воскресенье, 3 октября 2021 г.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

     საჭმლის მომნელებელი სისტემა

ადამიანიას  საჭმლის მომნელებელი სისტემა

ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომელიც ახორციელებს საკვების გადამუშავებას ფიზიკური და ქიმიური დამუშავების გზით. საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა უბანი ფუნქციურად და აგებულებით ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ექვემდებარება ერთ ძირითად პრინციპს — მიღებული პროდუქტები ისე გადაამუშაოს და მოინელოს, რომ მათგან რაციონალურად მოხდეს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა-ათვისება და უვარგისის ორგანიზმიდან დროულად გამოდევნა. კედელი სამშრიანია: გარეთა — შემაერთებელ ქსოვილოვანი, შუა — კუნთოვანი და შიგა — ეპითელური. გარეთა, შემაერთებელქსოვილოვანი შრე შემოსაზღვრავს საჭმლის მომნელებელ მილს და მის დამცავს წარმოადგენს. კუნთოვანი შრე უზრუნველყოფს საკვების მილში გადაადგილებას და ნარჩენების გამოყოფას. შიგა ეპითელური შრის უჯრედები გამოიმუშავებს და გამოყოფს ლორწოს, რაც აადვილებს საკვების მილში მოძრაობას. საჭმლის მომნელებელ მილს სპეციალური სადინარებით ჯირკვლები უკავშირდება. ეს ჯირკვლები მომნელებელი სისტემის სხვადასხვა ნაწილში სპეციალურ წვენს- სეკრეტს გამოყოფს. მათ გარეგანი სეკრეციის ჯირკვლებს უწოდებენ. ყოველი ფერმენტი მხოლოდ კონკრეტულ ნივთიერებაზე, pH-სა და ტემპერატურაზე მოქმედებს. მათი ზეგავლენით იშლება საკვებში არსებული ორგანული ნივთიერებები.

იხ. ვიდეო გაიცანით საჭმლის მომნელებელი სისტემა!






 ნახშირწყლები ამილაზების ზეგავლენით იშლება გლუკოზად (C6H12O6), ცილა პროტეაზების მეშვეობით იშლება ამინომჟავებად, ცხიმები კი ლიპაზების მოქმედებით გრიცერინად და ცხიმოვან მჟავებად იშლება. ორგანული ნივთიერებების დაშლის პროდუქტები მილის კედლით შეიწოვება და სისხლით ყველა უჯრედს მიეწოდება. ძუძუმწოვრების, მათ შორის ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი პირის ღრუთი იწყება. აქ ხდება საკვების გემოს გასინჯვა, დაქუცმაცება, ლუკმის ფორმირება და იწყება ნახშირწყლების დაშლა. პირის ღრუში იხსნება სამი დიდი სანერწყვე ჯირკვალი : ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა. ისინი გამოიმუშავებენ ნერწყვს, ნერწყვი კი ხელს უწყობს საკვების დარბილებას. ნერწყვის შედგება 98% წყლისაგან, სიბლანტის მიმცემი ნივთიერებისაგან და ფერმენტებისგან. მათ შორისაა ლიზოციმი, რომელიც ანეიტრალებს მავნე ბაქტერიების მოქმედებას. ნერწყვის პირის ღრუს სუსტ ტუტე არეს ქმნის, პირის ღრუში იწყება ნახშირწყლების დაშლა გლუკოზამდე. ამ პროცესს ხელს უწყობს ფერმენტი პტალინი. საკვების დაქუცმაცებას ხელს უწყობს კბილები, დარბილებას–ნერწყვი, ხოლო საყლაპავში გადასროლას–ენა.( რბილი, მოძრავი კუნთოვანი ორგანო, რომელზეც მოთავსებულია გემოვნების რეცეპტორები.

საჭმლის მომნელებელი სისტემის თანმიმდევრობა:

  1. პირის ღრუ
  2. ხახა
  3. საყლაპავი მილი
  4. კუჭი
  5. თორმეტგოჯა ნაწლავი
  6. წვრილი ნაწლავი
  7. მსხვილი ნაწლავი
  8. სწორი ნაწლავი
  9. ანალური ხვრელი

ხახა ერთდროულად ემსახურება ჰაერისა და საკვების გატარებას. ხახიდან საკვები საყლაპავში გადადის, ცხვირ-ხახიდან შესული ჰაერი - ხორხში. საკვების გადაყლაპვის დროს ხორხი იხურება ხორხსარქველით, რათა საკვები სასულეში არ მოხვდეს. ხახიდან საყლაპავში გადასული საკვების გადაადგილებას ხელს უწყობს პერისტალტიკა- საჭმლის მომნელებელი მილის კედლის ტალღისებრი შეკუმშვა. საყლაპავიდან საკვები მომნელებელი სისტემის ყველაზე გაფართოებულ ნაწილში, კუჭში გადადის.

