воскресенье, 31 октября 2021 г.

მილკბილა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               მილკბილა

 (ლათ. Orycteropus afer) — ღამით აქტიური საშუალო ზომის მთხრელი ძუძუმწოვარი, რომელიც გავრცელებულია აფრიკაში. ის არის ერთადერთი თანამედროვე სახეობა მილკბილების რიგში. სხვა მწერიჭამიებისგან განსხვავებით, მას აქვს გრძელი ღორის მსგავსი დინგი, რომელიც იყენებს საჭმლის მოსაძებნად. ის ბინადრობს აფრიკის სამხრეთის ორ მესამედზე თავს არიდებს ქვიან ტერიტორიებს. როგორც მწერიჭამია, ის დამოკიდებულია ჭიანჭველებზე და ტერმიტებზე, რომებსაც ის თხრის თავიანთი ბუდეებიდან თავისი მჭრელი ბრწყალებით და ძლიერი ფეხებით. ის ასევე თხრის სოროებს, რომელშიც ცხოვრობს და უვლის თავის შვილებს. IUCN-ის წითელი ნუსხის მიხედვით, განეკუთვნება ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფ ცხოველთა კატეგორიას, თუმცა, როგორც ჩანს, მათი რიცხვები იკლებს.

მილკბილები შედიან აფროტერების ჯგუფში, რომელშიც ასევე არიან სპილოებილამანტინები და დამანები. სახელი Orycteropus ნიშნავს „მთხრელი ფეხს“, ხოლო afer — აფრიკას

იხ. ვიდეო

მილკბილა არ არის ღორის ნათესავი, უფრო სწორად, ის არის გაურკვეველი ძუძუმწოვრების რიგისმილკბილების ერთადერთი ცოცხალი წარმომადგენელი. ის არ არის არც ჭიანჭველაჭამიების ნათესავი, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გარეგნული და სახასიათო მსგავსებები. მილკბილას უახლოესი ცოცხალი ნათესავები ხტუნიებიტანრეკები და ოქროს თხუნელები არიან. სირენებთან, დამანებთან, სპილოებთან და ზოგიერთ გადაშენებულ სახეობასთან ერთად ის შედის აფროტერების ჯგუფში. მილკბილების ტვინის შესწავლამ აჩვენა მისი მსგავსება კონდილატორებთან.

პრეისტორიული ნაშთების მიხედვით, ბრაიან პეტერსონმა დაასკვნა, რომ მილკბილას წინაპრები აფრიკაში პალეოცენის დასასრულს ცხოვრობდნენ. პტოლემაიდები — ძუძუმწოვრები ბოლომდე გაურკვეველი ნათესაური კავშირებით, შესაძლებელია რეალურად იყვნენ მილკბილების მონათესავე რიგი ან თვითონ მილკბილების რიგს ეკუთვნოდნენ.

პირველი მილკბილა სავარაუდოდ იყო Myorycteropus africanus, რომელიც ცნობილია კენიის მიოცენის პერიოდის ნაშთებიდან. ყველაზე ადრეული სახეობა მილკბილების გვარიდან არის Orycteropus mauritanicus, რომელიც აღმოაჩენეს ალჟირში, შუა მიოცენის დროინდელ ნაშთებში, თანაბრად ძველი ნაშთი აღმოჩნდა კენიაშიც. მილკბილების ნაშთები თარიღდება 5 მლნ წლით, ისინი გავრცელებულნი იყვნენ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

გაურკვეველი პლეისტოცენის ეპოქის Plesiorycteropus მადაგასკარიდან თავდაპირველად მილკბილა ეგონათ, რომელიც გამოეყო წინაპრებს და გადავიდა კუნძულზე ეოცენის პერიოდში, მაგრამ საკმაოდ ბევრი ანატომიური განსხვავების და თანამედროვე მოლეკულური მტკიცებულებების გამო, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისინი იყვნენ ოქროს თხუნელების ნათესავები, რომლებმაც მიაღწიეს მილკბილასნაირ გარეგნობას და ეკოლოგიურ ნიშას.

იხ. ვიდეო

მილკბილა გარეგნულად ღორს ჰგავს. მისი ტანი სქელია, ზურგი თვალსაჩინოდ თაღოვანი და თხლად შემოსილი უხეში ბეწვით. კიდურები საშუალო ზომის აქვს, უკანა ფეხები უფრო გრძელია, ვიდრე წინა. წინა ფეხებმა დაკარგეს ცერა თითი, უკანა ფეხზე ხუთივე თითი შენარჩუნებულია. თითო თითს აქვს დიდი, ძლიერი ბრჭყალი, რომელიც გარკვეულწილად შებრტყელებული და ნიჩბის მსგავსია — გარდამავალი ბრჭყალსა და ჩლიქს შორის.

