ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ლუი დე ბროილი
ლუი დე ბროილი დაიბადა 1892 წლის 15 აგვისტოს პარიზში. იქვე მიიღო საშუალო და შემდეგ უმაღლესი განათლება. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტები. 1928 წელს ლუი დე ბრიოლი პარიზის უნივერსიტეტში მიიწვიეს პროფესორად. ერთი წლის შემდეგ ზემოხსენებული სადოქტორო დისერტაციისათვის ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიკის დარგში. 1933 წელს იგი აირჩიეს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ორი წლის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადმიის საპატიო წევრად, 1942 წელს — პარიზის მეცნიერებათა აკადემიის „აუცილებელ მდივნად“. დე ბრიოლის თეორიის საფუძველზე ბუნებრივად დაისვა საკითხი დიფრაქციისა და ინტერფერენციის მოვლენების ექსპერიმენტულად შემოწმების შესახებ, მსოფლიოს ფიზიკოს-ექსპერიმენტატორების ერთობლივი დასკვნით დე ბროილის მოსაზრებანი სამართლიანად იყო.
ლუი დე ბროილის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მრავალი მნიშვნელოვანი გამოკვლევა რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში, ელექტრონების თეორიაში, ატომბირთვის თეორიაში, ფიზიკის ისტორიაში, ფიზიკის ფილოსოფიაში და სხვა. ერთ-ერთი მისი ბოლო შრომა ეხება რადიოტალღების გავრცელებას ტალღსატარებში. 1960 წელს პარიზში გამოიცა მისი წიგნი „მეცნიერების ბილიკებით“, ორი წლის შემდეგ გამოქვეყნდა მოსკოვში რუსულ ენაზე. ავტორი განიხილავს თანამედროვე ფიზიკის წარმოდგენების განვითარებას მატერიის აღნაგობის შესახებ, ელემენტარული ნაწილაკების შესახებ და სხვა, ამ წიგნში გარჩეულია თანამედროვე მეცნიერების მეტად რთული და ამავე დროს აქტუალური საკითხები. დე ბროილის ყურადღებას იპყრობს თანამედროვე კვვანტური მექანიკის ფუნდამენტური პრინციპები და ჟანგბად-აცეტილენის სანთურაც; ელემენტარულ ნაწილაკთა საჭირბოროტო საკითხები და განათლების საკითხები; ქმედების კვანტის ფიზიკური აზრი და ზამაღალი სიხშირის რხევითი კონტური; ფიზიკის ისტორია და ფერადი ტელევიზია; ატომბირთვის სტრუქტურა და ცნობისმოყვარეობის როლი მეცნიერულ გამოკვლევებში; მეცნიერული ენის ევოლუცია და სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობათა თანაფარდობა და სხვა. მთლი წიგნის შინაარსი გამსჭვალულია მეცნიერებისა და ტექნიკის ერთიანობის იდეით. ლუი დე ბროილის სიტყვებით რომ ვთქვათ: „მეცნიერული ცოდნის წყაროს წარმოადგენს ტექნიკური და გამოყენებითი მიზნები“.
ლუი დე ბროილმა თავისი წვლილი შეიტანა ფიზიკის ყველა დარგში, ეს იყო მოლეკულურ ფიზიკაში, თერმოდინამიკაში, ელექტროდინამიკაში, ოპტიკაში, ატომის აღნაგობაში, ფარდობითობის თორიაში რენტგენის სხივების ფიზიკაში, ელემენტარულ ნაწილაკთა თეორიასა თუ სხვა. ლუი დე ბროილმა ფიზიკის ყველა დარგში თქვა თავისი სიტყვა. ლუი დე ბროილის მიერ შექმნილ ტალღურ თეორიას არა ერთი და ორი გამოჩენილი ფიზიკოსი აღუდგა წინ. მალე ფიზიკურ ლიტერატურაში ყოვლად მიუღებელი თავდასხმებიც გაჩნდა, მაგრამ შემდგომმა განვითარებამ ნათელყო, რომ დე ბროილი მართალი იყო.ლუი დე ბროილის მართებული გამოთქმით, „გამოჩენილი ფიზიკოსი ყოველთვის ფილოსოფოსიც უნდა იყოს“, და იგი იყო ფიზიკოსთან ერთად, ფილოსოფოსიც.
ლუი დე ბროილი უაღრესად თავმდაბალი მეცნიერია. 1942 წლიდან იგი საფრანგეთის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ფაქტობრივი მმართველია. ასეთი დატვირთვისა და ხანდაზმულობისა, იგი ყოველთვის მზად იყო საჭირო დახმარება აღმოეჩინა იმ მკვლევართათვის, ვინც მას მიმართავდა.
ფიზიკის ისტორიის შესწავლის პროცესში ლუი დე ბროილს ორი დასკვნა გამოაქვს:
- მეცნიერული აზრი ვითარდება სპირალის მიხედვით;
- მასში შეიმჩნევა სინთეზების განხორციელების მუდმივი ტენდენციები. ამ სინთეზში შეხამებულია ადრე არსებული წარმოდგენები, როგორც ერთმანეთის გამომრიცხველი.
ლუი დე ბროილი გარდაიცვალა 1987 წლის 19 მარტს ლუვესენში 94 წლის ასაკში.
Комментариев нет:
Отправить комментарий