ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
იაკოპო პერი
(იტალ. Jacopo Peri; დ. 20 აგვისტო, 1561, რომი — გ. 12 აგვისტო, 1633, ფლორენცია) — იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი, ოპერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა ფლორენციაში, კრისტოფანო მაველაცისთან. ფლორენციული კამერატის (წრის) მონაწილე. 1592 წელს დაწერა (ი. კორსისთან ერთად) პირველი ოპერა "დაფნე" (ო. რინუჩის ტექსტზე, დაიდგა 1597-98 წლებში ფლორენციაში. პერის მუსიკის ფრაგმენტები დაკარგულია). პერის ოპერა "ევრიდიკე" (1600) ადრინდელი ოპერის ყველაზე მკაფიო ნიმუშია. პერი ამ ოპერაში ასრულებდა ორფევსი პარტიას.
იხ. ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий