понедельник, 28 февраля 2022 г.

კრისტანა ლოკენი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          კრისტანა ლოკენი

კრისტინა 2011წ-ის 21 მაისი
 (დ. 8 ოქტომბერი1979) — ამერიკელი მოდელი და მსახიობი. უკეთ ცნობილია შემდეგ ფილმებში შესრულებული როლებით: „ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი“„ბლადრეინი“ და „კერკეტი კაკალი ჯეინი“კრისტანა დაიბადა 1979 წლის 8 ოქტომბერს მწერლის მერლინ ლოკენისა და ყოფილი მოდელის რენდი პორატის ოჯახში გენტში, ნიუ-იორკის შტატში. მისი ბებია-პაპა ორივე მშობლის მხრიდან ნორვეგიელი ემიგრანტები იყვნენ უისკონსინში. კრისტანა გაიზარდა მის მშობლებთან ერთად ხილის ფერმაზე. მას ჰყავს და, ტანია.

დედის რჩევით კრისტანა გახდა მოდელი და მონაწილეობა მიიღო 1994 წლის კონკურსში Elite Model Look, სადაც მესამე ადგილს დასჯერდა. იმავე წელს ლოკენმა შესრულა დანიელ ანდროპულოს #3-ს როლი სერიალში „როგორც მსოფლიო ბრუნდება“ და, ასევე, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სხვა სატელევიზიო შოუში.

1998 წელს კრისტანა დაამტკიცეს როლზე სერიალში „სასიკვდილო ბრძოლა: დაპყრობა“. 2003 წელს კი ითამაშა მისთვის, ალბათ, ყველაზე ცნობილი, კიბორგ Т-Х-ის როლი ფილმში „ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი“. 2004 წელს შეასრულა ბრუნჰილდას როლი პოპულარულ გერმანულ ფილმში „ნიბელუნგების ბეჭედი“, რომელიც ორი მინი-სერიის სახით გამოვიდა. კრისტანამ 2006 წელს შეასრულა მთავარი ვამპირის, რეინის, როლი ვიდეოთამაშ „ბლადრეინზე“ დაფუძნებულ ამავე სახელწოდების ფილმში. ითამაშა, ასევე, ვიდეოთამაშზე დაფუძნებულ ფილმში „მეფის სახელით“.

კრისტანა ლოკენი გამოჩნდა სერიალის „L სამყარო“ მეოთხე სეზონის მეათე ეპიზოდში, რომლის დებიუტი შედგა 2007 წლის იანვარში. იმავე წელს მან შეასრულა მთავარი როლი სერიალში „კერკეტი კაკალი ჯეინი“, რომელიც გადიოდა 2007 წლის აპრილიდან სექტემბრამდე არხზე Sci-Fi. 2011 წლის დეკემბერში კრისტანამ შეასრულა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტის, რებეკა ლენგის, როლი სერიალ „შავი ნიშანის“ მეხუთე სეზონის ფინალში.

იხ.ვიდეო - ABC Good Morning America - Kristanna Loken Terminator 3 Interview (2003)

Diane Sawyer interviewed Kristanna Loken live on Good Morning America, Wednesday June 25, 2003. The 5 minute segment features clips from the movie "Terminator 3: Rise of the Machines", behind the scenes shots and an engaging interview.

კრისტინამ ინტერვიუში ჟურნალთან Curve განაცხადა: „მე ვხვდებოდი და მქონდა სექსი კაცებთან და ქალებთან. უნდა ვაღიარო, რომ ურთიერთობები რომლებიც მქონდა კონკრეტულ ქალებთან, იყო სექსუალურად და ემოციურად უფრო სავსე, ვიდრე ურთიერთობები კონკრეტულ მამაკაცებთან... მე ვუკავშირდები აურით, ენერგიით. და თუ ადამიანი, რომელსაც მე დავუკავშირდები, აღმოჩნდება მდედრობითი სქესის, უბრალოდ, ასეთი ყოფილა ჩემი გზა.“

2006 წლის ნოემბერში ლოკენის კომენტარები ჟურნალში The Advocate ფართო საზოგადოებაში ინტერპრეტირებული იქნა, რომ მას და „ბლადრეინის“ ერთ-ერთ მსახიობს, მიშელ როდრიგესს, ურთიეთობა ჰქონდათ, და მედიაშიც ასე გაიჟღერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობა ოფიციალურად არ დაადასტურა არცერთმა მსახიობმა. 2008 წლის 17 იანვარს ლოკენმა საკუთარ საიტზე განაცხადა, რომ ის და „კერკეტი კაკალი ჯეინის“ მსახიობი ნოა დერბი დანიშნულები იყვნენ. წყვილმა იქორწინა კრისტანას ოჯახის კუთვნილ ფერმაზე 2008 წლის 10 მაისს. ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა 2009 წლის 16 ნოემბერს, კრისტანამ განაცხადა, რომ ის და დერბი დაშორდნენ და ამჟამად ქალთან ურთიერთობს.

იხ. ვიდეო - Терминаторша 18 лет спустя. Что стало с актрисой Кристаной Локен







ტერმინატორი 3 მაქანების ამბოხი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

        ტერმინატორი 3 მაქანების ამბოხი

(ჩვეულებრივ, ბრევიატურით T3) — 2003 წელს გადაღებული ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, მეორე გაგრძელება ფილმისა „ტერმინატორი“ (1984). მისი რეჟისორია ჯონათან მოსტოუ, ხოლო მთავარ როლებს ინაწილებენ არნოლდ შვარცენეგერინიკ სტალიკლერ დეინსი და კრისტანა ლოკენი. ეფუძნება ჯეიმზ კამერონისა და გეილ ენ ჰარდის მიერ შექმნილი პერონაჟებს. გამოსვლის თარიღი - 2003წ-ის 7 ივლისი, ხაგრძლივობა - 109წთ, ქვეყანა - აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი,ენა - ნგლ., ბიუჯეტი - $170 - 200მლნ, შემოსავალი - $433 371 112 

მას შემდეგ, რაც სკაინეტმა ვერ მოკლა სარა კონორი, სანამ მისი შვილი დაიბადებოდა, წარსულში გამოგზავნა სხვა ტერმინატორი, T-X. მის მიზანი იყო წინააღმდეგობის ლიდერების უმრავლესობის განადგურება, მაგრამ არა თავად ჯონ კონორისა, რადგან სკაინეტმა არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. ჯონის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც T-X მას შემთხვევით იპოვის.

იხ. ვიდეო - ქართულად ბმულზე 

შინაარსი  - ცხრა წლის განმავლობაში ჯონ კონორი (ნიკ სტალი) ცხოვრობდა ლოს-ანჯელესის მიდამოებში ნახევრად იატაკქვეშა ცხოვრებით. მიუხედავად იმისა, რომ განკითხვის დღე არ მომხდარა 1997 წლის 29 აგვისტოს, ჯონს არ სჯეროდა, რომ ომი მანქანებსა და ადამიანებს შორის თავიდან იქნა აცილებული. მას შემდეგ, რაც სკაინეტმა ვერ შეძლო ჯონის ადგილსამყოფელის განსაზღვრა, წარსულში, 2004 წლის 24 ივლისში, გამოგზავნა ახალი მოდელის ტერმინატორი, T-X (კრისტანა ლოკენი), რათა მას გაენადგურებინა ჯონის რაც შეიძლება მეტი თანაშემწე მეთაური მომავალ წინააღმდეგობაში. T-X იყო გაცილებით დახვეწილი მოდელი წინა მოდელის ტერმინატორებთან შედარებით, ჰქონდა ჰიპერშენადნობისგან დამზადებული ჩონჩხი (როგორც T-800-ს) ჩაშენებული შეიარაღებით, გარეგნულად ახალგაზრდა ქალი იყო, „თხევადი მეტალისგან“ დამზადებული გარსით (რომლისგანაც მთლიანად შედგებოდა T-1000), რაც მას გარეგნობის შეცვლის საშუალებას აძლევდა, მას ასევე შეეძლო სხვა მანქანების კონტროლი და დაპროგრამება. წინააღმდეგობამ გამოგზავნა გადაპროგრამებული ტერმინატორი T-850 მოდელი 101 (არნოლდ შვარცენეგერი) T-X-ის სამიზნო ობიექტების დასაცავად, რომელთა შორისაც იყვნენ კეიტ ბრუსტერი, ჯონის მომავალი მეუღლე (კლერ დეინსი) და თავად ჯონიც.

ტერმინატორი გადაარჩენს ჯონსა და კეიტს T-X-ის პირველი თავდასხმისგან, რის შემდეგაც ისინი გაემართებიან სარა კონორის საფლავის მოსანახულებლად, რომელიც რამდენიმე წლის წინ ლეიკემიით გარდაცვლილიყო. სარას კუბოში ტერმინატორი იპოვის სარას თხოვნით მისი მეგობრების მიერ გადანახულ იარაღის მარაგს იმ შემთხვევისთვის, თუ განკითხვის დღე მაინც დადგებოდა. ამ დროისთვის T-X და პოლიციელები მოვლენ და გაიმართება ბრძოლა, მაგრამ ჯონი, კეიტი და ტერმინატორი მოიპარავენ კატაფალკას და გაიქცევიან. ტერმინატორი დაპროგრამებული იყო იმგვარად, რომ წაეყვანა კეიტი და ჯონი უსაფრთხო ადგილას, რათა მათ შეძლებოდათ განკითხვის დღის გადატანა, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყებოდა, მაგრამ ჯონმა გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, არ დაეშვათ სკაინეტის ჩართვა. ტერმინატორი მათ ეტყვის, რომ მომავალში კეიტი ჯონს გაყვება ცოლად, რომ კეიტმა გადააპროგრამა იგი და გამოგზავნა მათ დასაცავად, და რომ სწორედ იმ ტერმინატორმა მოკლა ჯონი 2032 წელს, რომელიც ახლა მათ გადასარჩენად თავს არ ზოგავდა.

1995 წელს Cyberdyne Systems-ის განადგურების შემდეგ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საკუთარ თავზე აიღეს პროექტი „სკაინეტი“, რომელსაც მოცემულ მომენტში კეიტის მამა, გენერალ-ლეიტენანტი რობერტ ბრუსტერი (დევიდ ენდრიუსი) ხელმძღვანელობდა. ჯონმა ტერმინატორმა და კეიტმა დააგვიანეს: სკაინეტი უკვე გაშვებული იყო გლობალურ კიბერ-სივრცეში იმ მიზნით, რომ იგი გაანადგურებდა კომპიუტერულ ვირუსს, რომელიც საკუთარი შემოქმედება იყო; T-X-მა მოკლა რობერტ ბრუსტერი, რათა მას ხელი არ შეეშალა სკაინეტის შემდგომი მოქმედებებისთვის, ასევე დააპროგრამა საწყობში მდგარი ყველა მოდელი პირველყოფილი ტერმინატორებისა, რომლებმაც დახოცეს სამეცნიერო-კველივითი დაწესებულების შენობაში მყოფი პერონალი. სასიკვდილოდ დაჭრილმა კეიტის მამამ ჯონის შეკითხვაზე, სად იმყოფება სკაინეტის ბირთვი, უთხრა მთაში აშენებული „კრისტალური პიკის“ კოორდინატები. ხოლო მეორე შეკითხვაზე, თუ რა დახვდებათ იქ, რობერტი პასუხობს: „ეს თქვენი შანსია.“