მილკბილას წონა საშუალოდ 60-დან 80 კილოგრამამდეა, ხოლო სიგრძე 105-დან 130 სანტიმეტრამდე, კუდის ჩათვლით 2,2 მეტრს აღწევს. სიმაღლეში 60 სანტიმეტრამდეა. არის აფროინსექტიფილების (აფრიკის მწერიჭამიების) უდიდესი წარმომადგენელი. მილკბილა მოყვითალო-მონაცრისფროა, ხშირად მიწისგან იღებს მოწითალო-მოყავისფრო ფერს. ბეწვი თხელია, თავსა და კუდზე — მოკლეა, ფეხებზე — გრძელი; ნესტოებზე უხვად და მჭიდრო აქვს, რაც მას თხრის დროს მტვრის გაფილტვრაში ეხმარება. სხეულის მთავარი დამცავი მაგარი და სქელი კანია. კუდი დასაწყისში სქელია და ბოლოსკენ წვრილდება

დიდი წაგრძელებული თავი დგას მოკლე, სქელ კისერზე. დინგის ბოლოს აქვს დისკი, რომელზედ მდებარეობს ორი ნესტო. მილკბილას თავი შეიცავს ბევრ უნიკალურ და განსხვავებულ მახასიათებელს. ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია მისი კბილები — პულპის მაგივრად თითო კბილზე აქვს შეჯგუფებული, თხელი, ექვსკუთხა, სწორი, პარალელური ვასოდენტინის (დენტინის მოდიფიცირებული ფორმის) მილები, ინდივიდუალური პულპის არხებით, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია კბილის ცემენტით. სვეტების რაოდენობა დამოკიდებულია კბილის ზომაზე, ყველაზე დიდს დაახლოებით 1500-მდე სვეტი აქვს. კბილზე მინანქარი არ აქვთ, ისინი ცვდებიან და თავიდან იზრდებიან. მილკბილები ყბის წინა ნაწილში არსებული ეშვებით იბადებიან, რომლებიც მალევე სძვრებათ და აღარ ეზრდებათ. ზრდასრულ მილკბილებს მხოლოდ საღეჭი კბილები აქვთ, ყბის უკანა ნაწილში დანარჩენი კბილები ღორის მსგავსია, მათ არ აქვთ ფესვები. კბილები შეიცავს 14 ზედა და 12 ქვედა ყბის მოლარს. მილკბილების ცხვირი ასევე ძალიან უცნაურია. მას აქვს ცხვირის 10 ნიჟარა, უფრო მეტი ვიდრე რომელიმე სხვა ძუძუმწოვარს.

მილკბილას ნესტოების კედლები სქელი და თმით სავსეა. მისი ცხვირი ძალიან მოძრავია, რადგან მას განვითარებული სახის კუნთები აქვს. მისი ნესტოების გამყოფ ქსოვილს სავარაუდოდ სენსორის ფუნქცია აქვს, მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველია ის ყნოსვითია თუ ვიბრაციული. მას აქვს 9-დან 11-მდე ცხვირის კონჩა, უფრო მეტი ვიდრე რომელიმე სხვა ძუძუმწოვარს, შესადარებლად ძაღლს 4-დან 5-მდე ტურბინის ძვალი აქვს. ტურბინის ძვალი დიდი რაოდენობით მილკბილას აქვს მეტი ადგილი ნესტისთვის, ეხმარება ეპითელიუმს და განლაგებულია ყნოსვის ბოლქვში. მისი ცხვირი შეიცავს 9 ყნოსვის ბოლქვს, უფრო მეტს ვიდრე სხვა რომელიმე ძუძუმწოვარისა. მათი სახე წააგავს ღორის წაგრძელებულ სახეს. მათი პირი პატარა და მილისებრია, რაც ახასიათებთ ცხოველებს რომლებიც, იკვებებიან ჭიანჭველებით და ტერმიტებით. მილკბილას აქვს გრძელი და წვრილი ენა (აღწევს 30 სანტიმეტრს სიგრძეში). ყურები ძალიან ეფექტურია მილკბილებისთვის, რომლებიც არაპროპორციულად გრძელია, დაახლოებით 20-დან 25 სანტიმეტრამდე. თვალები თავთან შედარებით პატარაა.

