вторник, 19 октября 2021 г.

ნეოლითის ხანა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ნეოლითის ხანა

ნეოლითური არტეფაქტები
 (ნეო – ბერძნ. neos - ახალი, რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს ახალს, განახლებულს; ლითი, ლითო – ბერძნ. lithos – ქვა, რთული სიტყვის ნაწილი, აღნიშნავს ქვასთან, ქანებთან დამოკიდებულებას) — ახალი ქვის ხანა, ქვის ხანის ბოლო საფეხური, რომელიც შეცვალა ენეოლითმა. ტერმინი „ნეოლითი“ მეცნიერებაში 1865 წელს შემოიტანა ჯ. ლაბოკმა იმ პერიოდის აღსანიშნავად, როდესაც ადამიანი თავის საკვებს მარცვლეულის კულტივაციითა და ცხოველთა მოშინაურებით მოიპოვებდა, მაგრამ იარაღის დასამზადებლად (ხისა და ძვლის გარდა) ჯერ კიდევ მხოლოდ ქვას იყენებდა. ნეოლითის განმსაზღვრელი ნიშნებია: მიმთვისებლური მეურნეობიდან (ნადირობათევზჭერაშემგროვებლობა) მწარმოებლურ მეურნეობაზე (მიწათმოქმედებამეცხოველეობა) გადასვლა, თიხის ჭურჭლის გაჩენა, ქვის იარაღის გაპრიალება, გახვრეტა. კულტურულ–სამეურნეო ნიშნების მიხედვით ნეოლითის კულტურები ორ მთავარ ჯგუფად იყოფა: 1. მიწათმოქმედ–მეცხოველე ტომთა და 2. მაღალგანვითარებულ მონადირეთა და მეთევზეთა.
                                                                                 
ნეოლითი ნასახლარი ორკეის კუნძულებზე

ევროპასა და აზიაში ნეოლითის ძეგლების დიდი ნაწილი ძვ. წ. VI – III ათასწლეულებითთარიღდება. ახლო აღმოსავლეთში უძველეს მიწათმოქმედ – მესაქონლე ტომთა კულტურები ძვ. წ. VIII –VII ათასწლეულებით თარიღდება. ნეოლითის კულტურებს უკავშირდება შუა აზიის სამხრეთში გავრცელებული ჯეითუნის კულტურა (ძვ. წ. VI-V). ჩინეთის სამიწათმოქმედო ნეოლითი (იანშაო) ეკუთვნის IV – III ათასწლეულს. ეგვიპტესა და ჩრდ. აფრიკაში სამიწათმოქმედო ნეოლითი ძვ. წ. V-IV ათასწლეულებით თარიღდება. კავკასიაში ნეოლითის ძეგლები ძირითადად თავმოყრილია დას.

იხ. ვიდეო



ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი – დას. საქართველოში. აქ გვხვდება როგორც ადრინდელი ნეოლითური უკერამიკო ნეოლითის კომპლექსები (ქობულეთიხუცუბანიანასეული I, ხორშიგალი I და სხვ.). გვხვდება აგრეთვე განვითარებული ნეოლითის ხანის კომპლექსები (ოდიშიანასეული II, კისტრიკიგურიანთამელოური და სხვ.). აღმ. ამიერკავკასიის ვრცელი ტერიტორია (აზერბაიჯანის დიდი ნაწილი, არარატის ველი და სამხ.–აღმ. საქართველო) ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ათვისებული ჰქონდათ მიწათმოქმედ–მესაქონლე ტომებს (შულავერი-შომუთეფეს კულტურა), რომლის ადრეული ძეგლები (შულავრისგორაგადაჭრილიგორაიმირის გორაშომუთეფეხათუნარხი და სხვ.) ყველა ნიშნის მიხედვით განვითარებულ ნეოლითს მიეკუთვნება. ცენტრ. კავკასიის მთისწინა ზოლში, კავკასიის ორივე კალთაზე, გავრცელებული ჩანს მონადირე–მეთევზეთა და შემგროვებელთა ზონალური კულტურა პალურ–ნაგუთანის ტიპისა, რომელიც კოდორიდან არაგვ–თერგის აუზამდე ჩანს გავრცელებული. ამ კულტურას ახასიათებს თავისებური ქვის ინდუსტრია, რომელიც მთიან ზონაში გავრცელებული მეზოლითის საფუძველზე იყო განვითარებული.

იხ. ვიდეო რა არის ნეოლითი 



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...