სანამ ჯონი და კეიტი გაიქცეოდნენ თვითმფრინავით, T-X-მა დაამარცხა ტერმინატორი და გადააპროგრამა იგი, რის შემდეგაც ტერმინატორი ჯონსა და კეიტს უტევს. მან შეძლო T-X-ის პროგრამირების გვერდის ავლა და გამორთა საკუთარი თავი, სანამ ჯონს მოკლავდა. „კრისტალურ პიკში“ მისულ ჯონსა და კეიტს უკან მიჰყვა T-X და დაიწყო შეტევისთვის მზადება, მაგრამ ხელახლა ჩატვირთულმა ტერმინატორმა ვერტმფრენით გადაუარა. ფეხებმოგლეჯილიც კი T-X განაგრძობს ჯონისა და კეიტის დევნას, მაგრამ ისინი ასწრებენ მთავარ კარში შეღწევას ტერმინატორის წყალობით, ხოლო კარის მეორე მხარეს დარჩენილი ტერმინატორი ააფეთქებს თავის უკანაკნელ წყალბადის საწვავით სავსე ბლოკს T-X-ის პირში, რაც ორივეს ანადგურებს. ჯონი და კეიტი აღმოაჩენენ, რომ „კრისტალური პიკი“ სულაც არ წარმოადგენს სკაინეტის ბირთვს, არამედ ცივი ომის დროინდელ თავშესაფარს ბირთვული რაკეტებისგან მნიშვნელოვანი პირებისთვის. გენერალმა ბრუსტერმა ისინი იქ იმიტომ გაგზავნა, რომ დაეცვა სკაინეტის მიერ ინიცირებული მოსალოდნელი ბირთვული კატასტროფისგან. სკაინეტს, ფაქტობრივად, არც გააჩნია რაიმე სახის ბირთვი: იგი პროგრამული უზრუნველყოფის სახითაა მოდებული მსოფლიოს მთელ კომპიუტერებზე, რაც შეუძლებელს ხდის მის გათიშვას. დაიწყება ბირთვული შეტევების სერიები სხვადასხვა ქალაქზე, რითაც იწყება განკითხვის დღე. მალევე გადარჩენილი ადამიანები მსგავსი ბუნკერებიდან რაციით ითხოვენ დახმარებასა და მითითებებს. მათ შეკითხვაზე, თუ ვინ არის მთავარი, ჯონი საკუთარ თავზე იღებს ლიდერობას.

იხ. ვიდეო - TERMINATOR 3 | Best Action Movies 2021 Hollywood Full Length English HD | Later Action Movies 2021

full  action movies, new action movies 2021, new action movies 2021, action movies, action movie, best action movies, action movies 2021, best action movie, action movie 2021, action movies 2021 full movie, best action movies 2021, sci fi movies, action, super action movie 2021, best sci fi movies 2021, best action movie 2021, movies, movie 2021, full movies 2021, new sci fi movies 2018, new movies 2021, full movies, hindi dubbed movies, action movies 2021, best action movies 2021, action movie 2021, best sci fi movies 2021, action movies 2021 full movie, movie 2021, action movies 2021 full movie english, hindi movies, best action movie 2018, new movie, english movies, new movies, movies 2021, new hindi dubbed movies, full movies english, best action movies 2021 full movie english, latest hindi movies, new sci fi movies 2021, new sci fi movies 2021, south dubbed movies, super action movie 2021, best romantic movies, top action movies english best action movies 2021, sci fi movi, new movie 2021, movies 2021 full movies, best action movie 2021, movie shooting scene, adventure full movie, hollywood movie in hindi, hot action movie, hollywood movies in hindi dubbed full action hd, latest movies, movies english, bollywood movies, free movies, hollywood movie, latest movie, hallmark movies, hindi movie, best films, new movies 2021 full movies,action adventure movie 2016, best adventure movies, best action adventure movie 2016, action movie, movie 2021, best action movies, best movie, new action movies, best sci fi movies 2021, action movies 2021, latest movie,, action movies 2021 best, action movies 2021 full movie english, new sci fi movies 2021, movie action 2021, good action movies, full action movies, english subtitle movie, movie full length english, latest bollywood movies, super action movie, science fiction movie, movies full movies english, 2021, movie action, fantasy movie, watch online, green tribe, new movies, adventure film, mystery movie, movies 2021, 2021 movies, new hindi dubbed movies 2021,best sci-fi movies, sci fi movies full length, sci fi movies, free movie on youtube, science fiction, sci fi, science fiction movies, sci fi movie, free full length movies to watch on youtube, free movies, sci-fi, popcornflix, best movies, action movie, popcornflix full movies, free movie on youtube full movie, full movies english, best action movies, sci fi movies full length free, action movies, free movie, classics movies channel, action movies 2021, classic movies hd, classics movies full length, best english classic movies, classic movies english, watch classic movies, scifi full movie, classic film, hd movie, cult film, best movie, public domain, cult classic, psychotronic film, b movie, classic movie, old movies, sci fi full movie, popcornflix sci fi movies, classic movies channel, free full movies, free movies on youtube, popcornflix thriller movies,horror movie, horror movies, horror movies full movies, free horror movies on youtube full length, new horror movies, horror movies full, best horror movies, free horror movies, horror movies english, full horror movies, horror movies in hindi, horror movies full movies english, horror movies 2021, new horror movies 2021 in english, best horror movies 2021, horror movie explaination, clown horror movie, watch free horror movies on youtube, horror movies, horror movies 2021 full movie english, new thriller film horror movies 2021 english full length, saw horror movie, new horror movies 2021, horror movies 2021, new horror movies 2021 in english full scary thriller movies, horror movie 2021, thriller movies, full movies, free movies, movies, free movie on youtube, slasher film, best horror, free movie on youtube full movie, scary movies, free scary movies, full length movies, thriller movies full length english, full movies horror, movie, scary stories, apk android game, clown full movie explained, clown 2014 explained in hindi, ice cream 4, short horror stories in hindi, animated horror stories, ice scream 4, ice scream game, horror stories 2021, the collector movie, english movies full, sci fi movie ending explained in hindi, horror full movie, the horror channel, from the writer of saw, b-grade, tcm, 80s, 70s, 60s, gulli bulli, josh stewart, english movies, horror stories, the collector, scary movie, b movie, cult horror, slasher movies, movies ranger, clown 2014, blender animation, animated movies, motu patlu, 3d animation, survival horror, horror, movies 2021 full movies, free full movies 

