხურის ნამოსახლარი და სამაროვანი. კარკნალის მთის სამხრეთით კალთაზე გამოვლინდა ნამოსახლარი. სოფელს ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები ჰქონია, კერძოდ, ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის გამოსადეგი ფართობი. გაითხარა 2 კულტურის ფენა. ნაგებობები ფერდობზე ყოფილა განლაგებული. I ფენის (ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანა) შენობათა კედლები დანგრეული იყო. აქ ნაპოვნი კერამიკური ნაწარმი (სხვადასხვა ტონალობის ღია ფერის თიხის ჭურჭელი) გამოირჩევა ფორმების სისადავით და არქაულობით. ნაპოვნია ობსიდიანის სხვადასხვა იარაღი და ანატკეცები, რომლებსაც გამოყენების კვალი ემჩნევა (ზოგი მათგანი რეტუშირებულია). II ფენაში (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში) აღმოჩნდა წრიული გეგმის მქონე საკულტო დანიშნულების შენობის სამმაგი კედლის ქვის ნახევარწტიული საძირკველი. გამოვლინდა სამეურნეო ორმოები. კერამიკულ ნაწარმს გარკვეული კავშირი აქვს I ფენის ჭურჭელთან და ისეთის, როგორც სამაროვანზე ნაპოვნი ჭურჭელი. ჭარბობს მუქი და შავი ფერის კერამიკა. ჩნდება ჭურჭლის ნახევარსფერული ყურები და სხვა. ამავე ფენაში აღმოჩნდა ობსიდიანის ყუნწიანი ისრისპირი, ანატკეცები (უმეტესობას ემჩნევა გამოყენების კვალი) და ხელსაფქვავის ქვები. ვარაუდობენ, რომ სამშვილდეში (შუა ფეოდალური ხანა, როცა სამშვილდე ქალაქი იყო) ხელოსნური წარმოების ერთ-ერთი ცენტრი (თიხის ჭურჭლის, ფაიანსის, მინის ჭურჭლისა და სამკაულის სახელოსნოები) არსებობდა.
სამშვილდეში გამოვლენილი სამარხები (O-W და N-S დამხრობის) განლაგებული იყო 4 რიგად და წარმოადგენდა უმთავრესად ქვის ფილებისაგან ან ლოდებისაგან ორმოში ნაგებ დიდ ოთხკუთხა აკლდამებს. ეს იყო საოჯახო, კოლექტიური სამარხები. მიცვალებულები ხელფეხმოკეცილი ესვენა. 2 აკლდამა ეკუთვნოდა კულტის მსახურს. მათში აღმოჩნდა ობსიდიანის "ფანჯრიანი", აგრეთვე ასტრალურ-სიმბოლოებიანი ჭურჭელი, ბრინჯაოს სპირალურთავიანი საკინძი და სხვა. სამაროვანზე ნაპოვნია სპირალური სასაფეთქლ რგოლები და მრავალხვიანი საკიდები. აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ნამოსახლარის II ფენაზე გამოვლენილი კერამიკის მსგავსია. აქვე მიკვლეულია ფეოდალური ხანის 5 სამარხი.
იხ. ვიდეო

2012 წელს საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაზე ჩამოყალიბდა სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია. არქეოლოგიურად შესწავლილი იქნა წმ. გიორგისა და „პალატის“ ეკლესიები. გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი დ. ბერიკაშვილი) გამოვლინდა საქართველოს განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა. სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2015 წელს სამშვილდის ნაქალაქარის შიდა ციხის არქეოლოგიური კვლევები დაიწყო. შიდა ციხე-ციტადელი მდ. ხრამისა და მდ. ჭივჭავს შორის ამოზრდილ კონცხის ყველაზე შევიწროვებულ ადგილზეა გამართული და სამეფო უბანს დასავლეთიდან ამაგრებს. არქეოლოგიური თვალსაზრისით იგი ნაქალაქარის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ უბანს წარმოადგენს. გათხრები წარიმართა გვიანშუასაუკუნეების პერიოდის აბანოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და შედეგად გამოვლინდა საკმაოდ მძლავრი კედლები, რომლებიც მიმართულია სამხრეთდან ჩრდილოეთისაკენ. ამავე დროს დადგინდა, რომ ეს კედლები მოგვიანებით სათავსოების გამართვის დროს გამოუყენებიათ და ტერიტორია მათ შორის ქვის კვადრებითა და ფილაქნებით მოულაგებიათ. სავარაუდოდ, ეს ინტენსიური მშენებლობა-გადაკეთებები ციხის ცხოვრების ფინალური პერიოდის მოვლენაა და დაკავშირებული უნდა იყოს აბდულა ბეგის მიერ სამშვილდის ციხეში ჩატარებულ სამშენებლო საქმიანობასთან. აღსანიშნავია, რომ გათხრების შედეგად გამოვლენილი გვიანშუასაუკუნეების სათავსო-ნაგებობები განვითარებული შუასაუკუნეების მასალების შემცველ ფენებშია გამართული. ეს მოვლენა იმით უნდა აიხსნა, რომ მშენებლობის დროს „ციხე დაუხვეტავთ“ რის შედეგადაც აქ გვიანდელი ფენები განადგურებულია. გარდა ადგილობრივი ნაწარმისა გათხრების შედეგად გამოვლინდა იმპორტული კერამიკა, ობსიდიანისა და კაჟის ანატკეცები, მინისა და ლითონის არტეფაქტები და დიდი რაოდენობით ოსტეოლოგიური მასალა.
იხ. ვიდეო



