Translate

суббота, 19 апреля 2025 г.

აგნოსტიციზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                 აგნოსტიციზმი
      
                                          აგნოსტიციზმის ერთ-ერთი არაოფიციალური სიმბოლო

აგნოსტიციზმი (ძვ. ბერძნ. ἄγνωστος — „შეუცნობი“, „შეუმეცნებელი“) — ფილოსოფიური მოძღვრება, განსაზღვრული შეხედულება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფს სამყაროს შემეცნების შესაძლებლობას. აგნოსტიციზმი ეჭვის ქვეშ აყენებს მსჯელობის ჭეშმარიტების მტკიცებასა და უარყოფას შემეცნების რიგ სფეროებში, განსაკუთრებით მეტაფიზიკასა და თეოლოგიაში.

აგნოსტიციზმის მიხედვით ყოველი მსჯელობა, რომელიც უმაღლესი ჭეშმარიტების ან აბსოლუტის, ღმერთის არსებობა-არარსებობას ეხება, უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან შემმეცნებელი ვერ გადავა მისთვის დაწესებულ ზღვარს, ვერ მოიპოვებს ჭეშმარიტ გნოსისს (ცოდნას). აგნოსტიციზმი ადამიანური ცოდნის პრინციპულ შეზღუდულობას იცავს, რაც არ გამორიცხავს ტრანსცედენტურის არსებობას. აგნოსტიციზმი ისევე უთანხმდება ათეიზმს, როგორც თეიზმს, თუმცა ღმერთის რაციონალური შემეცნების ყოველგვარ შესაძლებლობა უარყოფილია. შესაბამისად, კითხვაზე „არსებობს თუ არა ღმერთი“ აგნოსტიკოსი არც დადებითად პასუხობს და არც უარყოფითად. მისი პასუხი იქნება „არ ვიცი და არც შემიძლია ვიცოდე“. ძვ. წ. V საუკუნის ბერძენი სოფისტი პროტაგორა ასე განმარტავდა თავის აგნოსტიკურ შეხედულებას: „ღმერთებისა არაფერი მსმენია, არცა მათ არსებობაზე და არცრა მათ არარსებობაზე“.

საკითხის ისტორია

აგნოსტიციზმი აღმოცენდა სკეპტიციზმის ფორმით ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში პირონი და კლასიკური გაფორმება ჰპოვა ჰიუმისა და კანტის ფილოსოფიაში. თანამედროვე დასავლურ ფილოსოფიაში აგნოსტიციზმის ნაირსახეობად ითვლება იეროგლიფების თეორია. ასევე ნეოპოზიტივიზმისეგზისტენციალიზმის და სხვა მიმდინარეობათა წარმომადგენლებმა სცადეს დაესაბუთებინათ სამყაროსა და ადამიანის შემეცნების შეუძლებლობა. თვით ტერმინი „აგნოსტიციზმი“ ბუნებისმეტყველის, პროფესორ ტომას ჰენრი ჰაქსლის მიერ „მეტაფიზიკური საზოგადოების“ სხდომაზე 1876 წელს იქნა შემოღებული. მისივე განმარტებით, აგნოსტიკოსი არის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ღმერთთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებზე და დარწმუნებულია, რომ ნივთებისა და მოვლენების პირველსაწყისი უცნობია რამდენადაც ამის შემეცნება შეუძლებელია. სხვა სიტყვებით აგნოსტიკოსია ის, ვინც მიუღწევლად თვლის ღმერთის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას ან უარყოფას. ტერმინი გამოიყენება ბერკლის, ჰამილტონის, სპენსერის, დავიდ იუმისა და სხვათა ფილოსოფიურ შეხედულებებთან მიმართებაში.

მყარი და მერყევი აგნოსტიციზმი

მტკიცებას, რომ ღმერთებისა და სხვა ზებუნებრივ ძალთა არსებობა პრინციპულად შეუმეცნებელია, სხვაგვარად მყარი (ძლიერი) აგნოსტიციზმი ეწოდება. მის საპირისპიროდ მერყევი (სუსტი) აგნოსტიციზმის მიხედვით ღმერთებისა და ზეციერთა არსებობა არის არა პრინციპულად შეუმეცნებელი, არამედ მხოლოდ ამ დროით მონაკვეთშია უცნობი. მაშინ, როცა მერყევი აგნოსტიკოსი ღმერთის არსებობის კითხვას პასუხობს „მე ეს არ ვიცი“, მყარი აგნოსტიკოსი გადაჭრით პასუხობს: „მე ამის ცოდნა არ შემიძლია, ამის ცოდნა არავის ხელეწიფება და ვერც ვერასდროს შევძლებთ ამას“.