როლებში

  • არნოლდ შვარცენეგერი ტერმინატორის როლში: მან ითამაშა წინა ორ ფილმშიც. ეს იყო შვარცენეგერის ბოლო როლი სანამ იგი კალიფორნიის გუბერნატორი გახდებოდა.
  • ნიკ სტალი ჯონ კონორის როლში: ედვარდ ფერლონგისთვის, რომელიც თამაშობდა ჯონის როლს წინა ნაწილში, არ შეუთავაზებიათ ჯონის როლი ამ ფილმშიც ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენების გამო (სხვა ვერსიით, ედვარდმა ძალიან დიდი ჰონორარი მოითხოვა). 2004 წლის ინტერვიუში ედვარდი აცხადებს: „მე არ ვიცი [რა მოხდა]. უბრალოდ დრო არ იყო. მე ჩემი საკუთარი საქმეებით ვიყავი დაკავებული — რა მნიშვნელობა აქვს, ეს უბრალოდ არ იყო ჩაფიქრებული, რომ მომხდარიყო.“
  • კლერ დეინსი კეიტ ბრუსტერის როლში: 2005 წელს ინტერვიუში კლერმა თქვა, რომ ის ბოლო წუთს დაამტკიცეს კეიტის როლზე, მას შემდეგ, რაც მსახიობი სოფია ბუში მოხსნეს როლიდან, რადგან ჩათვალეს, რომ იგი ძალიან ახალგაზრდა იყო ბრუსტერის როლის განსასახიერებლად.
  • კრისტანა ლოკენი T-X-ის როლში: პირველად ეკრანზე მდედრობითი სქესის ტერმინატორი.
  • დევიდ ენდრიუსი რობერტ ბრუსტერის როლში: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენატი, კეიტის მამა.
  • მარკ ფამილეტი სკოტ მეისონის როლში: T-X-ის მიერ მოკლული კეიტ ბრუსტერის საქმრო. თავდაპირველად, მისი სახელი უნდა ყოფილიყო სკოტ პეტერსენი, მაგრამ შეცვალეს სკოტ პეტერსონთან მსგავსების გამო, რომელსაც ბრალად ედება საკუთარი ცოლისა და ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილის, კონერის, მკვლელობა. დასასრულს, ტიტრებში მისი სახელი კვლავ ნახსენებია, როგორც „სკოტ პეტერსენი“.
  • ერლ ბოენი დოქტორი პიტერ სილბერმანის როლში: იგი ერთადერთი მსახიობია (შვარცნეგერთან ერთად), რომელიც გამოჩნდა ტერმინატორის პირველ სამ სერიაში ერთსა და იმავე პერსონაჟის როლში.

სცენარის თავდაპირველ ვერსიაში სარა კონორის როლიც იყო გათვალისწინებული, მაგრამ როდესაც ლინდა ჰემილტონმა, რომელიც განასახიერებდა სარას წინა ორ ფილმში, უარი უთხრა შეთავაზებაზე, ამოიღეს იგი საერთოდ. ლინდამ განმარტა: „მათ შემომთავაზეს მე ნაწილი. მე წავიკითხე და ვიცოდი, როგორი სრულყოფილი იყო სარას პერსონაჟი პირველ ორ ნაწილში, მესამეში კი — უმნიშვნელო. იგი კვდებოდა ფილმის შუა ნაწილში და დროც კი არ იყო მის დასატირებლად. ეს იყო რაღაც ერთჯერადის მსგავსი, ამრიგად, მე ვუთხარი: მადლობა, მაგრამ არა




2С7

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                     2С7 

2S7 PION — 1977 წლიდან 1983 წლამდე საბჭოთა კავშირში სერიულად წარმოებული ტანკი. ნატოს კლასიფიკაციით მისი სახელია M-1975 თუმცა მსგავსი სახელი ასევე ჰქვია თვითმავალ ნაღმტყორცნს 2S4 Tyulpan-ს თუმცა საბჭოთა კავშირში მათი საიდენთიფიკაციო სახელები განსხვავდებოდა ბოლო ციფრით. საბრძოლო წონა - 46ტ, ეკიპაჟი - 7 ადამიანი, ექსპლუტაციის წელი დღემდე, გამოშვების რაოდენობა - 300, ძირიტადი ოპერატორები - რიუსეთი, ბელორუსია უკრაინა, კორპუსის სიგანე 3,38, ჯავშნის ტიპი - 10მმ მსუბუქი, შეიარაღება - რყვიამფქვევი - 1 х 12,7-მმ НСВТ, სხვა შეიარაღება - 20 მმ 2А44 მაქს.სიშორე სტანდარტული ჭურვით 37,500. მსგავსი ქვემეხის შექმნა დაიწყო 1960-იან წლებში თუმცა საბოლოო შედეგი 1967 წელს მიიღეს,ქვემეხი გამოდგა ერთ ერთი უნიკალური რადგან ამ ქვემეხს შეეძლო როგორც ჩვეულებრივი ჭურვის გასროლა ასევე ატომური ჭურვის გასროლაც რომელიც დიდ უპირატესობას აძლევდა ცივი ომის დროს ნატოს წინააღმდეგ. მისი შასის დამუშავება კი დაიყო 1967 წელს T-64 - ის ბაზაზე შედეგი მალევე მიიღეს თუმცა გასროლისას ძლიერი მუხტის გამო მანქანა წონასწორობას კარგავდა და მიზანს დიდი მანძილით აცილებდა,ამის გამო აუცილებელი გახდა შეემუშავათ ისეთი რამ რაც მანქანას გასროლისას გაამაგრებდა სულ მალე კი გამოჩნდა ვარიანტი რომ დაეყენებინათ ისეთივე მოწყობილობა რაც აქვთ ბულდოზერებს წინ ოღონდ ამ შემთხვევაში ის უკან უნდა ყოფილიყო უკან და გასროლამდე ის კარგად უნდა ჩასმულიყო მიწაში,ამან მალევე გამოიღო ეფექტი თუმცა მალე ამ საცდელ მანქანას იგივე პრობლემები შეექმნა რაც T-64 - ს რის გამოც ქვემეხი ახალ შასზე T-80 - ზე გადაიტანეს და სიგრძეში დააგრძელეს და სწორედ ეს ვერსია მიიღეს შეიარაღებაში.