ფარნავაზ I

                               ფარნავაზ I

                                                      Pharnavaz I relief (2).jpg
(სპარს. ფარნა – დიდებალათ. Pharnabazus I) — იბერიის პირველი[კ 1][კ 2][კ 3] მეფე, ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით: იბერიის მეორე მეფე ძვ. წ. IV საუკუნეში. ფარნავაზი ქართლის უკანასკნელი მამასახლისის, სამარას ძმისშვილია. იგი საქართველოს პირველი გამაერთიანებელი და ფარნავაზიანთა დინასტიის დამფუძნებელია.
იხ.ვიდეო

ფარნავაზი იყო მამით ქართლოსიანი, მცხეთის უკანასკნელი მამასახლისის — სამარას ძმის შვილი. ფარნავაზის მამა კი მსახურობდა სპარსეთის მეფის დარიოს III-ის კარზე სადაც შეირთო ცოლად მეფის ასული. ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის აღების შემდეგ ფარნავაზის მშობლები მცხეთაში დაბრუნდნენ სამარა მამასახლისთან თავის შესაფარებლად. სპარსეთის აღების შემდეგ ალექსანდრემ კავკასიაზეც გამოიწია და მცხეთის აღებისას მოკლა ფარნავაზის მამა და ბიძა, ხოლო მცხეთაში დასვა აზო. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ფარნავაზის დედა თავის მცირეწლოვან შვილებთან (ფარნავაზი 3 წლის იყო) ერთად იძულებული გახდა გახიზნულიყო ჯერ სარმატიაში ხოლო შემდეგ გადასულიყო სპარსეთში. უკვე 20 წლის ფარნავაზი თავის ორ დასთან და დედასთან ერთად ბრუნდება მცხეთაში და ვინაობის გაუმხელად უახლოვდება აზოს.
ერთხელაც ფარნავაზი სიზმარს ნახულობს რომელიც წინასწარმეტყველებასავით აუსრულდება, როდესაც დიღმის გამოქვაბულში ნადირობისას იპოვნის თვალუწვდენელ განძს, რომლითაც დაგეგმავს აზონის ჩამოგდებას და ფარნავაზიანთა დინასტიის გავრცელებას სრულიად ივერიაზე. ის იმოყვრებს ჯერ კოლხეთის მამასახლისს ქუჯს გაატანს რა ცოლად მის უმცროს დას, ხოლო შემდეგ უფროს დას ათხოვებს სარმატ მთავარზე. ამ ორი დიდი კავშირით ფარნავაზი მიიწევს აზონის ჩამოსაგდებად. შეშინებული აზო გარბის ჯავახეთში, კერძოდ არტაანში და იქ ჰურის ციხეში აფარებს თავს. ფარნავაზი უბრძოლველად იღებს მცხეთას და შემდეგ უკავშირდება სელევკიდების მეფეს, სელევკოს დიდს, და უთვლის განძს, რათა არ მიემხროს აზონს მრძოლაში. სელევკიდთა მეფის განდგომის შემდეგ აზონი იძულებული ხდება საშველად მიმართოს საბერძნეთს (თრაკია-მაკედონიის მეფეს, ლისიმაქეს), რომელიც დასახმარებლად უგზავნის მას არმიას.
ერთის მხრივ ფარნავაზი გაერთიანებული ძალით, ხოლო მეორეს მხრივ აზო საბერძნეთის არმიით შეებრძოლენ ქაჯეთის ციხესთან, სადაც აზო მოიკლა, ხოლო ბერძნები კი განიდევნენ რეგიონიდან. საბოლოოდ ფარნავაზმა თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა, ხოლო სამეფო ნიშნები და ინვესტიტურა ანტიოქოს I-გან მიიღო.

ფარნავაზმა საქართველო ცხრა საერისთავოდ ჩამოაყალიბა.
გამარჯვებულმა ფარნავაზმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება. ქართლი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად – საერისთავოებადერისთავებს ევალებოდათ საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, ხარკის აკრეფა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სულ შეიქმნა რვა საერისთავო.
  1. არგვეთის საერისთავო („მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ადმდე [ეგრისისა], რიონს ზემოთ“);
  2. კახეთ, კუხეთ, ჰერეთის საერისთავო („მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი“);
  3. ხუნანის საერისთავო („მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი“)
  4. სამშვილდის საერისთავო („მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი“);
  5. წუნდის საერისთავო („მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი“);
  6. ოძრხეს საერისთავო („მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა“);
  7. კლარჯეთის საერისთავო („მისცა არსიანითგან ზღუამდე“);
  8. ეგრისის საერისთავო („ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა ... მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი“).
სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია – შიდა ქართლი, დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.
ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი: „ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისისა. ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა“. არმაზი საერთო ქართული უზენაესი ღვთაება გახდა, ამასთანავე ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები – გაცი და გაიმი.
ქართლის ცხოვრება ფარნავაზს მიაწერს ქართული დამწერლობის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას: „ამან განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“. მანამდე ქართლში ექვს ენაზე საუბრობდა ხალხი: ქართულ, სომხურებრაულბერძნულხაზარულ და ასურულ ენებზე. ფარნავაზმა ააგო არმაზის ციხე და მცხეთას გალავანი შემოარტყა.
ფარნავაზ მეფემ 65 წელი იმეფა და გარდაიცვალა ძვ. წ. 237 წელს. დაკრძალეს არმაზის კერპის სიახლოვეს. ცოლად ჰყავდა დურძუკის ქალი რომლისაგანაც ეყოლა ძე, მისი ტახტის მემკვიდრე — საურმაგ I.