აგნოსტიციზმი და თეიზმი

აგნოსტიციზმი ახლოს დგას თეიზმთან, შესაბამისად იუდაიზმთანისლამთანქრისტიანობასთან და ინდუიზმთან, იმ თვალსაზრისით, რომ აგნოსტიციზმის მიხედვით, თუ დავუშვებდით ღმერთის არსებობას, მისი შემეცნების შესაძლებლობა მაინც დაუშვებელია. ყოველი გაუყალბებელი, არაფალსიფიცირებული მოძღვრება ღმერთის შესახებ არის არამეცნიერული (კარლ პოპერისა და ჰანს ალბერტის, ასევე პაულ ფეიერაბენდის თვალთახევით). მოძღვრება ღმერთზე, გამოცხადებასა და ღვთიურ სასწაულზე, აგნოსტიკოსის აზრით, მოკლებულია სამეცნიერო საფუძველს. შეუძლებელია ამ ცოდნის შემოწმება, დადასტურება ან აურყოფა.

თეიზმის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც უახლოვდება აგნოსტიციზმს, არის პანთეიზმი. მრავალი ფილოსოფოსი, მათ შორის შოპენჰაუერი, პანთეიზმს მოკრძალებულ აგნოსტიციზმად მიიჩნევდა.

აგნოსტიციზმი და ათეიზმი

ძირითადი სხვაობა აგნოსტიციზმსა და ათეიზმს შორის მდგომარეობს შემდეგში, რომ აგნოსტიციზმი ღმერთის პრინციპულ, რაციონალურ შემეცნების შესაძლებლობას, ხოლო ათეიზმი ღვთის ფაქტობრივ რწმენას უარყოფს. ამასთან აგნოსტიციზმი უმეტესად ფილოსოფიური თვალსაზრისია, მაშინ როცა ათეიზმი თეიზმის საპირწონედ გვევლინება. სხვაობა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ხშირად შეცდომით აგნოსტიციზმი ათეიზმის სინონიმად გამოიყენება. ზოგჯერ ისიც ითქმის, რომ აგნოსტიციზმი არ არის დამოუკიდებელი მსოფლმხედველობა, არამედ ოდენ ათეიზმის შემადგენელი პრინციპია. სხვანი იმასაც ამტკიცებენ, რომ ათეიზმი მხოლოდ როგორც აგნოსტიციზმის შედეგი იძენს აზრს. რომ ათეიზმი შედეგია აგნოსტიკური შეხედულებისა ღმერთის შემეცნების შეუძლებლობაზე. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი ვითარების გააზრება — აგნოსტიციზმი შეიძლება უშვებდეს ღმერთის არსებობას, მაგრამ გამორიცხავდეს მისი შემეცნების შესაძლებლობას. ათეიზმი კი ღმერთის რწმენის არქონას ნიშნავს.

იგნოსტიციზმი და აპათიური აგნოსტიციზმი

იგნოსტიციზმის (ინგლ. ignosticism, ასევე igtheism) მიხედვით კითხვა ღმერთის არსებობის შესახებ რადიკალურად უსაფუძვლოა, რადგან ღმერთი თავის თავში მრავალ კონცეფციას მოიცავს. იგნოსტიკოსი არც უარყოფს, არც აღიარებს ღმერთის არსებობას. იგი თვლის, რომ სიტყვა „ღმერთი“ სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა დატვირთვის მატარებელია, ამიტომაც ერთაზროვან პასუხს კითხვაზე არსებობს (არსებობენ) თუ არაღმერთი (ღმერთები) იგი აზრს მოკლებულად მიიჩნევს. აგნოსტიკოსი ამბობს: „არ ვიცი, არსებობენ თუ არა ღმერთები“. იგნოსტიკოსი კი ამბობს: „რას გულისხმობთ ღმერთში?“

ცნება იგნოსტიციზმი პირველად გამოიყენა ჰუმანისტური იუდაიზმის საზოგადოების დამფუძნებემა, რაბინმა შერვინ ვინმა (1928–2007). ცხადია, ამ შეხედულების საფუძვლებიც ძველ ანტიკაშია საძიებელი.

