ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მუცო-არდოტის ხეობა | |
ქვეყანა | საქართველო |
---|---|
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | შატილი |
კოორდინატები | 42°36′24″ ჩ. გ. 45°12′28″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1880 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 15 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მუცო — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი. ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ.
სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა საუკუნეზე მეტი ხანია, შუა საუკუნეების გამაგრებული, საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაახლოებით 40-მდე სახლია განლაგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე. ამჟამად ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი მუცოში. მათ შორის, ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მუცო, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა: ზემოთ უფრო ძველი შეთეკაურთ უბანია და მეორე შედარებით ახალი — დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა. ტურისტებისა და მთამსვლელების საყვარელი ადგილი — მუცო, საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია.
ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. მუცოელები განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს იცავდნენ. გადმოცემის მიხედვით, საგანძური დღესაც მუცოს ახლოს, მაღალ მთებშია დაცული და რჩეულის მოლოდინშია.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
მუცოში, ძირითადად, ორი გვარი სახლობდა: შეთეკაურები და დაიაურები.
იხ. ვოდეო - გელა დაიაური - ბეჭებგაბზარული მუცო. ხევსურეთი / Gela Daiauri - Mutso. Khevsureti. Georgia
Комментариев нет:
Отправить комментарий