                                                                   მზის დაბნელება

ძველი სტილით, ძვ. წ. 281 წლის 6 აგვისტოს, მთელი ამიერკავკასიის ტერიტორია მზის დაბნელებამ მოიცვა. ამავე დღეს დაფიქსირდა ბუნიობა. სავარაუდოა, რომ სწორედ აღნიშნული თარიღი დაედო საფუძვლად ძველ ქართულ წარმართულ კალენდარულდღესასწაულს — არმაზობას.
წინამორბედი:
შეიქმნა სამეფო
იბერიის მეფე
ძვ. წ. 284 – ძვ. წ. 219
ძვ. წ. 299 – ძვ. წ. 234
შემდეგი:
საურმაგ I
წინამორბედი:
აზონი
ქართლის მეფე
ძვ. წ. 284 – ძვ. წ. 234
შემდეგი:
საურმაგ I
წინამორბედი:
აზონი
საქართველოს მეფე
ძვ. წ. 302 – ძვ. წ. 237
შემდეგი:
საურმაგ I
წინამორბედი:
აზონი
ივერიის მეფე
ძვ. წ. 302 – ძვ. წ. 237
შემდეგი:
საურმაგ I
წინამორბედი:
აზო
არმაზ-მცხეთის მეფე
ძვ. წ. 272 – ძვ. წ. 206
შემდეგი:
საურმაგ I
იხ.ვიდეო
პიტიახში — სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი მოახლე ადრინდელ სასანიანთა ირანშიქართლის სამეფოსა (იბერია) და სომხეთში პიტიახში (bitaxš) სპარსული წარმოშობის სიტყვაა, მაგრამ დღემდე ამ ტერმინის, არც მისი სომხური ფორმის (bdeašx) და არა ქართული „პიტიახშის“ ეტიმოლოგია და მის მიერ აღნიშნული სახელოს ფუნქციები საბოლოოდ დადგენილი არ არის.
დიმიტრი ბაქრაძის სიტყვებით:

„სომხური პიტიახში, ბერძნული petiax ნიშნავს „საზღვრის მცველსა“. პატიახშებად იწოდებოდნენ გუგარის ანუ ჩვენის სომხეთის მთავარნი.“
ყველაზე ადრინდელი სპარსული წარწერების მიხედვით (262 შაბურ I-ის ტრილინგვა და ნარსის პაიკულის ბილინგვა), პიტიახშის ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა ირანის სამეფო კარის დიდმოხელეებს შორის. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ პიტიახში იყო მეფისნაცვალი, ხოლო ზოგი მას პროვინციის მმართველად მიიჩნევს. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, მაგარლითად, „პიტიახშის“ ტირულით მოიხსენიებს შაჰის მიერ IV საუკუნის ქართლის გამგებლად გამოგზავნილ ირანელ მმართველს.
სომხური წყაროების მიხედვით, ბდეშხი სანაპირო ოლქის მმართველი იყო. ზოგი მეცნიერის აზრით, სომხეთში ოთხი სადეშხო იყო, მაგრამ უფრო სარწმუნო ჩანს ცნობები მხოლოდ აღძნიქისა და გუგარქის ბდეშხების შესახებ.
არმაზისხევის სამაროვანის გათხრების შედეგად გამოცლინებულ ბერძნულ-არამეულ წარწერებში (ახ. წ. I-III სს.) მოხსენიებული არიან ქართლის პიტიაზშები შარაგესი, ბერსუმა, ასპარუგი, ჯავახი, პუბლიკიოს აგრიპა. აღსანიშნავია, რომ ბილინგვის არამეულ წარწერაში აგრიპა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვრად არის მოხსენიებული, ხოლო ბერძნული ტექსტში პიტიახშად.
სიმონ ჯანაშიას აზრით, რასაც სხვა მკვლევარებიც იზიარებენ, აღნიშნულ წარწერებში „პიტიახში“ ქართული „ერისთავის“ აღსანიშნავად უნდა იყოს გამოყენებული. ამ მოსაზრებით, „პიტიახშები“ ანუ „ერისთავები“ არიან ცალკეული პროვინციის გამგებლები. გიორგი მელიქიშვილის აზრით, ტერმინი „პიტიახში“, ჩანს, ქართლში „ერისთავის“ პარალელურად იხმარებოდა სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიის უმაღლესი ფენის წარმომადგენელტა აღსანიშნავად. გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება, რომ „პიტიახში“ (რომელიც ჯერ კიდევ აქემენიდთა ხანაში უნდა შემოსულიყო ირანიდან) ქართლში ეწოდებოდა მთავარსარდალსა და უმაღლეს მსაჯულს, რომელიც სტრაბონის აღწერილობაში მეფის შემდგომ მეორე პირად არის მოხსენიებული. ქართული წყაროების მიხედვით, ამ მოხელეს „სპასპეტი“ (შიდა ქართლის ერისთავი და ამასთან ყველა ერისთავთა მთავარი) ეწოდება.
თ. გამსახურდია „პიტიახშსა“ და „სპასპეტს“ შორის იგივეობას ხედავდა, რაც შეეხება ისტორიული ქვემო ქართლის მემკვიდრეობით ხელისუფალთ, რომლებიც V-Vი საუკუნეებში ქართულ-სომხური წყაროებით პიტიახშის წოდებას ატარებდნენ, ფიქრობენ, რომ ეს ტიტული მათ დაუმკვიდრდათ იმ დროიდან, როდესაც ეს ოლქი ერთხანს პოლიტიკურად სომხეთში შედიოდა და მისი მმართველები პიტიახშის ანუ სომხურად ბდეშხის წოდებას ატარებდნენ.



