четверг, 1 октября 2020 г.

რევაზ ლაღიძე

                        რევაზ ლაღიძე                                                          

ევაზ ილიას ძე ლაღიძე 1921 წლის 10 ივლისს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ობჩაში (ამჟამინდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი). 1939 წელს დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი (ვიოლინოს განხრით), 1941-

იხ. ვიდეო



1949 წლებში ვიოლინოზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრებში. 

1948 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. მას ეკუთვნის ოპერა „ლელა“ (1973), მუსიკალური კომედიები „მეგობრები“ (1951) და „კომბლე“ (1957), სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის“ (1949), სიმფონიური სურათი „საჭიდაო“ (1952), რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა („სიმღერა სამშობლოზე“, „ბალადა ვაზზე“, „ოდა მესხეთზე“, „მოხეური ბალადა“ და სხვა), საფორტეპიანო („ტოკატა“ და სხვა) და ჩელოს („პოემა“, „ელეგია“ და სხვა) პიესები, ერთნაწილიანი კანტატა „მელის ვარძია“ შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის (1966, ირ. აბაშიძის ლექსზე ციკლიდან „რუსთაველის ნაკვალევზე“), მუსიკა სპექტაკლებისა (გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“, ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“ და სხვა სულ 40-ზე მეტი) და კინოფილმებისათვის („საბუდარელი ჭაბუკი“, „ნინო“, „ზვიგენის კბილი“, „ხევისბერი გოჩა“ და სხვა. სულ 30-ზე მეტი). ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში. მისი სიმღერები გამოირჩევა იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით. პოპულარულია ლაღიძის „სიმღერა თბილისზე“.

იხ. ვიდეო



რევაზ ლაღიძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე. 1964 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგი (კამერული ანსამბლი). მიიღო სსრ სახელმწიფო პრემია (1977) და რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემია (1975).

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

იხ. ვიდეო




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...