იხ. ვიდეო Строение пищеварительной системы человека. Изучаем в 3D





კუჭი არის კუნთოვანი ორგანო. მისი შიგა გარსი დანაოჭებულია.მასში დიდი რაოდენობითაა ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს კუჭის წვენს. კუჭის წვენი შეიცავს მარილმჟავას (0.5%), ფერმენტებს და ლორწოს. კუჭში იწყება ცილების დაშლა პეპსინის დახმარებით. იშლება ასევე რძის ცხიმი ლიპაზას დახმარებით. მარილმჟავა კლავს კუჭში მოხვედრილ ბაქტერიებს. კუჭის კედლები ლორწოთია დაფარული, რომელიც ბარიერის ფუნქციას ასრულებს კედელსა და წვენს შორის. დამცველობითი ბარიერის დარღვევის შემთხვევაში პროტეაზები და ქლორწყალბად მჟავა "გამოჭამს" კედელს. პროცესის გაღრმავების შემთხვევაში ჩნდება კუჭის წყლული და ზიანდება კედლის ყველა შრე. ამ დროს ჩნდება ხვრელი და კუჭის შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება, ეს სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

იხ. ვიდეო 10 ყველაზე მავნე პროდუქტი





კუჭის კედლით შეიწოვება მცირე რაოდენობით წყალი, მარილები, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი და ალკოჰოლი. კუჭიდან გათხევადებული საკვები თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის (წვრილი ნაწლავის საწყისი). თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება ორი დიდი ჯირკვლის- კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის სადინარი. პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) წვენს აქვს ტუტე რეაქცია, მასში ფერმენტების მთელი ნაკრებია.

ღვიძლი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალია. მისი სეკრეტი ნაღველია, რომელიც ნაღვლის ბუშტში გროვდება. ნაღვლის წარმოქმნა ღვილში განუწყვეტლივ მიმდინარეობს, თუმცა მისი თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლა მხოლო საკვების მოხვედრისას ხდება. წვრილ ნაწლავში გრძელდება ნივთიერებების დაშლა და ასევე ხდება დაშლილი საკვების შეწოვა სისხლში. წვრილი და მსხვილი ნაწლავების გადაბმის აგდილას არის ბრმა ნაწლავი, რომელსაც აქვს გამონაზარდი ჭია ნაწლავი (აპენდიქსი), ხოლო მსხვილ ნაწლავში შეიწოვება წყალი და ხდება მყარი მასების ჩამოყალიბება.

იხ. ვიდეო 10 პროდუქტი რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

ქოლელითიაზი
მთავარი სტატია: ნაღვლის ბუშტის დაავადება
ქვების (კალკულების) წარმოქმნა ნაღვლის ბუშტში, სანაღვლე სადინარებში. ნაღვლის ბუშტში ქვები იწვევს ქოლეცისტიტის განვითარებას. დაავადების გაურთულებელი კურსის დროს გამოიყენება თერაპიის კონსერვატიული მეთოდები. თუ EPST-ით ERCP-ის დახმარებით შეუძლებელია ნაღვლის სადინრიდან (ქოლედოხუსი) ამოღება, მაშინ ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა. არსებობს ქოლესტერინი, პიგმენტი, კირქოვანი და შერეული ქვები. ერთკომპონენტიანი გამოთვლები შედარებით იშვიათია. ქვების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს შერეული შემადგენლობა ქოლესტერინის დომინირებით. ნაღვლის ქვები წარმოიქმნება ნაღვლის ძირითადი ელემენტებიდან.