вторник, 26 февраля 2019 г.

დეივიდ კოპერფილდი (ილუზიონისტი)

                                             
კოპერფილდი 2010 წელს

 ინგლ. David Copperfield; დ. 16 სექტემბერი1956) — ამერიკელი ილუზიონისტი და ჰიპნოტიზიორი. ჟურნალ „Forbes“-ის მიხედვით იგი ისტორიაში კომერციული თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ილუზიონისტია.  38 საერთო ნომინაციიდან კოპერფილდს 21 ემის ჯილდო აქვს მოგებული. ცნობილია აგრეთვე ფსევდონიმით „დავინო“. ჰოლივუდის დიდების ხეივანზეგახსნილი აქვს ვარსკვლავი,  გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში 11-ჯერ არის მოხვედრილი; საფრანგეთის მთავრობისგან მიღებული აქვს რაინდის წოდება. აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ იგი დაასახელა როგორც „ცოცხალი ლეგენდა“. საერთო ჯამში კოპერფილდს გაყიდული აქვს 40 მილიონზე მეტი ბილეთი და მისი საერთო მოგება 4 მილიარდს აღწევს.
1978 წ-ს ენბი-სიმ მოიწვია 22 წლის ასაკში ხოლო 1990წ-ს მისი შოუ ,,კოპერფილდის მაგია'' არხზე CBS-ზე ამ დროს მას მოუვიდა იდეა უფრო ფართომასტაბური ილუზისა პირველი იყო გაქრობა თვითმფრინავის . შემდეგ კი თავისუფლების ქანდაკების გაქრობა, შემდეგ გადაფრენა დიდი კაბიონზე გასვლა ჩინეთის კედელში, გაქცევა ცნობილი მყარი ციხიდან ალკატრასიდან, მოგზაურობა ბერბუნდის სამკუთხედში, გაქცევა აფეთქებული შენობიდან, გადახდომა ნიაგარას ჩანჩქერიდან, გაქრობა აღმოსავლეთის ექსპრესის და სხვ. იხ. ვიდეო ცნობილი შოუ სიკვდილის ხერხი
პირადი ცხოვრება
1993 წელს ბერლინში ცნობილი ადამიანების გალაზე კოპერფილდმა გაიცნო გერმანელი სუპერმოდელი კლაუდია შიფერი, როდესაც ის სცენაზე მიიყვანა გონების კითხვის აქტში და მის მფრინავ ილუზიაში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო 1994 წლის იანვარში ისინი დაინიშნენ. ნიშნობის დროს შიფერი ზოგჯერ გამოდიოდა სცენაზე კოპერფილდთან ერთად, რათა მისი სპეციალური სტუმრის თანაშემწე ეთამაშა ილუზიებში, მათ შორის ნახევრად დახრილობის ჩათვლით. იგი ასევე გამოჩნდა კოპერფილდთან ერთად ფილმში „დევიდ კოპერფილდი: მაგიის 15 წელი“ (1994), დოკუმენტურ ფილმში, რომელშიც მან შეასრულა რეპორტიორის როლი, რომელიც ინტერვიუ ატარებდა მას, და ბოლოს მათ განაახლეს „მფრინავი“ ილუზიის შესრულება. თითქმის ექვსწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 1999 წლის სექტემბერში მათ გამოაცხადეს დაშორება სამუშაო გრაფიკის მოტივით.

2006 წლის აპრილში, ის და ორი თანაშემწე ქალი იარაღით გაძარცვეს სპექტაკლის შემდეგ დასავლეთ პალმ ბიჩში, ფლორიდაში. მისმა თანაშემწეებმა გადასცეს ფული, პასპორტები და მობილური ტელეფონი. მისი პოლიციის განცხადების თანახმად, კოპერფილდს არაფერი გადასცა და ამტკიცებდა, რომ მან ხელის ჭკუა გამოიყენა თავისი ნივთების დასამალად, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ ამის გაკეთება იყო „რეფლექსი, რომელსაც შეეძლო დახვრიტეს ჩემთვის“. თანაშემწეებმა სანომრე ნიშნის უმეტესი ნაწილი ჩაწერეს, ეჭვმიტანილები კი მოგვიანებით დააკავეს, ბრალი წაუყენეს და მიუსაჯეს.

კოპერფილდის შეყვარებულმა ქლოე გოსელინმა, 28 წლით უმცროსმა ფრანგმა მოდელმა, გააჩინა ქალიშვილი 2010 წელს. კოპერფილდს კიდევ ორი ​​შვილი ჰყავს, ვაჟი და ქალიშვილი.