მილკბილას კუჭს აქვს კუნთოვანი 

პილორიული ნაწილი, რომელიც გადაყლაპული საჭმლის დასაფქვავად მოქმედებს როგორც კუნთოვანი კუჭი, რაც ღეჭვას არასაჭიროს ხდის. მისი ბრმა ნაწლავი დიდია. ორივე სქესი ანალური ჯირკვლიდან გამოყოფს ძლიერ სეკრეციულ სუნს. მისი სანერწყვე ჯირკვალი ძალიან განვითარებულია და კისერს თითქმის მთლიანად ეკვრის, ამიტომაც ინარჩუნებს მათი ენა თავის წებოვნებას.

გენეტიკურად მილკბილა ცოცხალი ნამარხია, რადგან მათი ქრომოსომები ძალიან კარგადაა შემონახული, რაც კარგად ასახავს ეუთერიის პერიოდს, სანამ ძუძუმწოვრები თანამედროვე ტაქსონებად დაიყოფოდნენ.

ჰაბიტატი და გავრცელება

მილკბილები ცხოვრობენ სუბსაჰარულ აფრიკაში, სადაც მათი შესაფერისი ჰაბიტატი (სავანა და მეჩხერი ტყე) და საჭმელია (ჭიანჭველები და ტერმიტები). დღის განმავლობაში ისინი დროს ბნელ სოროებში ატარებენ, რითაც მზის მცხუნვარებას გაურბიან. ჭაობიან ადგილებში არ ცხოვრობენ, რადგან წყალი მათ ხელს უშლის თხრაში, ერიდებიან ქვიან ტერიტორიებსაც, სადაც ასევე უჭირთ თხრა. ეთიოპიაში შემჩნეულები არიან ზღვის დონიდან 3200 მეტრამდე. გავრცელებული არიან სუბსაჰარული აფრიკიდან სამხრეთ აფრიკამდე, რამდენიმე გამონაკლისი რეგიონის გარდა. ამ გამონაკლისებში შედის ნამიბიის, კოტ-დ’ივუარისა და განის სანაპიროები. არ ცხოვრობენ მადაგასკარზე.

მილკბილა ღამის ცხოველი და მარტოხელა არსებაა, რომელიც იკვებება უმეტესად ჭიანჭველებითა და ტერმიტებით (მირმეკოფაგი). ერთადერთი ხილი, რომელსაც ის იღებს არის მილკბილას კიტრი (Cucumis humifructus). ამ კიტრს და მილკბილას სიმბიოზური ურთიერთობა აქვთ — როდესაც მილკბილა ჭამს ამ ხილს, ის კუჭში გადის თავის სოროსთან ახლოს, რათა ეს ხილი მასთან ახლოს გაიზარდოს, იგი ფხვიერ და ნაყოფიერი ნიადაგზე სწრაფად იზრდება. რა დროსაც ხილის თესლი მილკბილას ნაწლავში ატარებს, საკმარიასია იმისთვის, რომ უზრუნველყოს საჭირო ტენიანობა. მილკბილა ერიდება დორილუსებს და წითელ ჭიანჭველებს. თავისი მკაცრი კვების გამო, გადასარჩენად სჭირდება მდიდარი რაციონი. სოროდან გამოდის საღამოთი, მზის ჩასვლიდან მალევე. საკვების მოძიებისთვის დიდ მანძილს გადის — 10-დან 30 კილომეტრამდე, ცხვირი მიწასთან ახლოს უჭირავს, ხოლო ყურები წინ აქვს მიმართული, რაც მიუთითებს, რომ საჭმლის ძიებისას ის იყენებს ყნოსვასაც და სმენასაც. ისინი ზიგზაგურად დადიან საკვების მოსაპოვებლად და არ იმეორებენ თავის მარშრუტს 5-დან 8 დღემდე, რადგან ტერმიტებს მისცენ საშუალება თავიდან ააშენონ თავიანთი ბუდე.

