воскресенье, 16 мая 2021 г.

ბაბუაწვერა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ბაბუაწვერა

(ლათ. Taraxacum) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს ფესვის ყელთან შეკრებილი ფრთისებრ დანაკვთული ფოთლები. საყვავილე ღერო უფოთლოა, ღრუიანი, შეიცავს რეწვენს და ბოლოვდება მარტოული კალათა ყვავილებით. ყვავილები ყვითელი ან ვარდისფერია, იშვიათად მეწამული, ნაყოფი — თესლურა.

ცნობილია ბაბუაწვერას 100 სახეობა. საქართველოში გვხვდება 9, მათგან 4 კავკასიის ენდემია. ფართოდაა გავრცელებული Taraxacum officinale, რომლის ფესვსა და მიწისზედა ნაწილს იყენებენ მედიცინაში. თაფლოვანი მცენარეა. ბაბუაწვერას ზოგი სახეობის (ქოქ-საღიზი) ფესვები მაღალი ხარისხის კაუჩუკს შეიცავს.

მცენარის ფოთლებსა და ფესვებში აღმოჩენილია ინსულინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, კაუჩუკი, ცვილი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი, ფისები და სხვა.

ბაბუაწვერა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, სიყვითლისას და გასტრიტების დროს. ნედლი ფოთლებისაგან მომზადებულ სალათას ხმარობენ როგორც შარდმდენ, ამოსახველებელ, სისხლისგამწმენდ, ნაღველმდენ და საფაღარათო საშუალებას. ბაბუაწვერის წვენს სვამენ ღვიძლის, შარდის ბუშტის დაავადებებისა და სიყვითლის დროს. ნედლი ფოთლები და წვენი გამოიყენება ათეროსკლეროზის, ანემიის და კანის დაავადებებისას.

იხ. ვიდეო ნაღვლის მდენი და კუჭნაწლავის სამკურნალო

ფეხის თითებზე ძლოვანი წანაზარდების დროს - ბაუბაწვერას თეთრი ფუმფულა თესლი შეაგროვეთ მინის ქილაში, დაასხიტ ნიშადურის სპირტი და გააჩერეთ 21 დღ, მიღებული ძალინ შავი ხსნარი წაისვით წანაზადებზე  და ტკივილი გაივლის





Комментариев нет:

მარკო რუბიო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                  მარკო რუბიო ინგლ. Marco Antonio Rubio მარკო ანტონიო რუ...