четверг, 20 мая 2021 г.

ეპიგრაფიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ეპიგრაფიკა

                                         
უადი-რუმი, იორდანია

 ისტორიის დამხმარე დისციპლინაა, რომელიც სწავლობს მაგარ მასალაზე (ქვალითონიხემინაძვალიკერამიკა...) შესრულებულ ძველ წარწერებს. ამგვარი წარწერები პირობითად ორ მთავარ ჯგუფად იყოფა, პირველში შედის მონუმენტური ხასიათის წარწერები (ქვაზე, კლდეზე, შენობის კედელზე, მემორიალურ დაფაზე, სვეტზე), რომლებიც ჩვეულებრივ წარმოადგენენ სახელმწიფო დეკრეტებსა და კანონებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის იურუდიულ დოკუმენტებს, სახელმწიფო მეთაურთა სამხედრო, პოლიტიკური და იდეოლოგიური გამარჯვებების პროკლამაციებს, დიდ მშენებლობათა ქრონოლოგიას; მეორე ჯგუფში შედის წარწერები პრქტიკული დანიშნულების ნივთებზე, რომლებიც ასახავენ სახელმწიფოსა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრებას, ნივთების დანიშნულებას, მათი მფლობელის, ან ოსტატის ვინაობას.

იხ. ვიდეო



ეპიგრაფიკა შეისწავლის წარწერათა როგორც გარეგნულ მხარეს, ისე მათ შინაარსს. ბევრ შემთხვევაში მხოლოდ ეპიგრაფიკის წყალობით გახდა შესაძლებელი ამა თუ იმ მკვდარი ენისა და მთელი ცივილიზაციების აღმოჩენა. ეპიგრაფიკის დიდ მნიშვნელობას განაპირობებს წარწერისა და შესასწავლი მოვლენის თანადროულობა, ქრონოლოგიური განსაზღვრულობა, ძეგლის ენის სიახლოვე ცოცხალ მეტყველებასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპიგრაფიკა ენის დოკუმენტირბული და დათარიღებული ისტორიისათვის, ისტორიული დიალექტოლოგიისათვის.

                                                                 

როზეტას ქვა ბრიტანეთის მუზეომი

ეპიგრაფიკა წარმოიშვა აღორძინების ეპოქაში ანტიკურობისადმი და აღმოსავლური, კერძოდ ბიბლიური სიძველისადმი, ინტერესის აღმავლობასთან დაკავშირებით. მაგრამ მეცნიერული ეპიგრაფიკა მხოლოდ XIX ს.-ში ჩამოყალიბდა, როდესაც მეცნიერები შეუდგნენ ბერძნული და ლათინური წარწერების კორპუსების გამოსაცემად მომზადებას და როდესაც აღმოსავლეთის ქვეყნებში აღმოჩენილ პუბლიკაცია და გაშიფვრა წარმატებით დაგვირგვინდა.

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების მეცნიერული შესწავლა დაკავშირებულია ივანე ჯავახიშვილის სახელთან, რომელმაც 1926 წ.-ს გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი — „ქართული პალეოგრაფია“.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...