საჭმლის ძებნისას მილკბილა ჩერდება და თავისი წინა ფეხებით თხრის V-ს ფორმის თხრილს და ყნოსავს ტერიტორიის შესასწავლად. როდესაც ის ჭიანჭველების ან ტერმიტების თავშეყრას იგრძნობს, თხრის მათ ბუდეს თავისი წინა ფეხებით, ამ დროს ყურები წინ აქვს მიმართული მტაცებლების შესამჩნევად. შეუძლია მწერების გასაოცარი რაოდენობა შეჭამოს თავისი გრძელი, წებოვანი ენის დახმარებით, ერთ ღამეში დაფიქსირებულა 50 000 შეჭმული მწერი. ბრჭყალების დახმარებით შეუძლია სწრაფად ამოთხაროს ჭიანჭველების და ტერმიტების მყარი ბუდე. მტვრის ჩასუნთქვისგან თავს იცავს ნესტოების დალუქვით. მილკბილას გრძელი (30 სანტიმეტრიანი) ენა მწერების და ტერმიტების კბენისგან დაცულია მაგარი და სქელი კანით. ტერმიტების ბუდის დატოვების შემდეგ სხვა ცხოველები მოდიან მისი ნარჩენების ასაღებად. მხოლოდ ტერმიტების ბუდე მილკბილასთვის საკმარისი არაა, ამიტომაც ის ეძებს მოძრავ ტერმიტებს. როდესაც ეს მწერები მოძრაობენ, ისინი ქმნიან 10-დან 40 მეტრამდე სიგრძის მწკრივებს. ეს მილკბილასთვის მარტივად მოსაპოვებელი საჭმელია. მსგავსი მწკრივები ხშირია პირუტყვების და სხვა ჩლიქოსნების სიახლოვეს.

მილკბილები ღამის პირველ ნახევარში, დაახლოებით 20:00-დან 24:00 საათამდე, უფრო აქტიურები არიან, მაგრამ ისინი არ ანსხვავებენ ნათელ ან ბნელ ღამეებს. არახელსაყრელი ამინდის ან შეწუხების შემთხვევაში, არც ღამით გამოდიან სოროდან. ერთ ღამეში მილკბილა დაახლოებით 2-დან 5 კილომეტრს ფარავს, მაგრამ ზოგი კვლევა გვეუბნება, რომ ის ღამეში 30 კილომეტრს გადის.

იხ. ვიდეო

მილკბილა ჩუმი ცხოველია, მაგრამ გამოსცემს სუსტი ღრუტუნის ხმას საჭმლის ძებნის დროს და ხმამაღალ ღრუტუნს როდესაც თხრის. შეშინების შემთხვევაში ყმუილის მსგავს ხმას გამოსცემს, იმალება თავის სოროში, მაგრამ თუ სორო ახლოს არაა, იქვე თხრის მიწას. ასეთი სორო პატარაა და ამოსასვლელად უკან სიარული უწევს.

მილკბილა კარგი მოცურავეა, შემჩნეულია, როდესაც ის ძლიერ დინებაშიც კი ოსტატურად ცურავს. შეუძლია დიდი ზომის სორო ხუთ წუთში ამოთხაროს, მაგრამ ამ გამონაკლისის გარდა, ის საკმაოდ ნელა მოძრაობს,

ღამით სოროდან გამოსვლისას შესასვლელთან ჩერდება ათი წუთით, ყნოსვას და მოსმენას იწყებს, შემდეგ 10 მეტრის მოშორებით ჩერდება და ისევ იწყებს ყნოსვას და მოსმენას, ხოლო შემდეგ შეუდგება საჭმლის მოძიებას.

ჭიანჭველების და ტერმიტების ბუდეების თხრის გარდა, მილკბილა თავის სოროსაც თხრის. მილკბილას სოროები სამი კატეგორიისაა, ესენია საჭმლის მოპოვებისას გაკეთებული სორო, თავშესაფრის სორო და სახლის სორო. თავშესაფრის სოროები ბევრია, მთავარი სახლი-სოროს გარშემო და ისინი თავის შესაფარებლად გამოიყენება, ხოლო სახლი-სორო — შესაჯვარებლად და საცხოვრებლად. სახლი-სორო ღრმა და დიდია, აქვს რამდენიმე შესასვლელი და სიგრძეში შეიძლება 13 მეტრსაც აღწევდეს. სოროები ზოგ შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ შიგნით ადამიანიც შეეტევა. მილკბილა ხშირად ცვლის სოროს ოთახების განლაგებას, წელიწადში ერთხელ სოროსაც იცვლის. დაცარიელებულ სოროებში სხვა, უფრო პატარა ცხოველები სახლდებიან მაგალითად, აფთრისებრი ძაღლიმეჭეჭებიანი ღორიფრინველებიმწერიჭამია ხელფრთიანებიხვლიკები და გველები. ამ სოროების გარეშე ისინი დაიხოცებოდნენ ხანძრის დროს. მხოლოდ დედები და მათი ნაშიერები იყოფენ სოროს, მილკბილები ცნობილები არიან იმით, რომ სოროებში მარტოდ ცხოვრობენ. თუ სოროს ვინმე თავს დაესხა, ის მეორე გასასვლელს თხრის გასაქცევად, ან თავს ესხმება მტაცებელს თავისი ბრჭყალებით. მილკბილები ხანდახან ჭიანჭველების ბუდეშიც იძინებენ, რაც მათ იცავს მტაცებლებისგან.