იხ. ვიდეო - ВСУ применили мощное оружие 2С7 "Пион"!


                           საბრძოლო ისტორია

2S7 PION - ი საბჭოთა დროს უმეღლესი მთავარსარდლის პირად დაქვემდებარებაში მყოფი განსაკუთრებული დანიშნულების საარტილერიო დანაყოფების შეიარაღებაში იყო ამიტომაც ამ მანქანას განსაკუთრებით უფრთხილდებონენ, ამიტომ მას ძალიან ცოტა აქვს საბრძოლო გამოცდილება. პირველად ის ავღანეთის ომში გამოიყენეს ძალიან მცირე რაოდენობით თუმცა სსრკ - ს დაშლის შემდეგ ის ჩეჩნეთის ომში შედარებით აქტიურად გამოიყენეს.

                რუსეთ-საქართველოს ომი (2008)

მანქანის ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოყენება რუსეთ-საქართველოს ომში გამოიყენეს,მანქანას მხოლოდ ქართული მხარე იყენებდა და ბევრად უფრო ეფექტურად ვიდრე სხვა საარტილერიო დანადგარი. ლეიტენანტი გიორგი დალაქიშვილი თვითმავალი საარტილერიო დანადგარების - პიონების ბატარეის 1-ელი ოცეულის მეთაური ამბობს :

გორთან სატელევიზიო ანძასთან საუკეთესო პოზიცია გვეკავა,ეს მაშინ ვირწმუნეთ,როდესაც რუსული მოიერიშეები ერთმანეთის მიყოლებით გვბომბავდნენ,მაგრამ ერთი ბომბიც ვერ მოგვარტყეს!სამაგიეროდ მტერს 600მდე 203-მმიანი ჭურვი მაინც ვესროლეთ.

პიონი გასროლისას (ნახატი)

გორის სატელევიზიო ანძასთან ქართულმა მხარემ პიონების დახმარებით რუსულ ავიაციას მახეც კი დაუგო.გორის სატელევიზიო ანძა იყო საუკეთესო ადგილი საარტილერიო დანადგარების განთავსებისთვის რადგან ამ ადგილს ორივე მხრიდან მთები ესაზღვრებოდა ხოლო უკან კი მაღალი ძაბვის ელექტრო ანძები,როცა რამდენიმე დაბომბვა მოხდა ამ ადგილის და თუმცა ყველა წარუმატებელი გამოდგა,მალევე ქართველ გენერლებს იდეა მოუვიდატ რომ ამ ადგილებში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება განეთავსებინათ,ამან კი მალევე შედეგი გამოიღო და 5 SU-25 და SU-24 ჩამოაგდო ბოლოს კი პიონების გასანდგურებლად მი-24 - ი გამოფრინდა რომელიც დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა რაგდან დაბალ სიმაღლეზე სარაკეტო დანადგარს ჩამოგდება არ შეუძლია თუმცა მალევე ვერტმფრენიც ჩამოაგდეს საზენიტო დანადგარით. სულ ომში საქართველომ 5 პიონი დაკარგა (ბრძოლაში არც ერთი).

  • 2С7М Малка - 1985 წელს პიონს მოდერნიზაცია ჩაუტარეს და გაიზარდა ქვემეხის სროლის სისწრაფე 1,5-დან 2,5 გასროლამდე წუთში,ასევე აგაუმჯობესდა ჭურვების საწყობი და 4 ჭურვის მაგივრად 8 მიჰქონდა,ასევე დაყენდა ელექტრონული აპარატურა რომელიც ავტომატურ რეჟიმში იღებდა მონაცემებს ზუსტი გასროლისთვის,მოდერნიზებული ვერსია 5 წუთში 8 ჭურვს ისროდა,10 წუთში 15ს,20 წუთში 24ს,30 წუთში 30 ჭურვს ხოლო ერთსაათში კი უკვე 40 ჭურვს.
  • СГК-80 - მაღალი მობილურობის 65 ტონის ამწე.
  • БТМ-4М "Тундра" - სწრაფი მოქმედების საინჟინრო მანქანა რომელიც თხრიდა სანგრებს.

                                             ოპერატორები

ყოფილი ოპერატორები






суббота, 26 февраля 2022 г.

Rolex

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                    Rolex

დაფუძნდა - 1905, დამასრებელი - ჰანს ვილსდორფი ალფრედ დევისი, როდუქცია - საათები, მდებარეობა - ჟენევა, შვეიცარია, შემოსავალი - $4,7მლრდ (2016), თანამშრომელის რაოდენობა - 2800(2016)
 საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია, რომელიც დააარსეს ჰანს ვილსდორფმა და მისმა სიძემ, ალფრედ დეივისმა1905 წელს.

იმ დროისთვის მათი ბიზნესი იყო Hermann Aegler Swiss–ის მექანიზმების იმპორტირება ლონდონში. თავიანთი წარმოების მაჯის საათებს ყიდდნენ იუველირებს, რომლებიც შემდეგ მათ ყიდდნენ, როგორც საკუთარ ნაწარმს.

1908 წელს შვეიცარიაში ვილსდორფმა რეგისტრაციაში გაატარა ფაბრიკის ნიშანი Rolex მანამ, სანამ მას უთხრეს რომ საჭირო იყო ისეთი სახელი, რომელიც თავისუფლად გამოითქმებოდა ნებისმიერ ენაზე და საათის სახეს კარგად წარმოაჩენდა. არსებობს ვერსია, რომ მისი მნიშვნელობა მოდის ფრანგული ენიდან, რომელიც ნიშნავს საუკეთესო მექანიზმს.