2016 წლის ივლისში კოპერფილდმა იყიდა სასახლე 1625 ანკლავ სასამართლოში ლას-ვეგასის მდიდარ სამერლინის საზოგადოებაში 17,55 მილიონ დოლარად.
მოგება
დევიდ კოპერფილდი Forbes-ის ვარსკვლავების 100 სიაში
წელი (ივნისი-ივნისი) ანაზღაურება (USD, მილიონები) Power Rank Pay Rank
1999–2000 არ არის სიაში
2001 60 23 5
2002 წელი არ არის სიაში
2003 55 43 10
2004 57 35 10
2005 57 41 10
2006–2008 არ არის სიაში
2009 30 80 50
ჟურნალმა Forbes-მა იტყობინება, რომ კოპერფილდმა 2003 წელს 55 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც მას მეათე ყველაზე მაღალანაზღაურებად ცნობილ ადამიანად აქცევს მსოფლიოში (შემოსავლების რიცხვი არის გადასახადამდე და აგენტების და ადვოკატთა საფასურის გამოქვითვამდე და ა.შ.). Forbes-ის თანახმად, მან გამოიმუშავა $57 მილიონი 2004 და 2005 წლებში, ხოლო $30 მილიონი 2009 წელს გართობის შემოსავლით. კოპერფილდი წელიწადში 500-ზე მეტ შოუს ატარებს მთელ მსოფლიოში.
იხ. ვიდეო დევიდ კოპერფილდის ფრენა

საქველმოქმედო საქმიანობა
1982 წლის მარტში კოპერფილდმა დააარსა Project Magic,  სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც ეხმარება ინვალიდ პაციენტებს დაიბრუნონ დაკარგული ან დაზიანებული უნარები ფიზიკური თერაპიის სახით. პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის ოკუპაციური თერაპიის ასოციაციის მიერ და გამოიყენება 1100-ზე მეტ საავადმყოფოში 30 ქვეყანაში. კოპერფილდი 2008 წლის აპრილში გამოჩნდა რადიო Oprah-ში, რათა ესაუბრა მასპინძელ დოქტორ მეჰმედ ოზს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ჯადოსნური დახმარება ინვალიდებს.

2007 წელს მან რამდენიმე სახელგანთქმულ სტუმართან ერთად მოაწყო და გამართა საქველმოქმედო შოუ ლოს ანჯელესში UNICEF-ისთვის. შოუს დროს მან გამოიყენა თავისი ყოფილი Orson Welles Buzz Saw-ის ილუზია, რათა ნახევრად ენახა ბრიტანელი ტელეწამყვანი Cat Deeley.

კოპერფილდმა მოაწყო დახმარება მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა დორიანმა ბაჰამის კუნძულები 2019 წელს დაატყდა თავს და საკუთარი თვითმფრინავით იფრინავდა მარაგით.
იხ.ვიდეო დევიდ კოპერფილდის თავისუფლების ქანდაკების გაქრობა


მიღწევები და ჯილდოები - ამერიკელ ჯადოქრთა საზოგადოებამ მას უწოდა "საუკუნის ჯადოქარი" და "მაგიის მეფე".
კოპერფილდი 38-ჯერ იყო ნომინირებული Emmy Awards-ზე, 21 მოგებით.
კოპერფილდმა მიიღო ცოცხალი ლეგენდის ჯილდო კონგრესის ბიბლიოთეკისგან.
კოპერფილდი არის პირველი ცოცხალი ჯადოქარი, რომელმაც მიიღო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.
კოპერფილდმა მიიღო ხელოვნებისა და წერილების შევალიერი, პირველი ჯადოქარს მიენიჭა.
კოპერფილდის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში


კოპერფილდი დასახელდა "წლის ჯადოქარს" 1979 და 1986 წლებში მაგიური ხელოვნების აკადემიის მიერ.
Forbes-ის "ვარსკვლავების 100" 2009 წელს კოპერფილდს 80-ე ყველაზე ძლიერ სახელგანთქმული ადგილი უკავია, 30 მილიონი დოლარის შემოსავლით.
2015 წლის 11 სექტემბერს კოპერფილდი შეიყვანეს ნიუ-იორკში დიდების მოგზაურობის მონაწილეობით.
2020 წლის დეკემბერში კოპერფილდი გახდა ამერიკის ებრაელთა ისტორიის ეროვნული მუზეუმის დიდების დარბაზის 23-ე წევრი, შეუერთდა რუთ ბადერ გინსბურგს და სტივენ სპილბერგს. იმავე ცერემონიაზე კოპერფილდმა ჰარი ჰუდინი 22-ე წევრად მიიღო
კოპერფილდის ხელის ანაბეჭდები The Great Movie Ride-ის წინ Walt Disney World's Disney's Hollywood Studios-ის თემატურ პარკში


понедельник, 25 февраля 2019 г.

