воскресенье, 2 мая 2021 г.

ყირიმის ომი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ყირიმის ომი

ფრანც რუბოსი ნახატი ,, ყირიმის ალყა''
 მორიგი ომი რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის, რომელიც გრძელდებოდა 1853 წლის 14 ივნისიდან 1856 წლამდე. ომი წარმოებდა, ერთი მხრივ, რუსეთის იმპერიასა და მეორე მხრივ, გაერთიანებული სამეფოსსაფრანგეთის მეორე იმპერიისსარდინიის სამეფოსა და ოსმალეთის იმპერიის ალიანსს შორის. სამხედრო კონფლიქტის ძირითადი ნაწილი შავ ზღვასა და ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელდა, ფრონტის ხაზი გახსნილი იყო კავკასიაშიც.
                                                                           
ყირიმის ომის რუქა

რუსეთის იმპერატორ, ნიკოლოზ I-ს სურდა ოსმალეთის იმპერიის დანაწევრება, შავი ზღვის რუსეთის შიდა ზღვად გადაქცევა, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება და ბალკანეთში განმტკიცება. 1853 წლის 14 ივნისს რუსეთმა იერუსალიმის წმინდა ადგილების დაცვის საბაბით ოსმალეთს ომი გამოუცხადა. რუსეთის არმიამ ბალკანეთიდან სტამბულისკენ კავკასიიდან კი ყარსისკენ დაიწყო შეტევა. გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ვერ შეეგუენ რუსეთის გასვლის მცდელობას ხმელთაშუა ზღვაზე. ამიტომ ისინი ოსმალეთს მიემხრნენ და ომი გამოუცხადეს რუსეთს.

მოკავშირეებს შეუერთდა სარდინიის სამეფოც. მოკავშირეების ზეგავლენით ავსტრიამ რუსეთს მოსთხოვა ბალკანეთის დატოვება. რუსეთმა დაკარგა სტამბულისკენ წასასვლელი გზები. ამავე დროს მოკავშირეების ფლოტი შავ ზღვაში შევიდა. ინგლისის, საფრანგეთის, სარდინიის და ოსმალეთმა ყირიმში დიდი არმია გადასხა და 1854 წლის სექტემბერში ალყა შემოარტყა სევასტოპოლს, რომელიც იყო მთავარი დასაყრდენი რუსეთისა შავ ზღვაზე. ჩამორჩენილმა ბატონყმურმა რუსეთმა ვერ უზრუნველყო სევასტოპოლის დაცვა. 1855 წლის სექტემბერში სევასტოპოლი დანებდა.

                                                                    

ოსმალეთის შეტევა შეკვეთილის ნავსადგურზე

1853 წლის შემოდგომაზე ოსმალეთმა საომარი მოქმედებები დაიწყო კავკასიაში და შეიჭრა გურიაში, სადაც აიღო შეკვეთილის ციხე. 30 ოქტომბერს ოსმალები შეიჭრნენ ახალციხის მაზრაში. 12 და 19 ნოემბერს რუსეთმა სასტიკად დაამარცხა ოსმალები ახალციხესთან და ბაშკადიკლიართან. 1854 წელს რუსებმა გაიმარჯვეს ბაიაზეთთან და კიურიკ-დარასთან. 1855 წელს აიღეს არტაანი და ყაგიზმანი და ალყა შემოარტყეს ოსმალეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქ ყარსს. 1855 წლის შემოდგომაზე ომარ-ფაშამ 20 ათასიანი დესანტი გადასხა სამეგრელოში. მისი მიზანი იყო ეიძულებინა რუსეთის ჯარი, მოეხსნა ალყა ყარსზე. ომარ-ფაშამ მოიპოვა გამარჯვება გურულების რაზმზე, მაგრამ წინ ვერ წაიწია. 1855 წლის 15 ნოემბერს დაეცა ყარსი და ომარ-ფაშა იძულებული გახდა სამეგრელოდან გასულიყო.

კავკასიაში რუსეთის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს ადგილობრივმა ქართველებმა და სომხებმა, თუმცა ომმა მოიტანა ნგრევა რუსეთ-ოსმალეთის სასაზღვრო რაიონებში, განსაკუთრებით გურია-სამეგრელოში.

                                                                    

93-ე სამხრეთ მთიელები ბრძოლის ველზე

ყარსის აღებამ ომში არსებითად ვერაფერი შეცვალა. რუსეთმა სრული მარცხი განიცადა. სევასტოპოლის ალყის დროს გარდაიცვალა ნიკოლოზ I. 1855 წლიდან მისი ვაჟი ალექსანდრე II გახდა მეფე. 1856 წელს იგი იძულებული გახდა დათანხმებოდა პარიზის საზავო ხელშეკრულების მძიმე პირობებს. ამ ზავით რუსეთმა დაკარგა დუნაის შესართავი და ბესარაბია. რუსეთს ჩამოერთვა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება. შავ ზღვაზე რუსეთის ციხესიმაგრეები უნდა დაენგრია. შავი ზღვა ყველა გემისთვის ღია ზღვად ცხადდებოდა. სერბიავლახეთი და მოლდოვა ევროპის სახელმწიფოთა მფარველობის ქვეშ მოექცა. რუსეთმა დაკარგა უპირატესობა საერთაშორისო ავტორიტეტი.

იხ. ვიდეო


                                                        მხარეების ძალები 

- ოსმალეთის იმპერია - 235 558 ადამიანი სახმელეთო რეგულარული არმია, თურქული - 199 152 ადამიანი, ეგვიპტური - 23 931 ადამიანი, სლავიანური ლეგიონი - 2 ათასი, ყირიმ- თათრული ცხენოსანი - 485 ადამიანი, ფრანგული - 309 268, დიდი ბრიტანეთი - 200 864 ადამიანი, სარდინიური საექსპედიციური კორპუსი ყირიმში - 18 ათასი ადამიანი, საზღვარგეთული ლეგიონი - 4250 ადამიანი, ანგლო-შვეიცარიული ლეგიონი - 2,2 ათასი ადამიანი.

რუსეთი - 750 ათასი ადამიანი, საზღვარგარეთული ფორმირებები - ბულგარული - 3 ათასი ადამიანი, ბერძნ. ლეგიონი - 800 ადამიანი, მგრელები - 1855, 1956, აფხაზური - 1855, 1856.

                                                       დანაკარგები

ოსმალეთის იმერია - სულ - 233 ათასი დაჭრილი და დაღუპული, ოსმალეთის იმპერიიდან - 45, 3 ათასი ადამიანი დაღუპული, დაღუპული ჭრილობებისგან ან აცადყოფობისგან, ფანგი - 97 365 დაღუპული ან ჭრილობებისგან და ავადყოფობებისგან.

დიდი ბრიტანეთი - 22 602 დაღუპული ან ჭრილობეისგან და ავადყოფობისგან.

სარდინია -  2194 დაღუპული, 167 დაჭრილი

რუსეთი - საერთო დაღუპულები - 143 ათასი, 25 ათასი მოკლული, 16 ათასი დაიღუპა ღრილობეისგან, 89 ათასი დაიღუპა ავადყოფობისგან 

                                                            

გენერალული შეტევა სევასტოპოლის მოკავშირეების მხრიდან 1855წ-ის 6 ივნისი  Alexandre Protais, 1858



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...