ის უფრო ხშირია პიკნიკური ფიზიკის მქონე ადამიანებში, მიდრეკილნი სისავსისკენ. ჭარბი წონა აღინიშნება პაციენტების დაახლოებით 2/3-ში. ხელს უწყობს ქოლელითიაზიის განვითარებას, ზოგიერთი თანდაყოლილი ანომალიის განვითარებას, რომელიც აფერხებს ნაღვლის გადინებას, მაგალითად, სტენოზი და ჰეპატოქოლედოქის ცისტები, თორმეტგოჯა ნაწლავის პარაპაპილარული დივერტიკულა და შეძენილი დაავადებებიდან - ქრონიკული ჰეპატიტი ღვიძლის ციროზის შედეგით. ძირითადად პიგმენტური ქვების ფორმირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დაავადებებს, რომლებსაც ახასიათებს სისხლის წითელი უჯრედების გაზრდილი დაშლა, მაგალითად, ჰემოლიზური ანემია, თუმცა პაციენტთა უმრავლესობაში წარმოქმნილ მცირე პიგმენტურ ქვებს, როგორც წესი, არ ახლავს ქოლელითიაზისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინებები.
იხ. ვიდეო - video - Human digestive system - How it works! (Animation) - In this video all digestive organs of the human body are explained in detail and their functioning is described. We will look at the salivary glands, the esophagus, the stomach, the small intestine, the large intestine and the liver with the gall bladder.
ტკივილი ნაწლავთა დაავადების დროს - ნაწლავთა დაავადებების დროს ტკვილი სხვადასხვანაირია ზოგჯერ - გაურკვეველი პერიოდული, ზოგჯერ მკვეთრი, შეტევისებრი, გამოწვეული ნაწლავის სპაზმით (ე.წ. ნაწლავის ჭვალი). ტკივილი ზოგჯერ მთელ მუცელს მოიცავს, ზოგჯერ მის რომელიმე ნაწილში შეიგრძნობა.
წვრლი ნაწლავის დაავადებების დროს ტკივილი მუცლის შუა ნაწილში იჩენს თავს.
ბრმა ნაწლავის დაავადებების დროს მარჯვენა თეძოს არეშია ლოკალიზებული, სიგმოპდური ნაწლავის დროს - მარცხენა თეძოს არეში. უმეტესად განისაზღვრება პალპაცია.
ზოგჯერ ძალინ ტკივილს იჩენს თავს მეტეორიზმის დროს, ნაჭლავის გაადწიმვის შედეგად. მას შემდეგ, რაც გაზები გაივლის ტკივილიც ცხრება. უშუალოდ დეფეკაციის წინ ტკივილის აღმოჩენება დასწერივი ან სიგმოიდური ნაწლავის დაზიენაბზე მიუთითებს. დეფეკაციის დროს ტკივილი აღინიშნება სწორი ნაწლავის დაავადების (ჰემოროის, უკანა ტანის ნახეთქების, სიმსინვის) დროს.
სწორი ნაწლავის დაავადებისა დროს დეფეკაციის ხშირ სურვილს, ტენეზმს, ზოგჯერ მოსდგევს თან ძლიერი ტკივილი.
გულძმარვა
თამამდ შეიძლება ითქვას, რომ ერთერტი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია გილძმარვა. ეს არის წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან და საყლაპავის გასწვრივ, რ-იც უმეტსად საკვების მიღების შემდეგ აღმოცენდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხიმიანი ან ძალინ მძაფრსაკმაზიანი კერძი მივირთვით. ზოგჯერ მიღებულია საკვები და კუჭის მჟავაშემცვლელი წვენი საყლაპავში ამოიტყორცნება, შემდეგ ტკივილის ან ყლაპვის  გაძნლებეაბის მიზეზად იქცევა, აუცილებელია ვიცოდეთ, როდის შეიძლება ჩაითვალოს გულძმარვა ნორმალურ სიმპტომად და როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა, რათა სერიოზული დაავადება არ გამოგვეპაროს.
 იშვიატი გულძმარვა შეშფოტების საფუძველს არ იძლევა, ჩვეულებრივ, ის თავისთავად გაივლის, მისი არმოცენების მიზეზი სყლაპავოს სფინქსერის (მომჭერი კუნთის) ტონუსის დაქვეითება, დიდი რაოდენობით საკვების, ცხიმიანი კერძის, ზოგიერთი ტკბილეულის (მა., შოკოლადის), გაზიანი სასმლების მირება.
იშვიათისგან განასხვავებენ, სისტემატიურის, მიტ უმეტეს - ყოველდრიურში და ხანგრძლივი გულძმარვამ შესაძლოა საყლაპავი დააზიანოს.
იშვიათო გულძმარვის შესამცირებლად შესაძლოა საწირო გახდეს ანტიციდების - სამჟავის საწინაამღდეგო საშუალებების -  მიღება. მათი შეძენა აფთიაქში ფარმაცევტის რჩევითაც შეიძლება, მაგრამ თუ გულძმარვა სხვა სიმპტომებიც ახლავს თავი უნდა შეიკავოთ მედიკამნტების მირებისგან და დროულად მიმართოტ ექიმს
ასეთი სიმპტომებია:
სისხლიანი განავალი
წონის აუხსნელი კლება
უმადობა
ყლაპვის გაძნელება
ღებინება
პინაღებ მასაში სისხლის ან მოყავისფრო მასების არსებობა. გაითვალიოსწინეთ - ამ ნიშნების თანაარსებობისას არ არის გამორცხული გულძმარვვს გამომწვევი სერიოზული დაავადების არსებობა, დოული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობისთვოს ძალიან მნიშვნელოვანია. 

