ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Anthriscus Pers., 1805 |
(ლათ. Anthriscus) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. მრავალ-, ორ- ან ერთწლოვანი მაღალი ბალახებია. 20-მდე სახეობა იზრდება ევრაზიაში, 7 — საქართველოში, მათ შორის, 1 (A. ruprechtii) კავკასიის ენდემია, 2 (A. schmalhausenii, A. sosnowskyi) — საქართველოსი; ამათ გარდა გვხვდება ღრინჭოლა (A. nemorosa), ჭყიმამხალი (A. cerefolium), ჩალამბარა (A. cerefolium var. trichocarpa ან A. trichosperma). იზრდებიან მთის შუა სარტყელიდან ალპურ სარტყელამდე ბუჩქნარებში, ტყეებში, ჩამონაზვავებზე, მორენებზე.
ჭყიმამხალი (A. cerefolium) მოჰყავთ გურიაში ბოსტნებში. ეს არის თეთრყვავილებიანი 40-70 სმ სიმაღლის მცენარე, რომელიც ოხრახუშს ენათესავება. ნაყოფი მოგრძო ოვოიდურია, დაახლოებით 1 სმ სიგრძისა.
ისტორიულად ჭყიმი კავკასიის ენდემია და თავის დროზე რომაელების მიერ იქნა შემოტანილი ევროპაში.
კულინარია
ჭყიმს იყენებენ, როგორც გარნირს სალათებში, ფრინველის ხორცის, ზღვის პროდუქტების კერძების შესაკმაზად. განსაკუთრებით პოპულარულია ეს მცენარე საფრანგეთში, სადაც მას ომლეტთან და სუპთანაც ხმარობენ. მისი საგემოვნო თვისებები უფრო დახვეწილია ოხრახუშთან შედარებით და მას დაკრავს ძირტკბილას ან ანისულის მცირედი გემოც.
გამოყენებები
ტრადიციულად მას მიეწერება არტერიული წნევის დამწევი თვისებები. ძმართან ერთად იყენებენ სლოკინის სამკურნალოდ. ითვლება საჭმლის მონელების მასტიმულირებელ აგენტად.
სოფლის მეურნეობაში ზოგჯერ იყენებენ ლოკოკინების რეპელენტადაც.
ტოქსიკურობა
დაკრეფვის დროს მისმა წვენმა (განსაკუთრებით, ინტენსიური მზის შუქის პირობებში) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ფოტოსენსიბილიზებული რეაქცია, ფიტოფოტოდერმატიტი. სხვა ქოლგოსნებსაც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ეფექტი. იმის გამო, რომ გარეგნულად ეს მცენარე ჰგავს კონიოს (Conium), საჭიროა გაფრთხილება, რომ არ აგვერიოს ეს ორი მცენარე, რადგანაც კონიო ძლიერ ტოქსიკურია და საჭმელში მისმა გამოყენებამ შეიძლება სასიკვდილო მოწამლვა გამოიწვიოს.
კულტივაცია
ჭყიმი ყველაზე უკეთესად იზრდება პირდაპირ ნათესიდან, მისი გადარგვა შეიძლება გართულდეს მისი გრძელი მთავარღერძიანი ფესვის დაზიანების გამო.
მას უყვარს გრილი და ტენიანი ადგილები, სხვაგვარ გარემოში იგი ადრე გადადის ყვავილობაზე. ყვავილობაზე ნაადრევი გადასვლის პროფილაქტიკას წარმოადგენს ასევე ფოთლების რეგულარული შეგროვება.
თუ ზომების მიღების მიუხედავად მცენარე მაინც იწყებს ყვავილობას, შესაძლებელია მისი რეგულარული გადაბარვა და ხელახალი დათესვა ახალგაზრდა მწვანე მცენარეების მისაღებად.
იხ.ვიდეო - CHERVIL herb care, growing and tips! (Anthriscus cerefolium)
Комментариев нет:
Отправить комментарий