აპათეიზმი (ინგლ. apatheism), ანუ აპათიური აგნოსტიციზმიც თავის მხრივ, არც ეწინააღმდეგება და არც აღიარებს უფლის არესებობას. აპათეიზმი არის ინდიფერენტული დამოკიდებულება ღვთაების (ღვთაებებისადმი), რადგანაც მისი (მათი) არსებობა ან არარსებობა არაფერს ცვლის. მისი პასუხი კითხვაზე არსებობს (არსებობენ) თუ არა ღმერთი (ღმერთები) ასეთი იქნება: „არ ვიცი, არსებობენ თუ არა ღმერთები და არც მაინტერესებს, რადგან ეს არაფერს ცვლის“.

აგნოსტიციზმი შემეცნების თეორიაში

აგნოსტიციზმი ასევე განიმარტება, როგორც შემდეგ მტკიცებაზე დამყარებული მოძღვრება: რამდენადაც შემეცნების მთელი პროცესი დაფუძნებულია გამოცდილებაზე, ხოლო გამოცდილება სუბიექტურია, ამდენად სუბიექტს არ შეუძლია საკვლევი ობიექტის შემეცნება, „ნივთი თავისთავად“ შეუმეცნებელი რჩება. აქედან გამომდინარე, მეცნიერების როლი გამოცდილების შემეცნებამდე და არა საგანთა და მოვლენატა არსის წვდომამდე დაიყვანება. ამ აზრით აგნოსტიკურია ყოველი ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც აბსოლუტური ჭეშმარიტების შემეცნებას უარყოფს, მაგალითად, კანტიანელობა.

კრიტიკა

აგნოსტიციზმის საფუძვლიანი კრიტიკა მოცემულია ბუნებრივ თეოლოგიაში. ამ სწავლების მიხედვით ღმერთის შემეცნება შესაძლებელია საღვთო გამოცხადებებთან მიბრუნების გარეშე, მხოლოდ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების, უნარების გამოყენებით. გარდა ამისა, თომა აკვინელი თავისი ნაშრომის „summa contra gentil“ პირველი წიგნის მე-12 თავში აღნიშნავს,რომ მიუხედავად ღვთის შემეცნების შეუძლებლობისა, ადამიანს მაინც შეუძლია ღმერთის არსებობის მტკიცება. აკვინელის ეს მოსაზრება შემდეგში მრავალმა ფილოსოფოსმა გამოიყენა, მათ შორის ი. კანტმაც, რომელიც ამავე დროს იყო აგნოსტიკოსი. კრიტიკოსთათვის ბევრს არაფერს ამბობს, რომ ღმერთის შემეცნება შეუძლებელია, ამით საკითხი კი არ გადაიჭრება, არამედ ღმერთის შესახებ ახალი, პრინციპულად განსხვავებული ცოდნისკენ გვეხსნება გზა.

იხ.ვიდეო - ათეიზმი, აგნოსტიციზმი - ქრისტიანული ხედვა


კრიტიკა
აგნოსტიციზმი კრიტიკულია სხვადასხვა პოზიციიდან. ზოგიერთი ათეისტი აკრიტიკებს ტერმინის აგნოსტიციზმის გამოყენებას, როგორც ფუნქციურად არ განასხვავებს ათეიზმისგან; ეს იწვევს მათ ხშირ კრიტიკას, ვინც ამ ტერმინს იღებს, როგორც ათეისტური იარლიყის თავიდან აცილების მიზნით.

თეისტური
თეისტი კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ აგნოსტიციზმი პრაქტიკაში შეუძლებელია, რადგან ადამიანს შეუძლია იცხოვროს მხოლოდ ისე, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს (etsi deus non-daretur), ან თითქოს ღმერთი არსებობდეს (etsi deus daretur).

კრისტიანი
პაპის ბენედიქტ XVI-ის თანახმად, განსაკუთრებით ძლიერი აგნოსტიციზმი ეწინააღმდეგება საკუთარ თავს მეცნიერული ჭეშმარიტების შეცნობის გონების ძალის დადასტურებაში. ის ადანაშაულებს მსჯელობის გამორიცხვას რელიგიიდან და ეთიკიდან საშიშ პათოლოგიებში, როგორიცაა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ეკოლოგიური კატასტროფები. ის ამტკიცებდა, რომ აგნოსტიციზმი არის კომფორტის, სიამაყის, ბატონობისა და სარგებლობის არჩევანი ჭეშმარიტებაზე და მას ეწინააღმდეგება შემდეგი დამოკიდებულებები: ყველაზე მძაფრი თვითკრიტიკა, მთელი ყოფიერების თავმდაბალი მოსმენა, მეცნიერული მეთოდის დაჟინებული მოთმინება და თვითშესწორება, ჭეშმარიტებით განწმენდის მზადყოფნა.