იხ.ვიდეო - История Ролекс | Откуда Взялись Часы За $50 000

ყალბები Rolex-ის საათები ხშირად ფალსიფიცირებულია და ისინი ხშირად უკანონოდ იყიდება ქუჩაში და ინტერნეტში. Rolex-ის ყალბი საათები განსხვავდება ხარისხით: ზოგი იყენებს ყველაზე იაფ მოძრაობებს, ზოგი კი ავტომატურ მოძრაობებს, ზოგი კი ETA მოძრაობას. ო.ჯ. სიმფსონმა 1994 წელს მკვლელობის სასამართლო პროცესზე ყალბი როლექსი ეკეთა.
იხ. ვიდეო - ROLEX CONTROLS 25% OF SWISS WATCH MARKET - Despite 19% Production Drop!






ტერმინატორი 2: განკითხვის დღე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

       ტერმინატორი 2: განკითხვის დღე

რეჟისორი - ჯეიმს კამერონი, პრდიუსერი - ჯეიმზ კამერონი, სცენარის ავტორი - ჯეიმზ კამერონი, უილიამ უიშერ უმცროსი როლებში - არნოლდ შვარცნეგერი, ლინდა ჰამილტონი, რობერტ  პატრიკი, ედვარდ ფერლონგი, მუსიკა - ბრედ ფილდი, გამოსვლის თარიღი - 1991წ-ის  1 ივლისი (პრემიერა) 1991წ-ის 3 ივლისი კინოთეტრები, ხაგრძლივობა - 139წთ,  ენა - ინგლ., ბიუჯეტი - $94მლნ., შემოსავალი - $519, 843, 345

სამეცნიერო ფანტასტიკური ბაევილი ჟანრის აშშ-ის ფილმი, „ტერმინატორის“ გაგრძელება. ფილმი ფართო ეკრანებზე გამოვიდა 1991 წლის 3 ივლისს. მთავარ როლებში არნოლდ შვარცენეგერილინდა ჰამილტონიედუარდ ფურლონგი და რობერტ პატრიკი.

ფილმის გადაღება დაიწყო 1990 წლის 9 ოქტომბერს და დასრულდა 1991 წლის 4 აპრილს. სურათის გადაღება დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარი დაჯდა და იმ დროისათვის ეს რეკორდი იყო. გაქირავებაში ფილმმა 204,8 მლნ აშშ დოლარი შემოიტანა და იგი 1991 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო. თავის დროზე „ტერმინატორმა“ 1984 წელს მხოლოდ 38 მლნ აშშ დოლარი შემოიტანა კინოგაქირავებიდან (მისი გადაღება 6,5 მლნ აშშ დოლარი დაჯდა).

იხ. ვიდეო - Terminator 2: Judgment Day FuLLMovie HD (QUALITY)

ათი წლის შემდეგ რას სარა კონორმა გაანადგურა ტერმინატორი რომელსაც სარას მოკვლა ჰქონდა დავალებული, ორი ახალი ტერმინატორი ჩამოდის ლონ-ანჯელესში 2029 წლის შემდეგდროინდელი მომავლიდან. ამათგან პირველი არის T-800 მოდელი 101 (არნოლდ შვარცენეგერი მის როლში) - ისეთივე კიბორგი როგორიც ადრე სარას მოსაკლავად იყო გამოგზავნილი, ხოლო მეორე T-1000 (რობერტ პატრიკი).

ჯონ კონორი (ედუარდ ფურლონგი მის როლში) ცხოვრობს მის მეურვეებთან. ის ადრე იზრდებოდა დედამისთან, სარა კონორთან ერთად რომელიც მას ეუბნებოდა რომ ჯონი ოდესმე ადამიანთა ლიდერი გახდებოდა და მათ გაუძღვებოდა მანქანების წინააღმდეგ საბრძოლველად. სარას შეხვედრამ ტერმინატორთან და რისთან იგი მკვეთრად შეცვალა. იგი უკვე აღარ არის ის სუსტი და ჩვეულებრივი ქალი, არამედ გახდა უფრო გამძლე და მტკიცე რომელმაც იცის თუ რა უნდა მოხდეს მომავალში და ამის გამო განუწყვეტლივ ტანჯავს კოშმარები. მისი პიროვნების ამგავრი ცვლილება და მისი საქციელი აფიქრებინებს მის გარშემო მყოფთ და მათ შორის მის შვილს — ჯონს რომ სარა იგი არანორმალურია. საბოლოო ჯამში სარა ხვდება პესკადეროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

ამასობაში ორივე ტერმინატორი ჯონს ეძებს. ამათგან ერთ-ერთი, T-800 რომელიც ადამიანებმა მომავალში დაიჭირეს და გადააპროგრამეს, ჯონის დასაცავადაა გამოგზავნილი მაშინ როცა მეორე ტერმინატორი-T-1000, ბევრად გაუმჯობესებული — ჯონის გასანადგურებლად არის გამოგზავნილი „სკაინეტის“ მიერ. ეს უკანასკნელი, T-1000 თხევადი ლითონებისგან არის დამზადებული და სურვილისამებრ შეუძლია ფორმის შეცვლა და ნებისმიერი საგნისადმი (რთული მანქანების გარდა) და სხვა ადამიანებისადმი დამსგავსება.




რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

         რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)

თარიღი - 2022წ-ის  24 თებერვალი მდებარეობა - უკრაინა, სტატუსი - მიმდინარე, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შევიდნენ რუსეთიდან, ყირიმიდან და ბელორუსიიდან
რუსეთმა სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები განახორციელა უკრიანის დიდ ქალაქებზე, მათ შორის: დედაქალქ კიევზე, ოდესასა და ხარკოვზე

 დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს. კამპანია დაიწყო ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, შეჭრის წინა დღეებში, რასაც მოჰყვა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესვლა აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში 2022 წლის 21 თებერვალს.