იხ. ვიდეო - გულძმარვა - მკურნალობა. გასტრო-ეზოფაგალური რეფლუხ დაავადება, საყლაპავის თიაქარი.

კარაბადინი - მაწუხებდა ნაწლავები, დარღვეული მქონდა საკვების მონელება, გაზები მიგროვდებოდა, ხშირად მქონდა სეკრულობა, ზოგჯერ კი ფაღარათი მემრთებოდა. საკურნალო მეთოდი:
სვით კამის წყალი. კამის წყალის მოსასმზადებლად 1 ჩ/კ კამას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაადგით 15 წუთი და სვით თბილთბლი
2. დილაობით საატის ისრის მიმართულებით იკეთეთ მუცლის მასაჟი
3. ჭამეთ სტაფილო და ჭახალი
4 ,იიღეთ ნაწლავური ფლორას მოსაწესრიგებელი რომელიმე წამალი. მე ვიყენებ ლინექს ან ბაქტიბუმტილს 2-5 კვირის განმავლობაში. თუმცა წამლების შესახებ მაინც ექიმს მიმართეთ.
ექიმის კომენტარი - ხახლურ მედიცინაში კამა ცნობილია როგორც მეტეორიზმის სამკურანლო საშულება. კამის ნაყენი აძლიერებს კუჭნაწლავის სეკრეციულ ფუნქციას. აქვს ნაღვწელმდენი, სპაზმების მომხსნელი, შადმენი მოქედება, არეგულირებს ნაწლავების მოტორიკას და ამასტან ერთად აქვს ანტიბაქტერიული, გულის მკვებავი სისხლძარვებისა და პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებელი ეფქტი. დამამშვიდებელად მოქედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს ლაქტაციას მეძუძურ დღეებშიაუმჯობესებს მადას , ინიშნება კუღ-ნაქლავების ფუნქციის მოშლისას. კოლიტის, მეტეორიზმის (გაზების) დროს.
მუცლის მასაჟი მართლაც აუცილებელი პროცედურაა მატვის, ვისაც დაქვეითებული აქვთ ბაწლავთა ტონუსი და ყაზბობა აწუხებს.
სტყაფილო და ჭარხალი უჯრედებით მდიდარი პროდუქტებია და ისისინი აძლიერებენ კუწ-ნაწლავის ტრაქტის პერიოსტალკაციას რაც აუცილებელია ყაბობის დროს.
როდესაც ადამინს ქრონიკულად ავს დარღვევები მომნელებელ სისტემაში ია საკმაოდ ხშირად აღნიშნება ნორმალური ნაწლავური ფლორიოს დარღვევა და ასეთი პრპარატები მართლაც კარგ შედეგს იძლევა თუმცა დაუშვებელია თვითნდიაგნოსტიკა, უმჯებესია პრეპერატთა მირების საკითხი გასტრეონტეროლოგთან ერთად გაადწყვიტოთ. 
საჭამლის მომნელებელი ორგანოების კუნთებს ახასოათებს  ტალღისებური კუმშვა - პერისტალტიკა, რის წყალობითაც საკვები მაშინაც კი მოხვდება კუჭში თუ ადამიანს ის თავდაყირა შეჭამს.
საჭმლის მონელებას სჭირდება კალორიები, რ-იც ენერგოხარჯის 5-დან 15-მდე % შეადგენსყველაზე მეტი ეენრგია ცილებისა და ალკოჰოლის მონელებნაზე იხარჯება.
 მტავარია საჭმლის მომნელებელი წვენი მარილმჟავა, რ-საც შეუძლია გაალროს ლითონი, თუმცა პლასტმატის ნივთებს ფანქარი და თმას ორგანიზმში  უცვლელ სახიტ ტოვებს.
პიკაციზმი გაუკუღმართებული მადაა, როდესაც ადამინს უცნდება საკვებად უვარგისი ნიბთიოერებების, მაგ., სარებავის, ცარცის, ტალახის ჭამის სურვილი ასეთი რამ არენიშნება ბავშვების თოთქმის მესამედს, მიზეზი ჯერჯერპბიოთ დაუდგენელია, არსებობს მოსაზრება, რომ დამანშავეა ორგანიზმში მინერალების დეფიციტი.
არსებობს მითი, რომ გადაყლაპული საღეჭი რეზინის მონელებას კუჭი 7 წ. ანდომებს ეს სიმართლე არ არის , საღეჭ რეზინს კუჭი ვერ ინელებს - ის როგანიზმში უცვლელი სახით რჩება, ოღონდ მეტისმეტად დიდი რაოდენობით გადაყლაპვა ყაზბობას და ნაწლავის სანათურის დახშობას იწვევს.
ყველაზე დიდი ნაწილი ჰორმონ სეროტინისა, რ-იც ჩვენს განწყობას განსზღვრას, არა ტავში არამედ კუჭში სინთეზირდება 
წყალი, ფერმენტებ, ძირითადადი მარილები, მორწო და ნაღველი საერთო ჯამში ქმნის 7,5ლ სითხეს, რ-ნაც მსხვილ ნაწლავამდე მხოლოდ 120-150მლ აღწევს.
ახალშობილის საწმლიოს მომნელებელ ტრაქტქტი სტერილურია, დაახლ 2 კვირის შემდეგ სახლდებიან მის მსხვილ ნაწლავში მრავალი ნაწლავური ფლორის წარმომადგენლები. 