რუსეთ-საქართველოს ომი (1921)

                       

            რუსეთ-საქართველოს ომი (1921)

                                                  

                      მე  -11 წითელი არმიის "ტფილისის ოპერაცია", 17-25 თებერვალი, 1921.
 დღეს 2019წ-ის 25 თებერვალია საქართველოს ოკუპაციის დღიდან 98 წელი გავიდა.აგრეთვე ცნობილი, როგორც წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში, საბჭოებისა და საქართველოს ომი (15 თებერვალი - 17 მარტი, 1921) — საბჭოთა რუსეთის წითელი არმიიის სამხედრო კამპანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის გადაგდებისა და ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების მიზნით. კონფლიქტი იყო საბჭოების ექსპანსიური პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანი ყოფილი იმპერიული რუსეთის ტერიტორიებზე კონტროლი იყო, ასევე რუსეთში მოღვაწე ქართველ ბოლშევიკთა მცდელობა რევოლუციური გარდაქმნები მოეხდინათ საკუთარ ქვეყანაში, სადაც მათ საკმარისი მხარდაჭერა ადგილობრივ ძალებში არ ჰქონდათ უცხოური ინტერვენციის გარეშე.
იხ. ვიდეო

პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში მომხდარი რევოლუციების სერიის შედეგად, 1918 წელს საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა.
თავდაპირველად ქართულ ელიტას არ სურდა რუსეთისგან გამოყოფა, მაგრამ კავკასიის ფრონტის დაშლამ, უცხო ქვეყნების შემოჭრისა და ქაოსის საფრთხემ ის იძულებული გახადა შეექმნა სახელმწიფოსაქართველოს დასაცავად, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური გამოწვევებისგან – ბოლშევიკებისგანანტი–ბოლშევიკებისაგან და თურქებისაგან, რომელიც ცდილობდა თავისი გავლენის განვრცობას სამხრეთ კავკასიაზეაზერბაიჯანმა და სომხეთმა საქართველოს მაგალითს მიბაძეს.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ზომიერი სოციალისტებით სათავეში, საკმაო წარმატებებს მიაღწია დემოკრატიული სახელმწიფოს შენების საქმეში. მაგრამ ამ პროცესში ქვეყანა წააწყდა ბევრ გამოწვევას: სამხედრო კონფლიქტები თურქეთთან, სომხეთთან, ასევე სამხრეთ რუსეთის "წითლებთან" და "თეთრებთან", ეკონომიკური ბლოკადა დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან, 1920 წლამდე საერთაშორისო აღიარების დაგვიანება, შიდა კონფლიქტები ზოგიერთ ეთნიკურ უმცირესობასთან, ადგილობრივი ბოლშევიკების დივერსიული საქმიანობა, რომელიც ხალისდებოდნენ მოსკოვიდან და კრემლის ბრძანებებს ასრულებდნენ.
იხ. ვიდეო

1920 წლის თებერვლის ბოლოს გაფორმდა ალიანსი თურქეთის ქემალისტურ მთავრობასა და რუსეთის საბჭოურ ხელისუფლებას შორის. ახალი ალიანსი მოითხოვდა, რომ ორ ქვეყანას შორის ყოფილიყო სტაბილური სახმელეთო კავშირი. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო, რომ სამი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო – აზერბაჯანის, სომხეთის და საქართველოს დემოკრატიული რსპუბლიკები განაწილებულიყო თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის. 1920 წლის 31 მაისს რუსეთის მე-11 წითელი არმია შეიჭრა აზერბაიჯანში და მოხდა მისი სოვეტიზაცია. ოთხი თვის შემდეგ თურქეთი შეიჭრა სომხეთში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დაეთმო თავისი ტერიტორიის ნახევარი, დარჩენილი ტერიტორია იმავე წლის ბოლოს დაიპყრო წითელმა არმიამ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, უკანასკნელი დამოუკიდებელი კავკასიური სახელმწიფო, რომელიც დასავლეთის ბასტიონად იყო მიჩნეული, მომწყვდეული იყო ქემალისტებსა და საბჭოეთს შორის და იმისთვის, რომ დასრულებულიყო თურქულ–საბჭოთა პროექტი კავკასიაში, ისიც უნდა დაცემულიყო.
იხ. ვიდეო

1921 წლის თებერვალში, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედება, რომლითაც დაირღვა 1920 წლის 7 მარტის საბჭოეთ–საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულება, მოგვიანებით საბჭოთა ისტორიულ ლიტერატურაში ახსნილი და წარმოდგენილი იყო, როგორც პასუხი ვითომცდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დახმარებაზე დაღესტნის პარტიზანული მოძრაობისთვის, ადგილობრივი ბოლშევიკების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისთვის და უკვე საბჭოთა სომხეთის ეკონომიკური ბლოკადისთვის.
საქართველოზე მასიური შეტევის დაწყებას წინ უძღოდა საბჭოთა "სახალხო აჯანყება" საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ, ძირითადად, სომხებით დასახლებულ ბორჩალოს მაზრაში და ასევე, ძლიერი სასაზღვრო შეტაკებები ქალაქ ზაქათალასთან, რომელზედაც პრეტენზიას საბჭოთა აზერბაიჯანი აცხადებდა.
1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის სამხედრო ძალებმა შეაღწიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ბორჩალოში და ადგილობრივი მაცხოვრებლების გარკვეული მხარდაჭერით თავს დაესხა სამხედრო გარნიზონებს სანაინში და ვორონცოვკაში (ტაშირი).
მოულოდნელი მიყენებული მძიმე დარტყმისგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საჯარისო შენაერთებმა დაიხიეს ჩრდილოეთისა და დასავლეთის მიმართულებით. 68 საათის შემდეგ მათ მიიღეს შეზღუდული მხარდაჭერა (მხოლოდ ერთი ბატალიონი) და განახორციელეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნეის უშედეგო მცდელობა. წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებმა კიდევ უფრო ჩრდილოეთისკენ დაიხიეს: აირუმი–სადახლოს ხაზზე (სანაინის რაზმი) და ეკატერინენფელდისკენ (ვორონცოვკის რაზმი).
იხ.ვიდეო