დაახლოებით 06:00 მოსკოვის დროით (UTC+3) პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია; რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მის საზღვრებს რუსეთთან და ბელორუსთან დაესხნენ თავს. დასავლეთის ქვეყნებმა დაგმეს უკრაინაზე თავდასხმა.

                                                                  მხარეები

რუსეთი                                                              უკრაინა

ბელორუსია                                                       მხარდაჭერა

დონეცკი                                                             ნატო - იარაღის მიწოდება 

ლუგანსკი

მეთაურები
ძალები
  • რუსეთის დროშა რუსეთი:
  • 900 000 (შეიარაღებული ძალები)
  • 554 000 (მოხალისეები)
  • 2 000 000 (რეზერვისტები)
  • • 175 000–190 000 უკრაინის საზღვარზე
  • Flag of the Byelorussian SSR ბელორუსია:
  • 45 350 (შეიარაღებული ძალები)
  • 110 000 (მოხალისეები)
  • 289 500 (რეზერვისტები)
  • დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა დონეცკი:'
  • 20 000
  • ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დროშა ლუგანსკი:
  • 14 000
  • უკრაინის დროშა უკრაინა:
  • 209 000 (შეიარაღებული ძალები)
  • 102 000 (მოხალისეები)
  • 900 000 (რეზერვისტები)
დანაკარგები
  • რუსეთზე დაყრდნობით:
  • 2 დაბომბილი სამოქალაქო გემი
  • 1 ჩამოგდებული სუ-25
  • 1 ჩამოვარდნილი An-26 (ეკიპაჟი დაღუპული)
  • უკრაინაზე დაყრდნობით:
  • 3 500 მოკლული
  • 200 დადყვევებული
  • 102 განადგურებულლი ტანკი
  • 536 გაანადგურებული სხვა ჯავშანტექნიკა
  • 14 ჩამოგდებული თვითმფრინავი
  • 8 ჩამოგდებული ვერტმფრენი
  • 2 ჩამოგდებული Ilyushin Il-76
  • ბრიტანეთზე დაყრდნობით:
  • 450 მოკლული
  • უკრაინაზე დაყრდნობით:
  • 40+ მოკლული
  • 1 სატრანსპორტო თვითმფრინავი
  • 1 ჩამოგდებული სუ-27 shot down
  • რუსეთზე დაყრდნობით:
  • 150+ დატყვევებული
  • 7 ჩამოგდებული თვითმფრინავი
  • 7 ჩამოგდებული ვერტმფრენი
  • 9 ჩამოგდებული დრონი
  • 154 განადგურებული ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 8 გემი
  • ბრიტანეთზე დაყრდნობით:
  • 137 მოკლული
  • უკრაინაზე დაყრდნობით: 137 მოკლული უკრაინელი და 316 დაჭრილი
  • ბრიტანეთზე დაყრდნობით: 194 მოკლული უკრაინელი
  • გაეროზე დაყრდნობით: 100 000 იძულებით გადაადგილებული
  • 1 დაზიანებული თურქული ხომალდი
  • 1 დაზიანებული მოლდოვის დროშიანი ხომალდი
  • 1 დაზიანებული პანამის დროშიანი ხომალდი
  • 1 დაზიანებული იაპონური ხომალდი

24 თებერვალი

უკრაინის დროით 05:00 საათამდე (UTC+2) (06:00 მოსკოვის დროით, UTC+3) 24 თებერვალს, პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში. თავის მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას და განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის ხალხების თვითგამორკვევის უფლებას. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის „დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას“ ესწრაფვის და მან უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

იხ. ვიდეო - У Путина истерика. Украина показала силу



პუტინის განცხადებიდან რამდენიმე წუთში აფეთქებები დაფიქსირდა კიევშიხარკოვშიოდესასა და დონბასში. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ჯარები ჩამოიყვანა ოდესასა და მარიუპოლში და გაუშვა საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტები აეროდრომებზე, სამხედრო შტაბებსა და სამხედრო საცავებზე კიევში, ხარკოვსა და დნიპროში. მოგვიანებით უკრაინელმა სამხედროებმა უარყვეს ინფორმაცია რუსული არმიის ოდესაში დაშვების შესახებ. სამხედრო მანქანები უკრაინაში შევიდა სენკოვკას გავლით იმ ადგილას, სადაც უკრაინის, ბელორუსიასა და რუსეთის საზღვრები იკვეთება ადგილობრივი დროით დილის 6:48 საათზე.

იხ. ვიდეო ახალი ამბები





უკრაინის სახელმწიფო მინისტრის ანტონ ჰერაშჩენკოს თქმით, მხოლოდ 06:30 UTC+2-ის შემდეგ, რუსული ძალები ხმელეთიდან შემოიჭრნენ ქალაქ ხარკოვთან  და დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი ამფიბიური დესანტი ქალაქებში მარიუპოლსა და ოდესაში; ჰერაშენკომ დაადასტურა დაშვება ოდესასთან. 07:40 საათზე BBC-მ სხვა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჯარები ქვეყანაში ბელორუსიიდანაც შედიოდნენ. უკრაინის სასაზღვრო ძალებმა განაცხადეს თავდასხმების ობიექტებზე ლუგანსკშისუმიშიხარკოვშიჩერნიგოვსა და ჟიტომირში, ასევე ყირიმში.

ერთი საათის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი აღდგა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ლუგანსკში ხუთი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

07:00 საათამდე (UTC+2) პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღება გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის ფონზე უკრაინის საჰაერო მოძრაობის კონტროლის ქვედანაყოფებს ფრენების შეჩერების თხოვნით, აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცეს აქვს შეზღუდვები სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლაზე, მთელი ტერიტორია ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მიჩნეულია აქტიურ კონფლიქტის ზონად (EASA).

