четверг, 21 октября 2021 г.

უოლტ უიტმენი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           უოლტ უიტმენი

(Walt Whitman, დაბადებით Walter Whitman, დ. 31 მაისი1819 — გ. 26 მარტი1892) — ამერიკელი პოეტი, ესეისტი, ჟურნალისტი და ჰუმანისტი. დაიბადა უესტ-ჰილში (ჰანტინგტონი, ლონგ-აილენდინიუ-იორკი). მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია ლექსებისა და პოემების კრებული „ბალახის ფოთლები“ და „Drum-Taps“.

დაიბადა ცხრა შვილიან ოჯახში ლონგ-აილენდზე, გაიზარდა ბრუკლინში. კარიერა ჟურნალისტობითა და რედაქტორობით დაიწყო. გარკვეული პერიოდი საკუთარი გაზეთის „ლონგ-აილენდერი“ რედაქტორი იყო, რომელმაც მხოლოდ ერთი წელი იარსება (1838-39). ადრეულ წლებში ლიბერალური, ინტელექტუალური და პოლიტიკური შეხედულებები ჩამოუყალიბდა მამის გავლენით, რომელიც სოციალისტური იდეების მიმდევარი იყო.

იხ. ვიდეო უოლტერ უილტმენის ლექსი



17 წლის ასაკში მასწავლებლად იწყებს მუშაობას, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო მისი მწერლობის კარიერას. 1848 წელს პირველად ნიუ-ორლეანში მიემგზავრება ძმასთან, სადაც რამდენიმე თვე ადგილობრივ გაზეთში მუშაობს, თუმცა მოგვიანებით ისევ ბრუკლინში ბრუნდება და ბრუკლინ-თაიმზის რედაქტორი ხდება. აქვე ის ჟურნალისტად მუშაობს რამდენიმე გაზეთისთვის, მათ შორის, New York Aurora და Democratic Review, სადაც ის იმ დროისთვის პროგრესული ლიტერატურული კულტურის ნაწილი ხდება. უიტმენი თავად აღნიშნავს, რომ ავრორასთვის რალფ ვალდო ემერსონის ლექციათა სერიის გაშუქებამ მის აზროვნებაში გადატრიალება მოახდინა.

იხ. ვიდეო ავტობიოგრფაია



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...