ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
შოვის ტრაგედია — სტიქიური უბედურება საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში. 2023 წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა გლაციალური ღვარცოფი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.
მიზეზი
საერთოდ, მდინარე ჭანჭახის აუზში მკაფიოდ არის გამოხატული ძველი მყინვარების მექანიკური მოქმედების ნაკვალევი. ეს მყინვარები მთავარი ქედიდან და კედელადან ჩამოდიოდნენ და მათი გავრცელების ქვედა ზღვარი კურორტ შოვის სიახლოვეს, სოფელ გლოლამდე აღწევდა, ზღვის დონიდან 1400 მ-ს. როგორც ცნობილია კურორტ შოვის მიდამოებში ბევრი ერატიკული ლოდია გაფანტული, რომელიც მხოლოდ მყინვარის მიერ შეიძლება იყოს ტრანსპორტირებული, ხოლო ერატიკული ლოდი პრეისტორიული მყინვარის მოძრაობის გზის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
2023 წლის 3 აგვისტოს, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.
აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა. დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად. კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასშტაბის ახალი მეწყრულ-ეროზიული კერები ჩამოყალიბდა ბუბისწყლის პრაქტიკულად ყველა შენაკადში. ამრიგად, ხეობის ზემო წელში ფორმირებულ მყარ ნაკადს, მდინარე ჭანჭახთან შეერთებამდე, დაემატა როგორც ბუბისწყლის კალაპოტის გასწვრივ ნაპირგარეცხვის შედეგად ჩამოშლილი მეწყრული მასები, ასევე შენაკადებიდან ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა.
იხ. ვიდეო - დასკვნა შოვის ტრაგედიის მიზეზებზე - ◾ რა გახდა შოვში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი? - ქართველი და შვეიცარიელი გეოლოგების დასკვნა ცნობილია.
◾ რამ გამოიწვია მეწყერი და როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები?
Комментариев нет:
Отправить комментарий