იხ. ვიდეო - Russian troops close in on Ukrainian capital of Kyiv | WNT -The Russian Defense Ministry has claimed to have blocked Kyiv from the west. The U.S. and its European allies responded with new sanctions on Vladimir Putin and other top Russian officials.


 


საერთაშორისო რეაქციები

ორი სეპარატისტული რესპუბლიკის აღიარების საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. 22 თებერვალს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სანქციები გავრცელდა ბანკებზე, Rossiya Bank, Industrialny Sberegatelny Bank, General Bank, Promsvyazbank და Black Sea Bank, და პუტინის სამი მილიარდერი პარტნიორზე, კერძოდ: გენადი ტიმჩენკო, ბორის როტენბერგი და იგორ როტენბერგი. გერმანიის კანცლერმა შოლცმა გამოაცხადა Nord Stream 2 მილსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დუმის ყველა წევრი შეიტანეს შავ სიაში, რომლებმაც ხმა მისცეს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას, აუკრძალეს ევროკავშირის ინვესტორებს ვაჭრობა სეპარატისტულ სუბიექტებთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა VEB.RF-ზე, Promsvyazbank-სა და რუსეთის სუვერენულ ვალზე დააწესა ყოვლისმომცველი სანქციები.

იხ. ვიდეო - Украина перемалывает Россию: Минус 3,5 тысячи военных Путина за 48 часов. Сводка на утро субботы - Российские агрессоры несут крупные потери в ходе преступной войны против Украины, а генсек НАТО и США объявили о том, что страны Альянса предоставят украинской армии системы противовоздушной обороны и другое вооружение, которое ранее никогда не поселялось Киеву.




24 თებერვალს ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა, გამოაცხადა მიზანმიმართული მოგზაურობის აკრძალვა და ფინანსური სანქციები რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს რვა წევრის წინააღმდეგ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს აგრესია უკრაინაში, ხოლო საფრანგეთისა და აშშ-ის ელჩებმა განაცხადეს, რომ წარუდგენდნენ რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოს 2022 წლის 25 თებერვალს, და გაერთიანებულმა სამეფომ დაგმო რუსეთის „არაპროვოცირებული თავდასხმა“ და დაპირდა, რომ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებდნენ. ბაიდენმა უწოდა თავდასხმას „არაპროვოცირებული და გაუმართლებელი“ და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს შემდგომ შესაძლო ქმედებებს.

მოსკოვის ბირჟამ დროებით შეაჩერა ყველა ვაჭრობა თავის ბაზრებზე 08:05 UTC+3 საათზე და განაახლა 10:00 საათზე. სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟამ ასევე შეაჩერა ვაჭრობა.

იხ. ვიდეო რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - საომარი მოქმედებები უკრაინაში - უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სამხედრო აგრესია გრძელდება - მთელი ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ შეტევას ქვეყნის ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებებზე. ცალკეული დივერსიული რაზმები შეიჭრნენ კიევის ტერიტორიაზე. უკრაინის დედაქალაქში აფეთქებებისა და სროლის ხმა არ ცხრება. უკრაინის თავდაცვის უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ შეძლეს კიევში მოქმედი დივერსიული ჯგუფების ძირითადი ნაწილის განეიტრალება.


მტრის ძალებმა აქტიური იერიში მიიტანეს დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით გარეუბანში მდებარე კიევის თბოელექტროსადგურზე, ადგილზე რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. კიევის მერის განცხადებით, სადგური ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში რუსული საოკუპაციო ჯარების ვერტმფრენი და „სუ-25“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.


ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ვასილკოვის რაიონში მტრის სადესანტო „ილ-76“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო. თუმცა, საოკუპაციო ძალებმა ვასილკოვოში მოახერხეს დესანტის გადასხმა. ვასილკოვოში მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს - დასახლება კიევის ოლქში, უკრაინის დედაქალაქიდან 25 კილომეტრში მდგებარეობს. „ბიბისის“ ინფორმაციით, წუხანდელი ღამის განმვალობაში შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინის პრეზიდენტს ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა. „ბიბისი“ ამ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს გეოპოლიტიკური თვასაზრისათაც და საქართველოს მომავლის ბედიც წყდება. საბოლოოდ უკრაინელებზეა დამოკიდებული ყველაფერი რადენად მზად არიან ტოტალური ომისთვის და ავღანური უკრაინისთვის და ხაგრძლივი ომისთვის. დასავლეთისგან არის როგორც იარაღის მოწოდება ასევე ფინანსურიც. ასევე მორიგი საქციები პირადა რუსეთის პრეზიდენტზე და მის საგარეო საქმეთა მინისტრზე და სხვა. 
იხ. ვიდეო - Урожайная суббота: ВСУ штабелируют ряженых рашистов, фарс над Чернобылем и мастер TOW
იხ. ვიდეო - ვითარება უკრაინაში - უკრაინის მასშტაბით საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევის ტემპი შეამცირეს და მტრის სპეცოპერაციები ჩაშლილია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს. მათი თქმით, ოკუპანტები ცდილობენ გარკვეული რეგიონების დაკავებას.

საჰაერო შეტევის დროს მტერი ისევ ცეცხლს უხსნის სამხედრო და სამოქალაქო აეროდრომებს, სამხედრო პუნქტებს, საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასა და სხვადასხვა დასახლებებს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, ოკუპანტებმა განახორციელეს სარაკეტო დარტყმა საცხოვრებელ კორპუსებზე ქალაქ ჟიტომირსა და ჩერნიგოვში.

დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ერთი უკრაინული ბრიგადის საარტილერიო ცეცხლმა გაანადგურა მტრის ტექნიკის ხუთზე მეტი კოლონა და მტრის ცოცხალი ძალა. რაც შეეხება რუსული საოკუპაციო ძალების ადამიანურ დანაკარგებს, ის რამდენიმე ათასს აღწევს. ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადება.










წიწმატურა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                  წიწმატურა წიწმატურა  ( ლათ.   Capsella bursa-pastoris ...