среда, 2 октября 2024 г.

რეჰანი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                რეჰანი
ბისტნის რეჰანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ტუჩოსანნი
გვარი: რეჰანი
ლათინური სახელი
Ocimum

რეჰანი (ლათ. Ocimum) — ბუჩქბალახოვანი ან ბუჩქოვან მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ველურად იზრდება სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში. ზომიერი ჰავის პირობებში ზოგი სახეობა ერთწლოვანია. ცნობილია 160-ზე მეტი სახეობა, რითაც ქმნის ტუჩოსანთა უდიდეს ოჯახს, საიდანაც რეჰანის მკვიდრი სახეობაა დაახლოებით 65, ხოლო დანარჩენები განიხილება როგორც სინონიმები. რეჰანის დარგვის საუკეთესო ვადაა აპრილის ბოლოდან მაისის ბოლომდე.

საქართველოში ძირითადად მოჰყავთ სამი სახეობა: ბოსტნის რეჰანი (ლათ. Ocimum basilicum), ევგენოლის რეჰანი (ლათ. Ocimum gratissimum) და ქაფურის რეჰანი (ლათ. Ocimum canum).[3] საქართველოში რეჰანი ერთწლოვანი კულტურაა.

მრავლდება თესლით. იყენებენ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში, მედიცინაში — სამკურნალო საშუალებად. მისგან იღებენ ვანილს. მორფოლოგიური ნიშნებით, ფოთლებისა და ღეროების ფერით, არომატითა და გემური თვისებებით რეჰანის სახეობები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. მცენარის მიწისზედა ნაწილები დიდი ოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინებს: А, С, В2, РР, შაქარს, კაროტინს, რუტინს, ფიტონციდებს და მთრიმლავ ნივთიერებებს. რეჰანის არაერთი სახეობა, მისი თვისებების გამო, კულტივირებულია როგორც სანელებელი, სამკურნალო და დეკორატიული მცენარე. ასევე იყენებენ როგორც ბურნუთს. სანელებლად ყველაზე ფართოდ გამოიყენება ბოსტნის რეჰან

                           ბოსტნის რეჰანი


ოსტნის რეჰანი (ლათ. Ocimum basilicum) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. სიმაღლე 30-60 სმ. აქვს გრძელი ფოთლები, რომელთა სიგრძეა 5,5 სმ. ღერო სწორია, ოთხწახნაგა. ველურად გვხვდება აფრიკისა და აზიის სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყლებში. ბევრი სახეობა აზიიდან და წყნარი ოკეანის კუნძულებიდანაა.

იყენებდნენ სანელებლად, საკონდიტრო წარმოებაში და ლიქიორის დასამზადებლად. მწვანე მასას აქვს სასიამოვნო სუნი. ევროპაში კულტივირებულია.

იხ.ვიდეო - რეჰანი იმუნიტეტის გასაძლიერებლად - უძველესი დროიდან აღმოსავლეთის ქვეყნებში რეჰანს სასწაულებრივ თვისებებს მიაწერდნენ.
სწორედ მისი მეშვეობით ძველი მკურნალები სხვადასხვა დაავადებს ებრძოდნენ.რეჰანის 150 მრავალსახეობა არსებობს და ყველა მათგანს სამკურნალო თვისებები გააჩნია. ეს აიხსნება მისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობით. რეჰანის წვენი შეიცავს ეთერზეთებს, ფიტონციდებს, კაროტინს, რუტინს, ვიტამინებს. ამიტომაც მისი ექსტრაქტი დღეს წარმატებით გამოიყენება არა მხოლოდ ფარმაცევტულ, არამედ პარფიუმერულ მრეწველობაშიც. 

რეჰანი უამრავი ხალხური რეცეპტის ძირითადი კომპონენტია, რომელიც კაცობრიობას სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებაში ეხმარება. მაგალითად, რეჰანს გააჩნია შესანიშნავი ანტისპაზმატიური თვისებები და ამიტომ ძველი დროიდან გამოიყენება კუნთებისა და სისხლძარღვების მოდუნებისთვის. ძლიერი თავის ტკივილის დროს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვების სპაზმებით, საკმარისია მიიღოთ მცენარის რამდენიმე ღერი და 5-7 წუთში შესამჩნევ გაუმჯობესებას იგრძნობთ. თუ გაწუხებთ კუნთების კრუნჩხვები და სპაზმები, შეტევის დროს ეფექტურია რეჰანის წვენის შეზილვა, რომელიც სწრაფად მოგიხსნით უსიამოვნო შეგრძნებებს. 

ამის გარდა, ვისაც სურს აღადგინოს ძალები და გაიძლიეროს იმუნიტეტი, სახალხო მკურნალები გვირჩევენ ყოველდღიურად ყოველ ჭამამდე მივიღოთ 50 მლ ახლადგაწურული წვენი 10-12 დღის განმავლობაში. 

ეთერზეთების დიდი შემცველობის წყალობით რეჰანის წვენი წარმატებით შეიძლება გამოიყენოთ შარდსასქესო გზების ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, კუჭნაწლავის მუშაობის ნორმალიზების და თირკმელებიდან კენჭების გამოდევნის დროს. თირკმელებში კენჭების დროს მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო, რეჰანის ნაყენი ეფექტურია გაციების, მაღალი სიცხის, ძლიერი ხველების, თვალების ანთებითი პროცესების, ღრძილების ანთებისა და კბილის ტკივილის დროს: 1 ს.კ. გამხმარ რეჰანის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30-40 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. ძლიერი გაციების და ხველების დროს მიიღეთ ½ ჭიქა თბილი ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ხოლო თვალებისა და ღრძილების ანთების დროს გამოიყენეთ სავლების სახით. 

დეპრესიებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც მუდმივად იმყოფება სტრესის ქვეშ რეკომენდებულია რეჰანის ფოთლების დამატება ჩვეულებრივ ჩაიში, ვინაიდან ეს მცენარე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია და აქედან გამომდინარე არა მხოლოდ ხსნის დაღლილობას, არამედ აუმჯობესებს განწყობას. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ თავისი ეფექტურობით ამ სასწაული მცენარის ერთი ფინჯანი ჩაი უდრის შავი შოკოლადის რამდენიმე ფილას.

ყველა სასწაულმოქმედი თვისებების მიუხედავად, რეჰანი არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის და ბავშვებისთვის 7 წლამდე. ამის გარდა, სიფრთხილით უნდა გამოიყენონ დიაბეტით და ღვიძლით დაავადებულმა ადამიანებმა.
რეჰანის ნახარში შველის ქავილს ნაყენი კი (კოპრესის სახით) - ყურის ტკივილს (ოტიტი) 2ს/კ რეჰანს დაასხით0,5ლ მდუღარე წყალი. გაცივების დროს - რეჰანის წვენს დაასხით ცხელი რძე  და დალიეთ



Комментариев нет:

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...