воскресенье, 23 мая 2021 г.

სელენე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 სელენე

                                                     

 მთვარის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაშიტიტან ჰიპერიონის და თეას სევდიანი ასული, ჰელიოსის და ეოსის (მზის და განთიადის) და, იმავე ჰელიოსის ცოლი, ხშირად ეძახდნენ ფებეს, რადგან აპოლონ ფებოსის დად ითვლებოდა. ჰყავს მთვარის ეტლი, რომელსაც სამოთხისკენ მიაბრუნებს. მის შესახებ მითებში მოხსენიებულია მისი რამდენიმე საყვარელი, მათ შორის ზევსიპანი და მოკვდავი ენდიმიონი. კლასიკურ დროში სელენს ხშირად აკავშირებდნენ არტემიდასთან, ისევე, როგორც მისი ძმა, ჰელიოსი, აპოლონთან იყო დაკავშირებული.  სელენი და არტემიდაც ასოცირებულნი იყვნენ ჰეკატთან და ერთად სამივე მთვარის ქალღმერთებად ითვლებოდნენ, მაგრამ მხოლოდ სელენი განიხილებოდა როგორც თავად მთვარე. მისი რომაული ეკვივალენტია ლუნა.
იხ. ვიდეო

ჰომეროსი თავის პოემებში ჯერ არ თვლის ქალღმერთად, მაგრამ ერთ ჰიმნში მას მარად სხივოსან, ბრძენ, „თეთრკულულებიან ქალღმერთს“ უწოდებს, გრძელი ფრთებითა და ოქროს შარავანდედით დამშვენებულს. თავისი ძმის, ჰელიოსისგან განსხვავებით, რომელიც ეტლით დაფრინავს ცაში და ყველას თვალს სჭრის თავისი ნათებით, სელენე ბევრად უფრო წყნარია. მისი ეტლი, რომელშიც არის შებმული ორი ცხენი, ჯორი ან ხარი (ამ უკანასკნელის რქები ნახევარმთვარის სიმბოლოა), სიბნელეში მშვიდად მოძრაობს და მკრთალი შუქით ახარებს ადამიანებს.

                                                                         

სელენე აჭენებს ცხენს

ჰომეროსისვე ცნობით, სელენე ზევსმა შეიყვარა და მალევე მასთან პანდეია ეყოლა. ათენელთა ზევსის დღესასწაულებზე პანდეიაც შედიოდა. სელენეს შეუყვარდა ახალგაზრდა მოკვდავი ენდიმიონი და ზევსს მისთვის უკვდავება სთხოვა, მაგრამ დაავიწყდა მარადიული სიჭაბუკეც ეთხოვა, ამიტომ ენდიმიონი დაბერდა და გამოქვაბულში წავიდა, სადაც სელენე ღამით ეტლს შეაჩერებს, ჩადის და დასქცერის მწუხარებით. სწორედ ესაა მისი სევდის მიზეზი. ყველაფრის მიუხედავად ენდიმიონთან ეყოლა 50 ასული, რომელიც ოლიმპოს კალენდრის 50 თვეს შეესაბამება.

                                                                       

სელენა (პერგამონის მუზეუმი, ბერლინი)

ვიკას ნეო-წარმართულ რელიგიაში ბერძნული ქალღმერთი სელენე ითვლება სამეული ქალღმერთის ასპექტად .
მენა (Mycenaean me-no) - სელენას სახელია მოკვდავებში. მას მოიხსენიებენ როგორც "სამ სხეულს". ათენში მენას (სელენას) პატივი მიაგეს, როგორც ჯადოქარი და პოეტი მუზეის დედა, რომელიც მას ანტიტეფისგან შეეძინა.
მენა მთვარის ფაზების ქალღმერთია, სელენეს და ენდიმიონის ქალიშვილი. სავარაუდოდ, მათ შორის იყო ნემეა (ახალი მთვარე), პანდეა (დაღმავალი მთვარე), მეზომენა (მზარდი მთვარე), მენისკი (ნახევარმთვარე) და მენა (სავსე მთვარე) .

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...