კათოლიკური ეკლესია დამსახურებას ხედავს „ნაწილობრივი აგნოსტიციზმის“ შესწავლაში, კონკრეტულად იმ სისტემების, რომლებიც „არ მიზნად ისახავს ამოუცნობის სრული ფილოსოფიის აგებას, არამედ ცოდნის სფეროდან განსაკუთრებული სახის ჭეშმარიტების, განსაკუთრებით რელიგიურის, გამორიცხვას“. თუმცა, ეკლესია ისტორიულად ეწინააღმდეგება ადამიანური გონების უნარის სრულ უარყოფას ღმერთის შეცნობის. ვატიკანის კრება აცხადებს, რომ „ღმერთს, ყველაფრის დასაწყისი და დასასრული, შეიძლება, ადამიანური გონების ბუნებრივი შუქით, დარწმუნებით იყოს ცნობილი შემოქმედების საქმეებიდან“.

ბლეზ პასკალი ამტკიცებდა, რომ მაშინაც კი, თუ ღმერთის მტკიცებულება ნამდვილად არ არსებობდა, აგნოსტიკოსებმა უნდა განიხილონ ის, რაც ახლა ცნობილია როგორც პასკალის ფსონი: ღმერთის აღიარების უსასრულო მოსალოდნელი ღირებულება ყოველთვის აღემატება მისი არსებობის არ აღიარების სასრულ მოსალოდნელ ღირებულებას და, შესაბამისად, უფრო უსაფრთხო „ფსონი“ არის ღმერთის არჩევა.

ათეისტური
რიჩარდ დოკინსის აზრით, აგნოსტიციზმსა და ათეიზმს შორის განსხვავება არახელსაყრელია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახლოს არის ადამიანი ნულთან ახლოს შეაფასოს ღმერთის მსგავსი არსების არსებობის ალბათობა. დოკინსი აგრძელებს თავის შესახებ: „მე მხოლოდ იმ ზომით ვარ აგნოსტიკოსი, რამდენადაც აგნოსტიკოსი ვარ ბაღის ბოლოში მდებარე ფერიების მიმართ“. დოკინსი ასევე განსაზღვრავს აგნოსტიკოსთა ორ კატეგორიას; "დროებითი აგნოსტიკები პრაქტიკაში" (TAPs) და "მუდმივი აგნოსტიკები პრინციპში" (PAPs). ის აცხადებს, რომ "ღმერთის არსებობის შესახებ აგნოსტიციზმი მტკიცედ განეკუთვნება დროებით ან TAP კატეგორიას. ან არსებობს ან არა. ეს მეცნიერული კითხვაა; ერთ დღეს ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ პასუხი და ამასობაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რაღაც საკმაოდ ძლიერი ალბათობაზე" და მიიჩნევს, რომ PAP არის "ღობე-ჯდომის ღრმად გარდაუვალი სახეობა".

იგნოსტიციზმი
დაკავშირებული ცნებაა იგნოსტიციზმი, მოსაზრება, რომ ღვთაების თანმიმდევრული განმარტება უნდა იყოს წარმოდგენილი, სანამ ღვთაების არსებობის საკითხი არსებითად განიხილება. თუ არჩეული განსაზღვრება არ არის თანმიმდევრული, იგნოსტიკოსს აქვს არაკოგნიტივისტური შეხედულება, რომ ღვთაების არსებობა უაზროა ან ემპირიულად შეუმოწმებელია. A. J. Ayer, Theodore Drange და სხვა ფილოსოფოსები ხედავენ როგორც ათეიზმს, ასევე აგნოსტიციზმს, როგორც შეუთავსებელ იგნოსტიციზმს იმ მოტივით, რომ ათეიზმი და აგნოსტიციზმი ეთანხმება განცხადებას "ღვთაება არსებობს", როგორც აზრიანი წინადადება, რომელიც შეიძლება არგუმენტირებული იყოს ან მის წინააღმდეგ.
იხ.ვიდეო - Что такое агностицизм? Разница между атеизмом и агностицизмом. Полный разбор


Комментариев нет:

თვლის მწრელი (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                       Snowpiercer (TV series) „თოვლმჭრელი“ ამერიკული პოსტაპოკალიფსური დ...