ზარმრაცის მორჯულება - ზოგჯერ შრომისმოყვარე და დაუზარებელი ნაწლავები გაზარმაცებას იწყებენ და უარს ამბობენ მუშაობოზე წვრილი ნაწლავი და მსხვილი ნაწლავები 4-8 მ-მდეა. სახელდობრ ნაწლავებში მიკმდინარეობს საწმლის მოლნელება. წვრილი ნაწლავები ყველა მთავარ კვებით ნივთუიერებას, მსხვილი - წყლა და მინერალებს.
 სხვადასხვა მიზეზების გამო ნაწლავების პერისტალტიკა ქვეითდება, ე.ი.ნელდება გადამუშავება საკვები მსხვილი ნაწლავებისკენ გადაადგილდება, რაც სეკრულობას იწვევს. მათი ხელახალ ასამუშავებლად საჭიკროა უჯრედისები (მცენარეთა ბოწკო), რიც  ბევრია ხილ-ბოსტნეურში., იოს არიზიანებს ბაწლავების ლორწოვანას და ასტიმულირებს  პერისტალტიკას  უჯრედისის ნორმა - დღ-ში 30გ ასევე მას შეიცავს ბურღულეული, უხეშა დაფქვილი ხორბლის პური, ქატო და პარკოსნები. ეკრულობის დროს აუცუილებელია დილით დღეში არანაკლებ 2ლ წყალი (ჰოპორტონიკებმა და გულით დაავადებულობმა არანაკლებ 1,5ლ) - წყალი ხელს უწყობს პერისტალტიკას. წესად აქვთ ყოველ დლით 1 ჭიქა ოთახის ტემ-ზე წყალი - ის ასტომულირებს ნაწლავების მუშაობას .
 არცტუ იშვიტადად  ნაწლავების არსწორი მუშაობას მიზეზი  დისბაქტერიოზია, რ-საც იწვევს ანტიბიოტიკების არარეკომინდებულად მირება ან არასწორი კვებამ. დისბაქტერიოზი  უნდა გამოპიკვლიოს ექიმა და დანიშნოს ნწლავების ფლორის არმდგენი წამლები დისბაქტერიოზის პროფლიატიკისთვის რაციონში უნდა გაითვალისწინოთ ბიოფიდო ან ლაქტპ-ბაქტერიებით მდიდარი რძემჟავა პროდუქტები.
ნაწლავბის უკეთ მუშაობას შეუწყობს ხელს დილის ვარჯიშები ფეხიტ სიარული.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...