среда, 28 октября 2020 г.

ღრუბელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ღრუბელი

ვერცხლისფერი ღრუბელი

 
 ატმოსფეროში წყლის ორთქლის კონდენსაციის პროდუქტების (უამრავი წყლის წვეთის ან ყინულის წვრილი კრისტალების ამ ორივესი ერთად) გროვა. ამგვარ გროვას მიწის ზედაპირზე ნისლი ეწოდება. ღრუბელი მნიშვნელოვანი ამინდწარმომქმნელი ფაქტორია, განაპირობებს ნალექების მოსვლასა და რეჟიმს, გავლენას ახდენს დედამიწისა და ატმოსფერულ სითბურ რეჟიმზე და ა.შ. ატმოსფერული წყლის ორთქლის უდიდესი ნაწილი მოქცეულია ტროპოსფეროში, ამიტომ აქ სხვადასხვა სიმაღლეზე გვხვდება სხვადასხვა ფორმის ღრუბლების უმრავლესობა. ზოგიერთი ღრუბელი (ფრთა და გროვა-წვიმის) სტრატოსფეროშიც აღწევს.
                                                                    
ღრუბელი მზის ჩასვლისას

გარდა ამისა, სტრატოსფეროში წარმოიქმნება სადაფისებრი ღრუბლები (დაახლოებით 25-30 კმ სიმაღლეზე), მეზოსფეროში — ვერცხლისფერი ღრუბლები (დაახლოებით 80 კმ სიმაღლეზე).

ღრუბლები წარმოიქმნება მას შემდეგ, როდესაც შეფარდებითი ნოტიო ჰაერი მატულობს. იგი შედგება წყლის წვეთებისაგან, ყინულის კრისტალების ან წყლის წვეთებისა და კრისტალური ყინულის ნაზავებისაგან. შერეული ღრუბლები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ღრუბლების ტემპერატურა 0 °C-ზე ნაკლებია.

ღრუბლები ჩვეულებრივ ტროპოსფეროში შეინიშნება. აღსანიშნავია ვერცხლისფერი ღრუბლები, რომელიც იშვიათი ატმოსფერული მოვლენაა და ამასთანავე დედამიწის ატმოსფეროში არსებული ყველაზე მაღლა მდებარე ღრუბელია.

                                                                 იხ. ვიდეო


 

გარეგანი ნიშნებისა და სიმაღლის მიხედვით მეტეოროლოგიაში გამოიყოფა ღრუბლების რამდენიმე კლასიფიკაცია:

  • მაღალი ღრუბლები, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან 13-5 კმ-ზე ვრცელდებიან ეწოდებათ — ბუმბულისებრი ღრუბლები, ფენა ღრუბლები და ბუმბულის მსგავსი ფენოვანი ღრუბლები;
  • საშუალო სიმაღლეზე მდებარე (7-2 კმ-მდე) ღრუბლებს — მაღალ-გროვა და მაღალ-ფენობრივ ღრუბლებს უწოდებენ;
  • დაბალი ღრუბლები (2-0 კმ-მდე) — ფენა-გროვის, ფენისა და ფენა-წვიმიანი ღრუბლების სახელით არის ცნობილი.

გროვა-წვიმის ღრუბლები ეწოდება ისეთ ღრუბლებს, რომელიც ყველა ზემოჩამოთვლილ ზონაში ვრცელდება

იხ. ვიდეო

დედამიწს გარდა,ღრუბლები შემჩნევა ყველა გიგანტ მზის პლანეტებზე ასევე მარსზე, ვენერაზე, ტიტანზე და ტრიტონზე. 
ღრუბელი იუპიტერზე
დაკვირვებადი უცხოპლანეტური ღრუბლების ქიმიური შემაგდგენლობა გასხვავებულია მაგ., ვენერის უპირატესად გოგირდჟავასია უპირატესა. ტიტანის ღრუბელი კი შედგება მეთანისგან დაბალი ტემპ-რის გამო −180°С გამოიყურება ღრუბლის სახით და წვიმა მოდის როგორც დედამიწაზე ჩვეულებრივი ევიმა. დედამიწაზე წყლის ღრუბელი სიცხის პერიოდში არის მთავარი წყარო წყლის წვიმის.





Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...