четверг, 15 октября 2020 г.

კიბორჩხალსახის ნისლეული

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

             კიბორჩხალსახის ნისლეული

კიბორჩხალას ნისლეული
 (Messier 1, NGC1952) — ნისლეული კუროს თანავარსკვლავედში, რომელიც ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენს წარმოადგენს. მდებარეობს 6500 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. მისი დიამეტრი 6 სინათლის წელს შეადგენს და ფართოვდება 1000 კმ/წ სისწრაფით. ნისლეულის ცენტრში მდებარეობს ნეიტრონული ვარსკვლავი

„კიბორჩხალსახის ნისლეული“ წარმოადგენს ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენებს რომელიც არაბული და ჩინური წყაროებით აფეთქდა 1054 წლის 4 ივლისს. აფეთქების ნათების ხილვა შესაძლებელი იყო შეუიარაღებელი თვალით და დღის ნათების მიუხედავად 23 დღის განმავლობაში. პერველად აღმოჩენილი იყო ჯონ ბევისის მიერ 1731 წელს, და ხელმეორედ 1758 წელს შარლ მესიეს მიერ. სახელწოდება „კიბორჩხალსახის ნისლეული“ მიიღო ასტრონომ უილიამ პარსონსის ნახატის გამო, რომელმაც 36 დუიმიანი ტელესკოპი 1844 წელს გამოიყენა დასაკვირვებლად. ამ ნახატზე ნისლიანობა კიბორჩხალას წააგავდა. შემდგომ დაკვირვებისას 1848 წელს გამოიყენა ახალი 72 დუიმიანი ტელესკოპი და უფრო ზუსტი ნახატი გამოიყვანა, მაგრამ „კიბორჩხალსახის ნისლეული“ სახელი შერჩა.

პულსარი

კიბორჩხალისებრი ნისლიანობა ინფრაწითელ დიაპაზონში (Spitzer Space Telescope)

ნისლიანობის ცენტრში მდებარეობს პულსარი PSR B0531+21, რომელიც ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს, რომელიც ზეახალი აფეთქების შემდგომ დარჩა იმისთვის რომ გამოგვეცნო რომ პულსარები ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს. ამ პულსარის ბრუნის სისწრაფე თავის ღერძის გარშემო 30 ბრუნს წამში უტოლდება.

გამოსხივება რეგისტრირდება აგრეთვე ელექტრომაგნიტურ სპექტრში, რადიო-დიაპაზონით დაწყებული და γ-გამოსხივებით დამთავრებული.

ტელესკოპების გამართვა

კიბორჩხალსახის ნისლეული. ეს გამოსახულება მიღებულია მონაცემების შერწყმით - ოპტიკური დიაპაზონიდან (წითელი) ჰაბლის ტელესკოპიდან და რენტგენული გამოსახულებებისა (ლურჯი) ჩანდრას ტელესკოპიდან.

კიბორჩხალსახის ნისლეული საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტელესკოპების გასამართად რენტგენულ ასტრონომიაში. ის საკმაოდ კაშკაშა რენდგენულ დიაპაზონში, თანაც ენერგიის ნაკადის სიმკვრივე საკმაოდ მრუდია, რაც პულსარებში გამონაკლისია. ხშირად რენტგენულ ასტრონომიაში ნაკადის სიმკვრივის გაზომვის ერთეულად „Crab“ და „milliCrab“-ს იყენებენ. სიკაშკაშით რენტგენულ დიაპაზონში კიბორჩხალსახის ნისლეულის მხოლოდ რამდენიმე წყაო თუ აღემატება. ზუსტი პერიოდული სიგნალი, რომელსაც პულსარი ასხივებს, რენტგენულ ტელესკოპებში გამოიყენება დროის ინტერვალის გასაზომად და შესამოწმებლად


ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოსახულება კრაბის ნისლეულში მცირე ფართობის შესახებ, რომელშიც ნაჩვენებია რეილეი-ტეილორის არასტაბილურობა რთულ ძაფის სტრუქტურაში.










იხ. ვიდეო


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...