четверг, 13 мая 2021 г.

ნუში

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  ნუში

ჩვეულებრივი ნუში ყვავილობისას

 (ლათ. Amygdalus) — მცენარეთა ქვეგვარი ვარდისებრთა ოჯახის ქლიავისებრთა ქვეოჯახისა. ცნობილია 40-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. კავკასიაში იზრდება 7 სახეობამდე, საქართველოში კი მხოლოდ 2. მათგან ერთი — ჩვეულებრივი ნუში (ლათ. Prunus communis) კულტივირებულია. მისი სიმაღლე 10  აღწევს. აქვს თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილი. არჩევენ მის ტკბილ და მწარეთესლიან, თხელ და სქელნაჭუჭა ფორმებს. თესლი შეიცავს გლუკოზიდ ამიგდალინს, რომელიც ტკბილ ფორმებში ოდნავ შეიმჩნევა. გავრცელებულია მთის შუა სარტყლამდე. მისი გაველურებული ფორმები ქმნის რაყას. მეორე სახეობა, ენდემური ქართული ნუში (ლათ. Prunus georgica), ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1-1,5 მ აღწევს. გამოირჩევა კაშკაშა ვარდისფერი ყვავილებით. იზრდება აღმოსავლეთ საქართველოში, ქმნის რაყას, მისი დიდი მასივებია გარეკახეთში, სოფელ სათაფლესთან (წარსულში მალხაზიანი, კრასნოგორსკი, აზამბური) და ქოჩორას მთის დასავლეთ კალთებზე ხევებში. გვხვდება ქართლშიც — ქარელთან, ტირიფონის ველზე სოფელ ხურვალეთთან, სამთავისთან, კასპთან. მისი გამოყენება შეიძლება ფერდობების გასამაგრებლად, ატმის, ტკბილი ნუშის, ქლიავისა სხვა კურკოვანი მცენარეების საძირედ.

იხ. ვიდეო



ნუში სინათლის მოყვარული, გვალვა- და შედარებით ყინვაგამძლეა. კარგად ხარობს ფხვიერ კირიან ნიადაგზე. იზრდება ქვიან და კლდოვან დამრეც ზედაპირზე ზღვის დონიდან 800-1600 მ (ბუხარის ნუში 2500 მ-მდე ადის), ამჯობინებს კალციუმით მდიდარ ნიადაგს. იზრდება მცირე ჯგუფებად (3-4 წამონაზარდიდან), რომლებიც ერთმანეთისგან 5-7 მეტრითაა დაშორებული. მზისმოყვარულია და ადვილად იტანს სიმშრალეს კარგად განვითარებული ფესვების სისტემის წყალობითა და ეკონომიური ტრანსპირაციით. ყვავილობს მარტ-აპრილში, ზოგან თებერვალშიც, ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. მსხმოიარობას იწყებს 4-5 წლის ასაკიდან და 30-50 წლამდე აგრძელებს. ცოცხლობს 130 წლამდე. მრავლდება თესლებითა და ფესვების წამონაზარდებით. იტანს −25°с ყინვას, თუმცა ვეგეტაციის დაწყების შემდეგ ადვილად ზიანდება გაზაფხულის ყინვებისგან. იზრდება ბუჩქის ან მცირე ზომის ხის სახით მოწითალო ფერის ტოტებით. აღწევს 3-8 მეტრს, ლანცეტისმაგვარი ფოთლებით, რითაც ალუბალს ემსგავსება. მშრალი თესლი (ნუშის გული) შეიცავს 54% ცხიმს, 21% აზოტოვან ნივთიერებებს, 13% უაზოტო ნივთიერებებს, 4% უჯრედის, 6% წყალს და 2% ნაცარს.

იხ. ვიდეო

2010 წლის მონაცემებით მსოფლიოში იწარმოება 2.51 მილიონი ტონა, მათ შორის ყველაზე დიდი მწარმოებელია ამერიკის შეერთებული შტატები — 1.41 მილიონი ტონა წელიწადში. ნაყოფი გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაში ნუშის ზეთის გამოსახდელად — ღვინის შესაფერავად, კონიაკის წარმოებაში. ნუშის ზეთს ხმარობენ კულინარიაშიპარფიუმერიასა და მედიცინაში, ნუშის ქატოს - კოსმეტიკაში.

ნუშის ზეთი - აღწევს კანის ფორებში, აახალგაზრდავებს და წმენდს მას. ასტიმულირებს თმის ზრდას.






 

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...