16 თებერვალს საბჭოთა სამხედრო ძალები რუსეთის მე–11 წითელი არმიის 96–ე, მე–60 და მე–20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბოლშევიკთა ადგილობრივი მომხრეების ჩათვლით, შევიდნენ სოფელ შულავერში, სომხეთის საზღვრიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრზე და იქ ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული „საქართველოს რევოლუციური კომიტეტი", რომელიც წითელი მეთაურებისა და ადგილობრივი ბოლშევიკებისგან შედგებოდა. იმავე დღეს კომიტეტმა თავი გამოაცხადა საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად და მოუწოდა საბჭოთა რუსეთს გადაუდებელი სამხედრო ინტერვენციისკენ. რამდენიმე საათის შემდგომ მე–11 არმიის 54–ე და 58–ე მსროლელი ბრიგადები შეიჭრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე წითელი ხიდის გავლით, რომელსაც მოჰყვა მე–12 ცხენოსანი დივიზია და 55–ე საჯავშნო ნაწილი. იმავდროულად 26–ე მსროლელი ბრიგადა და მე–9 მსროლელი დივიზიის ცხენოსანი პოლკი შეიჭრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მტკვრის გავლით პოილუს სარკინიგზო ხიდთან, რომელიც მანამდე ააფეთქეს უკანდახეულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესაზღვრეებმა, რათა არ მომხდარიყო საბჭოთა დაჯავშნული მატარებლებისა და ტანკების წინ წამოწევა მეორე დღეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სასაზღვრო ქალაქ ზაქათალის მხრიდან ასევე შემოიჭრა მე–11 არმიის 59–ე მსროლელთა ბრიგადა და მე–18 ცხენოსანი დივიზია. ანატოლი გეკერმა, რომელიც იმ დროს მე–11 არმიის მეთაური იყო, მიიღო პირდაპირი ბრძანება მოსკოვიდან, რომ დაეკავებინა საქართველოს დედაქალაქი არაუგვიანეს 19 თებერვლისა.
იმავდროულად, საბჭოთა რუსეთის 98–ე მსროლელი ბრიგადა თერგის ცხენოსან დივიზიასთან ერთად ამზადებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე შეტევას თერგის ოლქიდან როკისა და მამისონის უღელტეხილებით, ხოლო მე–9 არმიას უნდა შეეტია აფხაზეთიდან და წაწეულიყო შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ.

ბრიტანული Mark V ტიპის ტანკი, რომელიც წითელმა არმიამსამოქალაქო ომის და უცხოური ინტერვენციის დროს შეიძინა და რომელმაც განაპირობა საბჭოელთა გამარჯვება ტფილისის ბრძოლაში.
საბჭოთა რუსეთს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შედარებით მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. 1921 წლის 16 თებერვლისთვის მთლიანობაში საბჭოთა სამხედრო ძალები მე–11 და მე–9 არმიის ჩათვლით და თავის მხარდამჭერ ერთეულებიანად – 98–ე მსროლელი ბრიგადის, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბაქოს წითელი ბრიგადის ჩათვლით, ითვლიდა 40 ათასზე მეტ გამოცდილ მეომარს 4 300–იანი კავალერიით მათ შორის, ასევე მათ ჰქონდათ 196 ცალი საარტილერიო დანადგარი, 1065 ტყვიამფრქვევი, 50 თვითმფრინავი, 7 ჯავშნოსანი მატარებელი, 4 ტანკი და უამრავი ჯავშნოსანი მანქანა.
ამ ძალებისთვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეძლო მხოლოდ დაეპირისპირებინა დაახლოებით 1 და მე–2 მსროლელი დივიზიის 11 ათასი ჯარისკაცი, სამთო საარტილერიო დივიზია, სოხუმის 1 სასაზღვრო პოლკი, მე–2 სასაზღვრო პოლკი საქართველოს ჯარების მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ გადაწყვიტა გადამწყვეტი ბრძოლა თბილისის კარიბჭესთან გაემართა. 19 თებერვალს თბილისში უკვე ისმოდა რუსული არმიის ქვემეხების ხმა. ქართულმა არტილერიამ მას ენერგიული პასუხი გასცა. 2-3 დღეში ქართველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ 1500 ადამიანი დაატყვევეს. კავალერიის უქონლობის გამო ქართული ჯარი ვერ დაედევნა მოწინააღმდეგეს, რამაც წითელ არმიას მისცა დასვენებისა და გადაჯგუფების დრო. მთავრობისა და სამხედრო შტაბის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა თბილისი, დემორალიზაცია შეიტანა ფრონტზე და პანიკა დათესა მოსახლეობაში. 25 თებერვალს წითელი არმია დაცლილ თბილისში შევიდა.

