ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
კრის რი
კრისტოფერ ანტონ „კრის“ რი (დ. 4 მარტი, 1951) — ბრიტანელი როკ და ბლუზური გიტარისტი მიდლზბროდან (ინგლისი). გამორჩეულია ბოხი ხმით და სლაიდ გიტარაზე შესრულების ტექნიკით. „გინესის როკოპედიაში“ აღწერილია როგორც „ხრეშიანი ვოკალის მქონე უშიშარი გიტარისტი“. British Hit Singles & Albums აღნიშნავს, რომ იგი 1980-იანების მიწურულის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი და სიმღერების ავტორი იყო. ბრიტანეთის ათეულში „The Road to Hell (Part 2)“-ის მოხვედრის დროისთვის მას უკვე ჰქონდა წამყვანი ევროპელი შემსრულებლის სახელი. მისი ორი სტუდიური ალბომი, The Road to Hell და Auberge ლიდერობდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში. შემსრულებელი სამჯერ იყო ნომირებული ბრიტანული მუსიკის ჯილდოზე (1988, 1989, 1990). 2009 წლისთვის მსოფლიოში გაიყიდა მისი 30 მილიონზე მეტი ალბომი.
იხ. ვიდეო ❤❤❤❤❤❤
The sins of the past have come
See how they sit down together
Outside my window
And I know the reason what they've all come here for
You my love
My sweet, sweet love
Are what it's all because of
Surrender is easy
But your innocence haunts me
The most fatal of charms
Oh I must have done some wrong
For I know full…
ამერიკაში რი უფრო მეტად ცნობილია 1978 წლის ჰიტით „Fool (If You Think It's Over)“, რომელიც „ბილბორდის“ ცხელ ასეულში #12 პოზიციას იკავებდა და ზრდასრულთა თანამედროვე ჩარტში #1 იყო. ამ წარმატებამ კრისს მოუპოვა ნომინაცია გრემიზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში, 1979 წელს.[10] მისი სხვა ცნობილი სიმღერებია „I Can Hear Your Heartbeat“, „Stainsby Girls“, „Josephine“, „On the Beach“ (ზრდასრულთა თანამედროვე ჩარტში #9), „Let's Dance“, „Driving Home for Christmas“, „Working on It“ (მეინსტრიმული როკის ჩარტში #1), „Tell Me There's a Heaven“, „Auberge“, „Looking for the Summer“, „Winter Song“, „Nothing To Fear“, „Julia“ და „If You Were Me“, დუეტი ელტონ ჯონთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий