понедельник, 10 января 2022 г.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

(ფრანგ. Antoine Marie Jean-Baptiste Roger de Saint-Exupéry, დ. 29 ივნისი1900ლიონი – გ. 31 ივლისი1944) — ფრანგი მწერალი და მფრინავი. ხშირად მოიხსენიებენ სახელით „Saint-Ex“.

ვიკონტი ჟან დე სენტ ეგზიუპერისა და მარი ბუაიერ დე ფონკოლომბის ვაჟიშვილი, ანტუანი დაიბადა 1900 წელს. მისი ოჯახი საფრანგეთის არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა. ანტუანს ხუთი ძმა და ერთი და ჰყავდა. 1904 წელა მამა ცერებრალური ჰემორაგიით გარდაიცვალა. რის შემდეგაც დედა მარტო ზრდიდა შვილებს. ანტუანთან დედას განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მომავალმა მწერალმა სწორედ დედისგან მიიღო ის ღირებულებები, რომლებიც მთელი ცხოვრება შეიარჩუნა: პატიოსნება, სხვისი პატივისცემა, ჰუმანიზმი. ეგზიუპერმა დაამთავრა მონტრეში არსებული იეზუიტური სკოლა, შემდეგ სწავლობდა შვეიცარიაში კათოლიკურ პანსიონში, 1917 წელს კი შევიდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე.

ანტუანის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა 1921 წელს, როცა გაიწვიეს ჯარში და მოხვდა პილოტთა კურსზე. ერთი წლის შემდეგ ეგზიუპერმა მიიღო მფრინავის მოწმობა და საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც დაიწყო სამწერლობო კარიერა. ამ პერიოდში ეგზიუპერს თავის სარჩენად ყველანაირი სამუშაოს შესრულება უხდებოდა: ვაჭრობდა ავტომობილებით, მუშაობდა გამყიდველად წიგნების მაღაზიაში.

მხოლოდ 1925 წელს მიაგნო ანტუან დე სენტ ეგზიუპერმა თავის ნამდვილ მოწოდებას - გახდა კომპანია "აეროპოსტალის" პილოტი, რომელსაც საფოსტო გზავნილები გადაჰქონდა აფრიკის ჩრდილოეთ ნაპირზე. ორი წლის შემდეგ იგი დანიშნეს კაპ-ჯუბის აეროპორტის უფროსად, საჰარასთან ახლოს.

1929 წელს ეგზიუპერი "აეროპოსტალის" ბუენოს აირესის განყოფილების უფროსი ხდება. 1931 წელს ევროპაში ბრუნდება და ისევ საფოსტო მარშრუტებს ასრულებს. 1931 წელს ცოლად ირთავს სალვადორელ კონსუელო სანდოვალ დე გომესს. 1930-იან წებში ჟურნალისტად და კორესპონდენტად მუშაობს. როგორც კორესპონდენტი იგი გაემგზავრა ომის დროს ესპანეთშიც. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სენტ-ეგზიუპერმა შეასრულა რამდენიმე საბრძოლო გაფრენა და ჯილდოზეც ("საომარი ჯვარი" (Croix de Guerre)) იყო წარდგენილი. 1941 წლის ივნისში თავის დასთან გადავიდა არაოკუპირებულ ზონაში, მოგვიანებით კი აშშ-ში გაემგზავრა. ნიუ იორკში ცხოვრებისას დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "პატარა უფლისწული". 1943 წელს ფრანგულ საჰაერო სამხედრო ძალებში დაბრუნდა და ჩრდილოეთ აფრიკის კომპანიაში მონაწილეობდა. 1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა სადაზვერვო მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

დიდი ხნის მანძილზე სენტ ეგზიუპერის დაღუპვის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობდა. მხოლოდ 1998 წელს, მარსელთან ახლოს ზღვაში ერთმა მეთევზემ იპოვა სამაჯური, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო: «Antoine», «Consuelo» (ასე ერქვა ანტუანის ცოლს) და «c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA». ეს უკანასკნელი იყო იმ გამომცემლობის მისამართი, რომეშიც გამოიცემოდა სენტ-ეგზიუპერის წიგნები. 2000 წლის მაისში მყვინთავმა ლიუკ ვანრელმა განაცხადა, რომ 70 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინა ნარჩენები თვითმფრინავისა, რომელიც შესაძლოა სენტ-ეგზიუპერის ეკუთვნოდა. გამოძიების შედეგად ეს ვერსია დადასტურდა. თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დღესაც არ არის ცნობილი.

იხ. ვიდეო ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი - თავისუფლება მხოლოდ მისთვის არსებობს, ვინც... - 


ანტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ-ეგზიუპერი – ფრანგი მწერალი, რომლის სახელიც იცის ყველამ, ვისთვისაც კი ცნობილია წიგნი „პატარა უფლისწული“. დაუვიწყარი ნაწარმოების ავტორის ბიოგრაფია სავსეა არაჩვეულებრივი მოვლენებითა და დამთხვევებით, მისი ძირითადი საქმიანობა ხომ ავიაციასთან იყო დაკავშირებული.


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...