გამრავლება                                                                    

დედა მილკბილა ნაშიერთან ერთად

მილკბილები წყვილდებიან მხოლოდ გამრავლების სეზონზე. შვიდი თვის მაკეობის შემდეგ იბადება ერთი ნაშიერი (1,7–1,9 კილოგრამის მასის). შობადობა მაისიდან ივლისამდე პერიოდში მიმდინარეობს. დაბადებისას ნაშიერს სიფრიფანა ყურები და ბევრი ნაოჭი აქვს. ორი კვირის შემდეგ ნაოჭები ქრება, ხოლო სამი კვირის შემდეგ მას უკვე ყურების დაჭერა შეუძლია. 5–6 კვირაში მას ბეწვი ეზრდება. 2 კვირს ასაკიდან შეუძლია სოროდან გამოსვლა დედასთან ერთად, ტერმიტების ჭამა — 9 კვირიდან. სამი თვიდან ის რძის წოვას წყვეტს და ექვსი თვისას უკვე სოროების თხრა შეუძლია, მაგრამ დედასთან რჩება შემდეგ გამრავლების სეზონამდე. სქესობრივად მომწიფებულია 2 წლიდან.

კონსერვაცია

მეცნიერები ფიქრობდნენ რომ მილკბილების რაოდენობა მცირდებოდა, მაგრამ ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მათი ოსტატური დამალვის და ღამით აქტიურობის გამო. საბოლოო მონაცემებით, მათი რიცხვები სტაბილურია. რაოდენობა ცოტათი მცირდება დასავლეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში. სამხრეთ აფრიკაში ამ მხრივ სტაბილურობაა. მილკბილას ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფი კატეგორია აქვს მინიჭებული. ტერმიტების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში მთელ სახეობას დიდი საფრთხე ემუქრება.

მილკბილები ხელოვნურ გარემოში კარგად ცხოვრობენ. პირველი ზოოპარკი, რომელსაც მილკბილა ჰყავდა (სამხრეთ აფრიკიდან) იყო ლონდონის ზოოპარკი.

მითოლოგია და პოპულარული კულტურა 

F-14 ესკადრილიას კუდზე მილკბილა ახატია

აფრიკულ ფოლკლორში მილკბილა პატივცემული ცხოველია, საჭმლის გულმოდგინე ძიების, უშიშრობისა და ჭიანჭველებთან ბრძოლისთვის. ჰაუსას ჯადოქრები მილკბილას გულისგან, ტყავისგან, შუბლისგან და ბრჭყალებისგან ჯადოს აკეთებენ, რის შემდეგაც ხის ფესვებთან ერთად ნაყავენ. კანში შეხვეულ ჯადოს თუ ყელზე ჩამოიკიდებს, ჰაუსას ჯადოქრების მიხედვით, ადამიანი კედლებში და ჭერში გასვლას შეძლებს. ამ ჯადოს უმეტესად ქურდები იყენებენ. ზოგი ტომი, მაგალითად, მანგბეტუაიანდა და ლოგო, მილკბილას კბილებისგან სამაჯურებს აკეთებენ, რომელსაც გადმოცემით ბედი მოაქვს. ზოგ კულტურაში მისი ხორცი იჭმევა, რომელიც გემოთი ღორის მსგავსია.

ძველ ეგვიპტელ ღმერთსსეთს გაურკვეველი ცხოველის თავით გამოსახავენ, რომელსაც მილკბილასთან ბევრი საერთო აქვს.

ზებგერითი გამანადგურებელ-ბომბდამშენ F-111-ს მეტსახელად „მილკბილა“ (ინგლ. Aardvark) შეარქვეს თავისი წაგრძელებული ცხვირის გამო. აშშ-ის ფლოტის ესკადრა VF-114-ს ასევე მილკბილა შეარქვეს






Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...