понедельник, 25 октября 2021 г.

სტერეოტიპი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             სტერეოტიპი

მე-18 საუკუნის ჰოლანდიური გრავირება, რომელზეც 
 გამოსახულია აზიის, ამერიკის და აფრიკის მოსახლეობა თავიანთ ტიპურ სამოსში. მათ ქვემოთ კი ნაჩვენებია ინგლისელი, ჰოლანდიელი, გერმანელი და ფრანგი.
ზეტმეტად განზოგადებული რწმენა ხალხის გარკვეული კატეგორიის შესახებ. სტერეოტიპები განზოგადებულია იმიტომ რომ, ვიღაცის აზრით, განსაზღვრული სტერეოტიპი, მართალია ამ კატეგორიის ყველა ინდივიდუალურ წევრზე. მიუხედავად იმისა, რომ როდესაც სწრაფ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ასეთი დისკუსია შეიძლება იყოს სასარგებლო, ისინი შეიძლება იყოს მცდარი, როდესაც ჯგუფის წევრებს ინდივიდუალურად განვიხილავთ. სტერეოტიპები ხელს უწყობს ცრურწმენებს და იგი შეიძლება წარმოიშვას რიგი მიზეზების გამო.
იხ. ვიდეო

შემდეგ სიტუაციებში, სტერეოტიპების ყოვლისმომცველი მიზანი არის ის, რომ ხალხმა თავისი სოციალური ინდივიდი (in-group წევრობა) დადებითი მხრიდან დაინახოს.

  • როდესაც სტერეოტიპები, გამოიყენება სოციალური მოვლენების ახსნისას;
  • როდესაც სტერეოტიპები, გამოიყენება  საკუთარი ჯგუფის (ingroup - ჯგუფი, რომელსაც შენ ეკუთნი), სხვა (outgroup - სხვა ჯგუფები, შენი ჯგუფის გარდა) ჯგუფის მიმართ გასამართლებლად;
  • როდესაც სტერეოტიპები, გამოიყენება ingroupის outgroupისგან დადებითად განსამიჯნად.

აშკარა სტერეოტიპები არის ის ხალხი, რომლებიც მზად არიან, გამოთქვან და აღიარონ სტერეოტიპები სხვა პირების წინაშე. ეს ასევე ეხება სტერეოტიპებს, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ფლობს გარკვეულ სტერეოტიპს და ამას იყენებს ხალხის განსასჯელად. ადამიანებს შეუძლია სცადონ, რომ ცნობიერად გააკონტროლონ მათი აშკარა სტერეოტიპები, მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის მათი მცდელობა შეიძლება ხშირად არ იყოს ეფექტიანი.

                                                             

პოლიციის ოფიცერები ყიდულობენ ყავას და დონატებს; აღქმადი სტეროტიპული ქცევის მაგალითი ჩრდილოეთ ამერიკაში.

დაფარული სტერეოტიპები არის სტერეოტიპები, რომლებიც ადამიანებს აქვთ ქვეცნობიერად, ისე, რომ მათ მათზე არც იციან და ვერც აკონტროლებენ.

სოციალურ ფსიქოლოგიაში, სტერეოტიპი არის რაიმე აზრი, რომელიც ფართოდ მიღებულია კონკრეტული ტიპის ინდივიდების მიერ ან ქცევის ნორმები, რომლებიც ითვლება, რომ წარმოადგენს გარკვეული ჯგუფის ინდივიდებს ან მთლიანად ამ ჯგუფს. ეს აზრები ან რწმენები ზუსტად ასახავდეს ან არ ასახავდეს რეალობას, მაგრამ სტერეოტიპის ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ხშირად ასახავენ რეალობას. ფსიქოლოგიასა და სხვა დარგებში, სტერეოტიპების სხვადასხვანაირი კონცეპტუალიზაცია არსებობს.

,,მხოლოდ კაცები თამაშობენ ვიდეო თამაშებს" არის საკმაოდ ხშირი სტერეოტიპი. სინამდვილეში კი, მოთამაშეების დაახლოებით ნახევარი ქალია.

რმინი "სტერეოტიპი" მომდინარეობს ფრანგული ზედსართავიდან stéréotype, რომელიც თავის მხრივ წამოვიდა ბერძნული სიტყვიდან στερεός (stereos), "მყარი" და τύπος (typos), შ"თაბეჭდილება"[7] "მყარი შთაბეჭდილება, ერთ ან მეტ იდეა/თეორიაზე."

ტერმინი მომდინარეობს საბეჭდი ინდუსტრიიდან და პირველად იგი ფირმინ დიდოტმა (Firmin Didot) გამოიყენა საბეჭდი ფირფიტის, რომელიც ნებისმიერი ტიპოგრაფიის დუბლირებას ახდენდა, გამოიყენა. დუბლირებული საბეჭდი ფირფიტა, ან სტერეოტიპი, ორიგინალის ნაცვლას, ბეჭდვისთვის გამოიყენებოდა.

ბეჭდვის გარდა, სიტყვა "სტერეოტიპი" 1850 წელს გამოიყენეს, უცვლელი გამოსახულების მნიშვნელობით. 1922 წლამდე "სტერეოტიპი" ფსიქოლოგიაში არ არსებობდა, ის თანამედროვე ფსიქოლოგიაში შემოვიდა ამერიკელი ჟურნალისტის Walter Lippmannის ნაშრომით საზოგადოებრივი აზრი (Public Opinion).

                                                                        

1873წლის ანტი სემიტური კარიკატურა, რომელზეც ასახულია ებრაელი მამაკაცის სტერეოტიპული ფიზიკური მახასიათებლები.

ადრეული კვლევების თანახმად, სტერეოტიპები გამოყენებული იყო მხოლოდ მკაცრი და ავტორიტარული ხალხის მიერ. ეს იდეა უარყო თანამედროვე კვლევებმა, რომლებიც გვთავაზობენ სტერეოტიპების საერთოობას, რომ ერთი სოციალური წრის წევრები იზიარებენ ერთსა და იმავე სტერეოტიპებს. თანამედროვე კვლევების მიხედვით, სტერეოტიპების სრულად გასაგებად საჭიროა მისი ორი პერსპექტივიდან დანახვა: კულტურასთან მიმართებაში და ინდივიდის გონების პერსპექტივაში. 

                                                                                       

ჟურნალი 
სილამაზის აღლუმი 1952 წლის მარტი, გამოსახავს სტერეოტიპს ქალი მძღოლების შესახებ. მოდელი - Bettie Page.

როგორც ზემოთ აღინიშნა, სტერეოტიპები შეიძლება გამოყენებულ იქნას, სოციალური ღონისძიებების ასახსნელად. ჰენრი ტაჯფელმა (Henri Tajfel)


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...