მემორიალური დაფა იმ ადგილზე სადაც ქართველი იუნკერები შეებრძოლნენ რუსულ საოკუპაციო ჯარებს.
ლაშა ხაჩიძის ფოტო
16 თებერვალს - წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს. აქ მათ მოხალისეთა რაზმებმა კახეთიდან სტეფანე ახმეტელის მეთაურობით წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ ბოლშევიკები ჩრდილოეთით თბილისისკენ დაიძრნენ.
17 თებერვალს - სამხედრო ძალებს სათავეში ჩაუდგა მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძე. 18 თებერვალს - იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის იქით განდევნეს. უკვე 19 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა. ქართველებმა 1000 ტყვე იგდეს ხელთ.
20 თებერვალს, კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს.
19-20 თებერვალს, სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა წითელმა არმიამ მათ გვერდი აუარა და შეტევა გააგრძელა.
იხ.ვიდეო

23 თებერვალს, სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა (გენერალმა წულუკიძემ ლიანდაგები ააფეთქა და გზები დაანგრია, რომ მტრის შემოსვლა შეეჩერებინა), რამაც რუსეთის რეზერვის შევსება გამოიწვია და მათი შეტევა გააძლიერა დედაქალაქის მიმართულებით.
17-24 თებერვალს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 24 თებერვლისთვის რუსეთ- საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო.
24 თებერვალს, საღამოს 10 საათზე, მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა:

„თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“
თბილისის დაკავებისთანავე წითელი ჯარის ნაწილებმა პარადი გამართეს ქალაქის მთავარ მოედანზე. მეორე დღეს მოსახლეობამ სამგლოვიარო პროცესია მოაწყო რუსთაველის პროსპექტზე. ხალხმა ქართველი იუნკერები რუსული სობოროს ეზოში დაკრძალა. წითელ არმიას პროცესიისთვის ხელი არ შეუშლია.
თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტეკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში გადავიდა. მიუხედავად უკიდურესად რთული მდგომარეობისა მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია.
1921 წლის 4 მარტს წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში წითელი არმიის ავანგარდული ნაწილი (3-4 ათასი კაცი) მიუახლოვდა სადგურ მიხაილოვოს, 5 მარტს კი წამოიწყო ქართული არმიის პოზიციების შტურმი. შეტევა მოიგერიეს, საღამოს კი მიხაილოვოს დამცველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც უკან დაიხია წითელი არმიის ქვეითთა სამმა ბრიგადამ და კავალერიის პოლკმა.
დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების აღნიშნულმა წარმატებამ თბილისში საბჭოთა არმიის მთავარსარდლობას მშვიდობიან მოლაპარაკებებზე წასვლა გადააწყვეტინა, მაგრამ 6 მარტს ღამით გენერალმა ა. კონიაშვილმა აუხსნელი მიზეზების გამო დატოვა პოზიციები და დასავლეთის მიმართულებით დაიხია. გენერალი გიორგი კვინიტაძე იძულებული იყო დაეწყო უკან დახევა. 6 მარტს გაძლიერებულმა წითელი არმიის დაჯგუფებამ დაიკავა მიხაილოვო, შემდეგ კი სურამის გვირაბი. საქართველოს ჯარი, სადაც 100 000 ადამიანი იყო დარჩენილი, მდინარე რიონის მარცხნივ, საჯავახოში გაჩერდა. გარდა ამისა, ბათუმში იდგა 3000 კაციანი გარნიზონი.
თბილისში შესული წითელი არმიის ხელმძღვანელობამ საჭიროდ სცნო დასავლეთ საქართველოში მყოფ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. ამ მიზნით ფილიპე მახარაძემმამია ორახელაშვილმა და შალვა ელიავამ ჟორდანიასთან ქართველი ინტელექტუალების ნაწილი გაგზავნეს. დელეგაციაში შედიოდნენ მიხაკო წერეთელიგერონტი ქიქოძეთედო ღლონტი. წითელი არმიის ხელმძღვანელობა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისგან კაპიტულაციას ითხოვდა, ჟორდანიას საბჭოთა საქართველოში დარჩენას სთავაზობდნენ, მაგრამ ნოე რამიშვილს არანაირ გარანტიებს არ ჰპირდებოდნენ. ჟორდანია შეთავაზებას არ დათანხმდა. ქიქოძის მემუარების მიხედვით ლენინი გაბრაზდა ორჯონიკიძესა და ბუდუ მდივანზე, რადგან მათ ჟორდანია საქართველოში ვერ შეინარჩუნეს.
ბათუმში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ყოფნის დროს შევიდა ოსმალეთის იმპერიის ჯარი. ისინი თავს დაესხნენ პორტებს და ზოგი დაიჭირეს კიდეც, მაგრამ მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ ქართული ჯარის მხრიდან და ქალაქი დატოვეს. წითელ არმიას მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან ბრესტ-ლიტოვსკის ზავით რუსეთი ოსმალეთს უთმობდა ბათუმის, ყარსის, არტაანისა და ართვინის ოლქებს.
იხ.ვიდეო



ბათუმში გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც დაადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლა და იქიდან ბრძოლის გაგრძელება რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს განთავისუფლების მიზნით. თვითონ დამფუძნებელ კრებას, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია. ამრიგად, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო გახდა რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლი, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა.
რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით. დემოკრატიულ საქართველოში, კომუნისტური ტირანიის დამყარებამ უდიდესი წინააღმდეგობის კერები წარმოშვა შემდგომში.
იხ. ვიდეო



უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...